შენგელიას გუნდმა “ფუენლაბრადა” გაანადგურა
თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩამ“ ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში გამარჯვება იზეიმა. ვიტორიელებმა „ფუენლაბრადას“ უმასპინძლეს და 2 დღის წინ ევროლიგაში „ეფესთან“ დასანი მარცხის გამო ჯავრი იყარეს. შენგელიას გუნდმა მეტოქე 35 ქულის სხვაობით – 94:59 დაამარცხა.
ქარველი ლეგიონერი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მარგი ქმედების კოეფიციენტით (13) თორნიკე ვიტორიელთაგან მხოლოდ კიმ ტილს (22) და დევის ბერტანსს (20) ჩამორჩა.
შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21:25 წუთით იმყოფებოდა. მან 6-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. კიმ ტილიმ ვიტორიელებს 15 ქულა და 7 მოხსნა შესძინა,
მიმდინარე ჩემპიონატში ეს ვიტორიელთა მე-7 გამარჯვება იყო და 8 მარცხის წილ ეს შედეგი 18-გუნდიან პრიმერადივიზიონში მე-10 ადგილის ტოლფასია, რომელსაც შენგელიას გუნდი „მონბუსთან“ იყოფს.
მომდევნო ტურში, 11 იანვარს, ვიტორიელები მადრიდში, „რეალს“ დაუპირისპირდებიან.
gbf.ge