შერმადინის 10 ქულა და გამარჯვება სტამბოლში
გიორგი შერმადინმა მიმდინარე ევროლიგაში ერთ-ერთიშედეგიანი მატჩი ჩაატარა. ეს მოხდა სტამბოლში, სადაც ქართველი ცენტრის “ოლიმპიაკოსმა” ადგილობრივი “ეფესი” 83:78 დაამარცხა.
“ოლიმპიაკოსისთვის” ტოპ-16-ის ჯგუფში დარჩნილ 2 ტურს მნიშვნელობა დაკარგული აქვს. პირეოსელებმა პლეი ოფის საგზური უკვე მოიპოვეს, თუმცა სურვილი აქვთ, ჯგუფში მოსისხლე “პანათინაიკოსს” გადაასწრონ. შერმადინის გუნდს დიდიარჩევანი არ აქვს, პლეი ოფის სერიაში ან მოსკოვის ცსკა-ს შეხვდება, ან მადრიდის “რეალს” და ორივე შემთხვევაში მოედნის უპირატესობა მეტოქის იქნება.
რაც შეეხება სტამბოლში მოგებულ მატჩს, შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20,27 წუთი გაატარა. საერთო შედეგიანობით ქართველი ცენტრი თანაგუნდელთაგან მხოლოდ ბრაიანტ დანსტონს, ისიც მცირედით ჩამორჩა. შერმადინმა 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 10 ქულა დააგროვა, რასაც 5 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა. რაც შეეხება დანსტონს, ამერიკელმა ლეგიონერმა 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
“ოლიმპიაკოსი” ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-14 ტურში, 10 აპრილს სწორედ “პანათინაიკოსს” უმასპინძლებს და ამ მატჩშ გამარჯვებული დაიკავებს ჯგუფში მესამე ადგილს, თუმც დამარცხებულიც გავა პლეი ოფში.
gbf.ge