შერმადინმა 20 წუთით და 21 ქულით დაიწყო
პირველი მატჩი გამართა ”სარაგოსას” შემადგენლობაში გიორგი შერმადინმა. შეხვედრა წინასასეზონო, მოსამზადებელი იყო, მეტოქე კი ფრანგული ”ტარბი” გახლდათ, რომელსაც სარაგოსელებმა 89:83 მოუგეს.
მატჩის ბომბარდირი და საუკეთსო მოთამაშე ქართველი ცენტრი გახდა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 20 წუთში 21 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 12-დან 9 ორქულიანი და 3-დან სამივე საჯარიმო ჩააგდო.
სარაგოსელებს კიდევ 5 საკონტროლო მატჩი აქვთ დაგეგმილი, ვიდრე 13 ოქტომბერს ესპანეთის ჩმპიონატში ჩაებმებიან. მომდევნო მატჩი 21 სექტემბერს ”ხუვენტუდთანაა”, 24 სექტემბერს – “კლავიხოსთან”, 27-ში – “ფუენლაბრადასთან”, 29-ში – “ლაბორალ კუტხასთან”, 2 ოქტომბერს – “მანრესასთან”, ხოლო 6-ში – “გიპუზკოა ბასკეტთან”. შერმადინის ახალი კლუბი ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას 12 ოქტომბერს “ბილბაო ბასკეტთან” სტუმრად ჩაატარებს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი