შენგელიას 6-დან 6 ორქულიანი და 16 ქულა 19 წუთში
თორნიკე შენგელიამ „ლაბორალ კუჩაში“ მიმდინარე სეზონის პირველი ფიციალური მატჩი გამართა. ქართველმა ფორვარდმა ზეშედეგიანად ითამაშა და 19 წუთში 16 ქულა მიითვალა, თუმცა მისმა გუნდმა გამარჯვებას ვერ მიაღწია.
„ლაბორალ კუჩამ“ ესპანეთის სუპერთასზე ითამაშა და ნახევარფინალურ მატჩში „გრან კანარიასთან“ 80:84 წააგო. ქართველმა ფორვარდმა 19:43 წუთში 16 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
აღსანიშნავია, რომ შენგელიამ სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა, მანამდე კი, 6-ვე ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო გამოიყენა და მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ცნობისთვის, 6 ორქულიანის ჩაგდებით, თორნიკემ ესპანეთის სუპერთასზე “რეალის” ვარსკლავის სერხიო ლულის მიღწევა (5-დან 5 ზუსტი ორქულიანი) გადაფარა და ახალი რეკორდი დაამყარა.
ესპანეთის სუპერთასის ფინალში “გრან კანარია” “ბარსელონას” შეხვდება, რომელმაც მადრიდის “რეალს” 99:93 სძლია.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია