შერმადინის 7 ქულა და 5 მოხსნა
სტარტი აიღო ევროთასის გათამაშების მეორე ჯგუფურმა ეტაპმა, რომელშიც 2 ქართველის გუნდი – გიორგი შერმადინის „კანტუ“ და ვიქტორ სანიკიძის „უნიკსი“ ასპარეზობენ. ამ უკანასკნელმა ევროთასზე ევროლიგიდან გადმოინაცვლა, ხოლო „კანტუ“ თავიდანვე ევროთასზე იყო და ტურნირში ასპარეზობას წარმატებული პირველი ჯგუფური ეტაპის გამო აგრძელებს.
შერმადინის „კანტუმ“ პირველ ტურში საკმაოდ ძლიერი მეტოქე დაამარცხა. იტალიელებმა რუსულ „ხიმკის“ უმასპინძლეს და 99:88 სძლიეს. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულშიიყო და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 1საჯარიმო ჩააგდო და 7 ქულას 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა.
აღსანიშნავია, რომ 23:29 წუთის განმავლობაში შერმადინს ბურთი არ დაუკარგავს, 2 ჯარიმადა მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ. კანტუელთაგან 10 და მეტი ქულაერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანი კი უნგრელი დამიანჰოლისი იყო, რომელმაც 19 ქულა მოაგროვა.
მომდევნო, მეორე ტურში „კანტუ“ სტუმრად, 14 იანვარს ბერძნულ პაოკს ეთამაშება.
gbf.ge