შერმადინის შედეგიანი გარჯა “კანტუს” “რომასთან” მოსაგებად არ ეყო
გიორგი შერმადინი აგრძელებს წარმატებულ თამაშს, თუმცა მისმა გუნდმა ამჯერად ვერ მოიგო. იტალიის სერია „ა“-ს მორიგ ტურში შერმადინის გუნდმა „რომას“ უმასპინძლა და მიუხედავად ქართველი ლეგიონერის დამაჯერებელი გარჯისა, 60:70 დამარცხდა.
წინა მატჩის მსგავსად შერმადინს ორმაგი დუბლი არ ჰქონია, თუმცა ის თავის გუნდში სტეფანო ჯენტილესთან ერთად საუკეთესო იყო. ქარველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში, 22 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 7 მხსნა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
შერმადინს მარგი ქმედების კოეფიციენტის იტალიური ლიგის დათვლის სპეციფიკით 18 ერთეული დაუგროვდა. ზუსტად იმდენი,რამდენიც მის თანაგუნდელს, 17 ქულის მომგროვებელ სტეფანო ჯენტილეს.
„კანტუმ“ 6 მოგება და 9 წაგება მოაგროვა და სერია „ა“-ს კიდევ 5 გუნდთან ერთად 12 ქულიIX-XIV ადგილებს იყოფს. მომდევნო ტურში, 25 იანვარს, „კანტუ“ „ვარეზეს“ უმასპინძლლებს. მანამდე იტალიაში თასის გათამაშება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სერია „ა“-ს მიმდინარე ცხრილის საუკეთესო 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
gbf.ge