შერმადინის “კანტუმ” ოვერტაიმში წააგო
გიორგი შერმადინის გუნდმა იტალიის სერია „ა“-ში დასანანი მატჩი წააგო. „კანტუ“ პირველი ტაიმის შემდეგ 13 ქულით ამარცხებდა „პისტოიას“, თუმცა მეორე ნახევარში ეს ლიდერობა გაანიავა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა. დამატებით ხუთწუთეულში კი კანტუელები76:80 დამარცხდნენ.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 16 წუთში 4 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და1 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელდაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მასპინძელთა რიგებში 19 ქულით საუკეთესო დარიუს ჯონსონ–ოდომი იყო, სტუმართა გამარჯვებაშიკი ლომის წვლილი 25 ქულით ჯილბერტ ბრაუნმა დაიდო.
კანტუელებს 4 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდათ და მე-10 ადგილზე დაქვეითდნენ. შემდეგ ტურში,14 დეკემბერს შერმადინის გუნდი „დ’ორლანდოს” დაუპირისპირდება.
gbf.ge