შენგელია გაციების გამო “ოკლაჰომასთან” მატჩის განაცხადში არ იყო
„ჩიკაგო ბულსმა“ დღეს, გამთენიისას პროფესიული ლიგის ერთ-ერთ ლიდერ „ოკლაჰომას“ უმასპინძლა და 85:97 დამარცხდა.
მატჩში მონაწილეობა არ მიუღია თორნიკე შენგელიას, რომელსაც გრიპის ნიშნები აქვს და მწვრთნელებმა განაცხადში არ შეიყვანეს. ჩიკაგოელებმა მრისხანე მეტოქეს პირველ მეოთხედში გაუწიეს წინააღმდეგობა, შემდეგ კი ოკლაჰომელებმა კევინ დიურანტის წინამძღოლობით სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ.
სამმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა ჩიკაგოელმა ჟოაკიმ ნოამ, რომელმაც 9 ქულა, 9 პასი და 12 მოხსნა მიითვალა. შენგელიას პოზიციის მოთამაშე კარლოს ბუზერმა კი შეხვედრა 12 ქულა-11 პასით დაასრულა, ხოლო კიდევ ერთმა მძიმე ფორვარდმა, ტაჯ გიბსონმა პირად ანგარიშზე 16 ქულა ჩაიწერა.
37 მოგებისა და 30 წაგების მქონე „ჩიკაგოს“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მყარად უპყრია მე-4 ადგილი. 20 მარტს „ბულსი“ ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ „ფილადელფიას“ უმასპინძლებს.
GBF.GE