შერმადინმა იფრინა – 32 ქულა “გრან კანარიას” წინააღმდეგ! (ვიდეო)
21 დეკემბერს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ქართული დერბი შედგა. გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფე” საკუთარ კედლებში ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიას” დაუპირისპირდა და 100:79 გაიმარჯვა.
შეუჩერებელი იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც 32 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. მან პარკეტზე 29:42 წუთი გაატარა, ამ დროში კი 12-დან 9 ორქულიანი და 16-დან 14 საჯარიმო ჩააგდო. “შერმინატორი” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ბექა ბურჯანაძემ სათადარიგოთა რიგებში იყო და 14:36 წუთი ითამაშა. მან 12 ქულა მოაგროვა.
🔨 @gioshermadini saca su martillo a pasear.
¡Qué matazo!#LigaEndesa
🎥 En directo por @MovistarPlus pic.twitter.com/TPvRWgnq97— Liga Endesa (@ACBCOM) December 21, 2019
Qué movimiento de Shermadini… #LigaEndesa pic.twitter.com/2nHmOeCSEx
— Basket en Movistar+ (@MovistarBasket) December 21, 2019