შერმადინი ტრავმის გამო “სარაგოსას” ტენერიფეში მოგებულ მატჩში ვერ დაეხმარა
არაგონულმა “სარაგოსამ” ესპანეთის პრიმერადივიზიონში გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. სარაგოსელებმა დიდი ბრძოლა გადაიტანეს კუნძულ ტენერიფეში, სადაც ადგილობრივი”იბეროსტარი” 78:75 დაამარცხეს.
ეს იყო მატჩი, რომელშიც ქართველების წილი მინიმალურია. გიორგი შერმდინმა ვერ ითამაშა, ვიქტორ სანიკიძემ კი შეხვედრა უქულოდ დაასრულა. შერმადინს ტენერიფეში გამგზავრებამდე მცირე ტრავმის გამო არ უვარჯიშია და სარაგოსაში დარჩა.
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 12,21 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 3 ორქლიანი და 1 სამიანი ააცილა. მის ანგარიშზე 3 მოხსნა, ამდენივე პასი და 1 ჩაჭრა იყო. შერმადინის შემცვლელმა ჰენკ ნორელმა 16 წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. რაც შეეხება ბომბარდირს, 16 ქულით თავი გამთამაშებელმა პედრო ლომპარტმა გამოიჩინა.
11 მოგებითა და 8 წაგებით “სარაგოსა” მე-6 ადგილზეა და მომდევნო ტურში, 23 თებერვალს, “ვალენსიას” მასპინძლობს. გასულ ტურში მარცხი განიცადა ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა”, რომელიც მალაგაში “უნიკახასთან” უშანსოდ იყო – 76:89. ქართველმა ფორვარდმა 1,17 წუთი ითამაშა და ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო.
GBF.GE