შენგელია “ბრუკლინ ნეთსს” 2 ქულით დაუბრუნდა
ნბა-ს განვითარების ლიგაში 2 მატჩის ჩატარების შემდეგ თორნიკე შენგელია “ბრუკლინ ნეთსს” დაუბრუნდა და დღეს, გამთენიისას ტორონტოში გამართულ შეხვედრაში მოედანზე გამოჩნდა. შენგელიამ “რეპტორზთან” 80:96 წაგებული მატჩის ბოლო 4 წუთი ითამაშა და 2 ქულის მოგროვება მოასწრო.
ბრუკლინელებმა 5 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს, რომლის პერიოდშიც საამაყო გამარჯვებები მოიპოვეს ლიგის ლიდერებთან – “ოკლაჰომასთან” და “მაიამისთან”. “ნეთსი” ლიდერების გარეშე თამაშობდა. ტრავმების გამო გუნდს ვერ დაეხმარა დერონ უილიამსი, კევინ გარნეტი და საოპერაციოდ გამზადებული ბრუკ ლოპესი.
4 წუთშi შენგელიამ მხოლოდ 1 ორქულიანი, ისიც ზუსტად შეასრულა. სხვა სტატისტიკური მაჩვენებელი ქართველ ფორვარდს არ ჰქონია. საუკეთსო შედეგი პოლ პირსმა დააფიქსირა, რომელმაც 15 ქულა მოინაგრა. გამარჯვებულებს კი დემარ დეროზანმა ულიდერა 27 ქულით.
15 მოგებითა და 21 წაგებით ბრუკლინელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩი შენგელიას გუნდს 16 იანვარს ატლანტაში ელის.
gbf.ge