შერმადინისა და ჰიკმანის გუნდებმა ევროლიგის ჯგუფებში მე-3 ადგილი დაიკავეს
გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” ევროლიგის ტოპ-16-ის ბოლო ტურის მატჩში “პანათინაიკოსი” დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ჯფუფში ასპარეზობა მე-3 ადგილზე დაასრულა. შეხვედრის ბედი ვასილის სპანულისმა გადაწყვიტა, რომელმაც ბოლო 23 წამში 5 ქულა ჩააგდო, აქედან ბოლო სამქულიანი, მატჩის დასრულებამდე 5 წამით ადრე და ათენური გრანდს მთელი მატჩის მანძილზე ნაგროვებ ლიდერობას ხაზი გადაუსვა.
სპანულისმა ჯერ ორქულიანი ჩააგდო, რითაც მასპინძელი პირეოსელები 65:63 დააწინაურა, თუმცა ლუკას მავროკეფალიდისმა საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე ოლიმპიაკოსელების კალათში ბურთი ჩატენა და ანგარიში გაათანაბრა. თამაშის ბედის გადაწყვეტა სპანულისმა ითავა, რომელმაც ძირითადი დროის ამოწურვამდე 4 წამით ადრე შორეული სამქულიანი ჩააგდო და “ბერძნულ ტიტანთა დებრი” “ოლიმპიაკოსის” სასარგებლოდ დაასრულა – 68:65.
ამ მატჩამდე “პანათინაიკოსს” და “ოლიმპიაკოსს” 7-7 მოგება და შესაბამისად – 6-6 წაგება ჰქონდათ. ორივეს განაღდებული ჰქონდა პლეი ოფში გასვლა და არც მოგების შემთხვევაში იყო რაიმე განსაკუთრებულად სახეირო სიტუაცია: მოგებული მე-3 ადგლს იკავებდა და პლეი ოფში F ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ გუნდს ხვდებოდა. ეს კი ან მოსკოვის ცსკა, ან მადრიდის “რეალი”იქნება. თუ რომელი მათგანი გავა პირველზე და რომელი მეორე ადგილზე, 11 აპრილს გაირკვევა.
აქედან გამომდინარე, გამარჯვებისთვის დიდი შეღავათი არ იყო, თუმცა “ოლიმპიაკოსის” და “პანათინაიკოსის” ნებისმიერი მატჩი, მით უფრო, ევროლიგის ტოპ-16-ის დასკვნითი ტური, მეტად პრინციპულ ხასიათს ატარებდა. სწორედ ამ პრინცილულობის გამო გუნდებმა ბოლო წამებამდე დაუღალავად იბრძოლეს და საბოლოოდ გამარჯვებას პირეოსელები დაეპატრონნენ.
შერმადინმა პირეოსელთა სასტარტო ხუთულში ითამაშა, თუმცა მოედანზე მთლიანობაში მხოლოდ 13:48 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 ორქულიანი კი ააცილა. გიორგიმ თამაში 2 ქულით და 5 მოხსნით დაასრულა, ბურთი 1-ჯერ დაკარგა და 3 ჯარიმა მიიღო. ოლიმპიაკოსელთაგან 12-12 ქულა დააგროვეს ბრაიანტ დანსტონმა და კოსტას სლუკასმა, ხოლო მატჩის გმირმა სპანულისმა თავი 9 ქულას მოუყარა/
ჯგუფური ეტაპი დაასრულა ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანის “მაკაბიმაც”. ებრაულმა კლუბმა თელ ავივში მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძა და დაძაბულ ბრძოლაში – 76:81 დამარცხდა, თუმცა ამას ჰიკმანის გუნდისთვის სატურნირო თვალსაზრისით არ უმოქმედია. “მაკაბი” F ჯგუფში მე-3 იყო და ამ პოზიციაზე დარჩა. პლეი ოფში მისი მეტოქე იტალიური “ემპორიო არმანი” იქნება,
ჰიკმანმა უხეიროდ ითამაშა. უფრო კი ის არ ათამაშეს საკმარისი დროით. ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა მოედანზე 18:41 წუთი გაატარა და მხოლოდ 1 ქულა დააგროვა. მას არც მოხსნა ჰქონია, არც პასი და არც სხვა სტატისტიკური მაჩვენებელი – მხოლოდ 1 ქულა და 1 დაკარგვა.
11 აპრილს გაირკვევა მანუჩარ მარკოიშვილის გალათასარაის” გასვლა-არგასვლის საკითხი, რომელიც, დიდი ალბათობით, ქართველი კალათბურთელის გუნდის სასარგებლოდ გადაწყდება. სტამბოლური კლუბი ხვალ ჯგუფის ერთ-ერთ აუტსაიდერ “პარტიზანს” მასპინძლობს და ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება აძლევს ხელს, პლეი ოფში რომ გავიდეს. 10 აპრილს ითამაშა მე-4 ადგილისთვის ბრძოლაში “გალას” მთავარმა კონკურენტმა, კრასნოდარის “ლოკომოტივმა”, რომელმაც “ბაიერნი” 9 ქულით დაამარცხა და ბურთების შეფარდება ამ მომენტისთვის სტამბოლელებზე უარესი აქვს. “გალათასარაიმ” “პარტიზანს” 1 ქულითაც რომ მოუგოს, ჯგუფში მე-4 ადგილს იკავებს და პლეი ოფში გადის.
GBF.GE