შერმადინის 18 ქულა 19 წუთში და სარაგოსას იოლი გამარჯვება
“სარაგოსას” იოლი გამარჯვება ესპანურ პრიმერადივიზიონში. ქართველებით გაძლიერებულმა არაგონულმა კლუბმა მე-4 ტურში “ბრუიხას” უმასპინძლა და 89:52 გაანადგურა.
გამარჯვებაში ყველაზე მოზრდილი წილი გიორგი შერმადინს ეკუთვნის, რომელიც მარგი ქმედების კოეფიციენტის გათვალისწინებით, რამაც 27 შეადგინა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. შერმადინმა 19:46 წუთში 6-დან 5 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, 18 ქულა დააგროვა, რასაც 1 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაყოლა.
შერმადინთან ერთად სასტარტო ხუთეულში იყო ვიქტორ სანიკიძეც, რომელმაც მოედანზე 14:13 წუთი გაატარა. მატჩის სცენარიდან გამომდინარე, მწვრთნელს შეცვლების ნებისმიერი ალბათობით კეთება შეეძლო და შესაბამისად, მოედანზე 12-ივე კალათბურთელი გავიდა. ყველაზე მეტი სარაგისელთაგან დამიენ რუდეჟმა – 23 წუთს ითამაშა. სანიკიძის მონაგარი კი ასეთი გახლდათ: 6 ქულა, 4 მოხსნა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ოქრულიანი ჩააგდო და ასეთივე სიზუსტით ესროლა საჯარიმოებიც.
3 მოგებითა და 1 მარცხით სარაგოსელები ცხრილში მე-5 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩი შიდასარბიელზე ქართველების გუნდს 10 ნოემბერს, სტუმრად, “ვალენსიასთან” ელის.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი