შენგელიას 7 ქულა და გამარჯვება “ბარსელონასთან”
თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩამ“ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში კატალონიური გრანდი „ბარსელონა“ დაამარცხა. ვიტორიულმა კლუბმა 2 კვირის წინ მადრიდის „რეალთან“ ბოლო წამზე წააგო, თუმც საკუთარი ძალა მეორე ესპანურ გრანდთან დაამტკიცა. ვიტორიელებმა „ბარსელონა“ 103:94 დაამარცხეს.
შენგელია საასტარტო ხუთეულში იყო და თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტ ხანს – 27:27 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 10-დან 3 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 7 ქულასთან ერთად თორნიკემ 3 მოხსნა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
გამრჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი ლატვიელმა დავის ბერტანსმა დააფიქსირა, რომელმაც 5-დან 5 სამქულიანი, მთლიანობაში კი 19 ქულა ჩააგდო. 17-17 ქულა ჰქონდათ მაიკ ჯეიმსს და ფერნანდო სან ემეტერიოს.
„ლაბორალ კუჩას“ მონაგარი 9 მოგება, 9 წგება და მე-9 ადგილია. მომდევნო ჯახი ვიტორიელებს მალაგაში, 1 თებერვალს, „უნიკახასთან“ ელის.
gbf.ge