შენგელიას თანაგუნდელი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს
იტალიური გამოცემა Sportando იუწყება, რომ “ბასკონიას” 30 წლის ამერიკელი კალათბურთელი, უკანახაზელი მეტ ჯენინგი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს, რის შემდეგაც ის საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.
“ბასკონიას” სპორტულმა დირექტორმა, ფელიქს ფერნანდესმა დაადასტურა, რომ ჯენინგის მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული ნაკრები იჩენს და ის უახლოეს ხანებში ევროპული ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს.
ჯენინგი მსროლელია, თუმცა მას გამთამაშებლად თამაშიც შეუძლია. 2017-18 წლების სეზონში ამერიკელი კალათბურთელი “ბასკონიას” მაისურთ საშუალოდ 22 წუთს თამაშობდა, 9.3 ქულასა და 1.5 პასს აგროვებდა.
ჯენინგი “ბასკონიაში” 2017 წლიდან თამაშობს, ის თორნიკე შენგელიას თანაგუნდელია. სხვადასხვა დროს ის ზაგრების “ციბონაში”, “ანადოლუ ეფესში”, იერუსალიმის “ჰაპოელში” და ყუბანის “ლოკომოტივში” გამოდიოდა. “მონტეპასკიში” თამაშის დროს ის ვიქტორ სანიკიძის თანაგუნდელი იყო.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო ფანჯარა 16 სექტემბერს იწყება. დიდი ალბათობით, ჯენინგი საქართველოს ნაკრებს პირველივე მატჩიდან დაეხმარება.
იხილეთ ვიდეო