შენგელიას 6 ქულა, 6 მოხსნა და გამარჯვება “ემპორიო არმანისთან”
თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩამ“ ევროლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ვიტორიულმა კლუბმა ბასკეთში იტალიურ „ემპორიო არმანის“ უმასპინძლა და 102:83 გაიმარჯვა.
მოგებაში საკუთარი, არცთუ მოკრძალებული წვლილი ქართველმა ფორვარდმა შეიტანა, რომელსაც ბევრი ქულა არ ჩაუგდია, თუმცა სხვა სტატისტიკური მონაცემები მოაგროვა და ვიტორიელებს დიდი დახმარება გაუწია.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე გატარებულ 19:52 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს. თორნიკემ 6-დან 1 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
გამაერთიანებელი მაჩვენებლით საუკეთესო ამერიკელი მაიკ ჯეიმსი გახლდათ, რომელსაც 16 ქულა და 3-3 მოხსნა-პასი დაუგროვდა, ხოლო ბომბარდირი ლატვიელი დავის ბერტანსი გახდა 19 ქულით.
2 მოგებითა და 3 მარცხით შენგელიასგუნდი ფაცაციას „ნიჟნი ნოვგოროდთან 5-6 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს „ლაბორალი“ 6 თებერვალს, სტამბოლში, „ფენერბაჰჩესთან“ გამართავს.
gbf.ge