შენგელია: “მონტენეგროს სუსტი მხარეები უნდა გამოვიყენოთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ განაცხადა, რომ გუნდი მონტენეგროს სუსტი მხარეების გამოყენებას შეეცდება.
“მონტენეგროს ყველა პოზიციაზე ჰყავს საკმაოდ კარგი მოთამაშეები და ასევე არც სათადარიგოები ჩამორჩებიან სასტარტოებს. ვიცით მათი ევროლიგაში მოთამაშე კალათბურთელები, ასევე ნბა-ს წარმომადგენელი. ერთი სიტყვით, მაღალი დონის გუნდია და უნდა გამოვიყენოთ მათი სუსტი მხარეები, რაც სწრაფად დაცვაში დაბრუნებაში გამოიხატება. ჩემს მზადყოფნას რაც შეეხება, ტრავმის შემდეგ 100 პროცენტით აღდგენილი არ მაქვს ფორმა, მაგრამ ხვალ საბრძოლველად მზად ვარ გამარჯვებითვის არაფერს დავზოგავ”, – თქვა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ნაკრები დღეს თბილისში ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს საკუთარ კედლებში მიიღებს, შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.