შერმადინის “ოლიმპიაკოსი” “რეალთან” სერიაში 0:2 ჩამორჩა
გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” ევროლიგის მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩიც წააგო მადროდში, “რეალთან” და საერთო ანგარიშით – 0:2 ჩამორჩა. პირეოსელებმა ახლა ზედიზედ 3 შეხვედრა უნდა მოიგონ, ოთხთა ფინალში რომ გავიდნენ, რაც, რბილად რომ ვთქვათ, რთული მისაღწევია.
თუკი პირველი მატჩი “ოლიმპიაკოსმა” უშანსოდ დათმო, დღევანდელ შეხვედრაში მადრიდელებს დიდი ბრძოლა გაუმართა და საბოლოოდ მხოლოდ 5 ქულით – 77:82 დაარცხდა. ბერძნულმა გუნდმა პირველი მეოთხედი 23:30 დათმო, თუმცა შემდეგ თამაში გამოასწორა და ბოლო წუთებზე მეტოქეს მიუახლოვდა კიდეც, მაგრამ გამარჯვებამდე მისვლა ვეღარ შესძლო.
შერმადინმა მოედანზე 11 უქულო წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 2 ორქულიანი ააცილა, აქტივში კი 2 მოხსნა ჩაიწერა. ოლიმპიაკოსელთაგან წინა მატჩის დარად საუკეთესო ვასილის სპანულისი იყო, რომელმაც 18 ქულა მიითვალა. გამარჯვებულებს კი იანის ბურუსისმა ულიდერა 19 ქულით, რუდი ფერნანდესის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა.
სერიის მომდევნო მატჩი 21 აპრილს, პირეოსში გაიმართება. თუკი “ოლიმპიაკოსი” მოიგებს, მომდევნო შეხვედრა 23-შია დაგეგმილი. სერიის გათანაბრების შემთხვევაში, მე-5, გადამწყვეტ მატჩს კვლავ მადრიდი უმასპინძლებს.
gbf.ge