შერმადინის და სანიკიძის გუნდები ერთმანეთს ევროთასის პლეი ოფში დაუპირისპირდებიან
გიორგი შერმადინის „კანტუმ“ ევროთასის J ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ვიქტორ სანიკიძის „ხიმკის“ შეხვდება. იტალიურმა კლუბმა პლეი ოფის საგზური ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მოიპოვა, როცა შინ ბერძნული პაოკ-ი 78:70 დაამარცხა.
კანტუელებს ჯგუფიდან გასვლაში რუსული „ხიმკიც“ დაეხმარა, რომელმაც შინ „ლიმოჟი“ დაამარცხა. საბოლოოდ „ლიმოჟს“ და „კანტუს“ თანაბარი ქულები დაუგროვდათ და პირად შეხვედრებში ასებული უპირატესობის გათვალისწინებით გამსვლელ, მეორე ადგილზე შერმადინის გუნდი გავიდა.
პაოკ-თან მატჩში შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:51 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ოპრქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად შერმადინმა 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა. საუკეთესო კანტუელი დარიუს ჯონსონ-ოდომი გახდა, რომელმაც 21 ქულა მოაგროვა.
მერვედფინალში 2 მატჩი გაიმართება – სათითაო მოწინააღმდეგეთა მოედანზე. ვიქტორ სანიკიძის „უნიკს“, რომელმაც G ჯგუფში პირველი ადგილი დაუკავა, J ჯგუფის მეორეადგილოსან „კანტუსთან“ მოედნის უპირატესობა ექნება. პირველი მატჩი იტალიაში 3 მარტს გაიმართება, ხოლო საპასუხო 11 მარტს რუსეთში. ამ 2 მატჩის ჯამში გამოვლინდება მეოთხედფინალისტი.
gbf.ge