შერმადინმა ევროლიგაში “ბარსელონასთან” სასტარტო ხუთეულში ითამაშა
გიორგი შერმადინმა ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” მეორე მატჩი ჩაატარა. წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ქართველმა ცენტრმა ამჯერად სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა ისეთი შედეგიანი არ ყოფილა, მისგან რომ ველით.
ისიც სათქმელია, რომ ოლიმპიაკოსელებს მრისხანე მეტოქე ჰყავდათ, რომელიც ევროლიგის ტოპ-16-ში წაუგებლად ასპარეზობს. შერმადინის გუნდი კატალონიაში “ბარსელონას” დაუპირისპირდა და უშანსოდ დამარცხდა – 58:70.
შერმადინმა მოედანზე 16 წუთი გაატარა და 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ოლიმპიაკოსელთაგან 18 ქულით ბრაიანტ დანსტონი და 17-ით ბრენტ პეტვეი გამოირჩნენ. “ბარსელონაში” კი მოწოდების სიმაღლეზე ბრედ ოლესონი (15ქულა), ანტე ტომიჩი (14) და ერაზმ ლორბეკი (13) იყვნენ.
4 მოგებითა და 6 მარცხით “ოლიმპიაკოსი” 8-გუნდიან ჯგუფში მე-6 ადგილზეა. მომდევნო ეტაპზე რომ გავიდეს, დარჩენილ 4 ტურში “ოლიმპიაკოსი” საუკეთესო ოთხეულში უნდა მოხვდეს. ევროლიგის მომდევნო მატჩი, 21 მარტს, შერმადინის გუნდი ესპანურ “ლაბორალს” უმასპინძლებს.
ევროლიგა. ტოპ-16. სატურნირო ცხრილი
ჯგუფი E |
მ |
წ |
ბურთების |
შეფარდება |
+/- |
ბარსელონა |
10 |
0 |
799 |
698 |
101 |
მილანი |
7 |
3 |
759 |
711 |
48 |
პანათინაიკოსი |
5 |
5 |
689 |
679 |
10 |
მალაგა |
5 |
5 |
753 |
752 |
1 |
ფებერბაჰჩე |
5 |
5 |
781 |
783 |
-2 |
ოლიმპიაკოსი |
4 |
6 |
738 |
731 |
7 |
ეფესი |
2 |
8 |
676 |
748 |
-72 |
ლაბორალი |
2 |
8 |
705 |
798 |
-93 |
GBF.GE