შენგელიას პასუხი, როცა ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ შეკითხვა ცსკა-ზე დაუსვეს
30 ივნისს, თორნიკე შენგელიამ “ბასკონიასთან” ერთად ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი მოიგო. მისმა გუნდმა ფინალში “ბარსელონა” 69:67 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა ამ შეხვედრაში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
შენგელია “ბასკონიას” ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მან ესპანეთის ჩემპიონატი კარიერაში პირველად მოიგო.
მატჩის დასრულების შემდეგ, თორნიკემ მცირე კომენტარი გააკეთა..
“ამ ექვს წელიწადში ბევრი რამ მოხდა. დავმარცხდით მნიშვნელოვან შეხვედრებში, იყო სერიოზული ტრავმები… თუმცა, ეს ყველაფერი ამად ღირდა. რწმენა არასოდეს დაგვიკარგავს და მუდმივად ვიბრძოდით. მადლობა ღმერთს, გავიმარჯვეთ”, – ციტირებს ქართველი კაპიტნის სიტყვებს EL PAIS.
ამის შემდეგ, ჟურნალისტმა შენგელიას ჰკითხა, აგრძელებს თუ არა ის კარიერას “ბასკონიაში”, მისი პასუხი კი ასეთი იყო: “ახლა ზეიმის დროა.”
შეგახსენებთ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, თორნიკე კარიერას მოსკოვის ცსკა-ში გააგრძელებს.