შერმადინის 12 ქულა და 100-პროცენტიანი სტატისტიკა
გიორგი შერმადინის „კანტუმ“ იტალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო. კანტუელებმა „დოლომატის“ უმასპინძლეს, 110:84გაანადგურეს და ამაში თავისი, არცთუ მოკრძალებული წვლილი ქართველმა ცენტრმაც დაიდო,
მატჩი უმნიშვნელოვანესი იყო გამომდინარე იქიდან, რომ „დოლომატი“ კანტუელთა უშუალო კონკურენტია და ამ გამარჯვებით შერმადინის გუნდმა „დოლომატის“ გადაასწრო.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. შერმადინმა მოედანზე 17 წუთიდაჰყო და 12 ქულა, 1 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.
გიორგიმ 5-ვე ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო ანუ 100%-იანი სიზუსტით ესროლა. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი ერთხელდაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მეტოქეები კი მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
კანტუელებმა 9-9 მოგება–წაგება მოაგროვეს და სერია ა–ში მე-6 ადგილზე გადაინაცვლეს. 15 თებერვალს შერმადინის გუნდი გასვლით მატჩს „ბოლონიაში“ გამართავს.
gbf.ge