შენგელიას 10 ქულა და “სპრინგფილდის” მარცხი აიოვაში
თორნიკე შენგელიამ მორიგი მატჩი გამართა ნბა-ს განვითარების ლიგაში. “ბრუკლინ ნეთსიდან” “სპრინგფილდ არმორში” განათხოვრებულმა ქართველმა ფორვარდმა ზეშედეგიან მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავად ისეთი შედეგიანი არ ყოფილა, როგორსაც მისგან ველოდით.
“სპრინგფილდმა” აიოვაში, “ენერჯისთან” 134:142 წააგო, ქართელმა ფორვარდმა კი 23 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. თორნიკემ 4 პერსონალური მიიღო და ბურთი 5-ჯერ დაკარგა. “სპრინგფილდში” 41 ქულით საუკეთესო დარიუს ჯონსონ-ოდომი იყო, დენის ჰორნერმა კი პირად ანგარიშზე 30 ქულა ჩაიწერა.
“სპრინგფილდს” 4 მოგება და 13 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ დივიზიონის მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩი შენგელიას გუნდს 12 იანვარს, “დელავერთან” ელის, თუმც შესაძლოა, ის ამ დროისთვის აღარ იყოს “არმორში”. დეკემბრის ბოლოს თორნიკემ 2 მატჩი ჩაატარა განვითარების ლიგაში, რის შემდეგაც “ბრუკლინს” დაუბრუნდა. ამჯერად როგორ იქნება, მალე შევიტყობთ.
gbf.ge