შენგელიას დიდებული მატჩი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში: 25 ქულა 28 წუთში
თორნიკე შენგელიას 25 ქულა 28 წუთში.“ლაბორლ კუჩას“ ქართველმა ფორვარდმა ესპანეთის პრიმერადივიზიონში კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შენგელია მე-20 ტურის მატჩში, „გრან კანარიასთან“ გამოირჩა.
ვიტორიელებმა კანარელები 109:70 გაანადგურეს და ამაში შენგელიას წილი უდიდესია. ქართველმა ფორვარდმა 11-დან 9 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 25 ქულს შენგელიამ 7 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
შედეგად, შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 35 ერთეული შეადგინა, რაც რეალური შანსია საიმისოდ, რომ ქართველი ფორვარდი პრიმერადივიზიონი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდეს. შენგელიას შემდეგ ვიტორიელტაგან საუკეთესო შედეგი დარიუს ადამსმა აჩვენა – 14 ქულა და 11 პასი მიითვალა.
10 მოგებითა და ამდენივე მარცხით „ლაბორალ კუჩა“ ესპანეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ვიტორიული კლუბი 15 თებერვალს, შინ „მანრესასთან“ გამართავს.
gbf.ge