შსს-აკადემია ფინალურ სერიაში დაწინაურდა

თარიღი: აპრილი 13, 2014

20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველი მატჩი დღეს სპორტის სასახლეში გაიმართა. ჩემპიონობისთვის მებრძოლი “შსს-აკადემიისა” და “ქუთაისის” მატჩს დაძაბულობა არ აკლდა, თუმცა გამარჯვებულის გამოსავლენად ისეთი ბრძოლა არ გამართულა, ფინალს რომ შეეფერება.

“შსს-აკადემიამ” “ქუთაისს” ზედმეტი გართულებების გარეშე მოუგო და ფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი 14 აპრილს, ქუთაისში დანიშნულ მეორე შეხხვედრაშიც იმარჯვებს, “შსს-აკადემია” ჩემპიონი გახდება.

მატჩი აკადემიელთა უპირატესობით დაიწყო და ისე ჩამთავრდა, გიორგი ნიკოლაძის გუნდს საკუთარი ფავორიტობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია. თავში ნახსენები დაძაბულობა კი იმ მომენტს ეხება, რომელიც მატჩის დასრულებამდე 4-ნახევარი წუთით ადრე მოხდა. აკადემიელი ლერი კვანტალიანი მეტოქის ფარქვეშ შეიჭრა, მასზე კი ქუთაისელმა გიორგი ჩორგოლაშვილმა არასპორტულად ითამაშა, რითაც მას კინაღან მძიმე ტრავმა მიაყენა. კვანტალიანმა ჩორგოლაშვილისკენ გაიწია, თუმცა სიტუაცია მალევე ისე განიმუხტა, რომ ჩხუბი არ მომხდარა.

ორივე მოთამაშე მოედნიდან გააძევეს და ისინი ფინალური სერიის მეორე მატჩს გამოტოვებენ. რაც შეეხება მატჩის საბოლოო შედეგს, “შსს-აკადემიამ” შეხვედრა 61:43 მოიგო, რაშიც გამორჩეული წვლილი სწორედ კვანტალიანმა შეიტანა – 27 ქულა, 11 მოხსნა. 11 ქულა დაგროვდა ერეკლე ლორთქიფანიძის ანგარიშზე. “ქუთასში” 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ უჩა გამრეკლიძემ გადაბიჯა, რომელმაც 14 ქულა მითვალა.

ფინალური სერიის მეორე მატჩი ქუთაისში, 14 აპრილს გაიმართება.

 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): ,,ქუთაისი’’ ძალიან ღირსეული მეტოქეა, დამსახურებულად გავიდნენ ფინალში და მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ. რაც შეეხება თამაშს, ფინალი იყო და შესაბამისად, ბიჭები უფრო დაძაბულები იყვნენ, გამოუცდელები არიან და მოსალოდნელიც იყო ნაკლებად სანახაობრივი და შედეგიანი თამაში.გამარჯვებით გახარებულები ვართ. სამწუხაროდ, ბოლოს იყო ინციდენტი, რაც არ უნდა მომხდარიყო, თუმცა სპორტში ყველაფერი ხდება. გავანაალიზებთ დღევანდელ შეცდომებს, შევეცდებით გამოვასწოროთ ისინი და მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ მეორე თამაშს ქუთაისში, რომელიც რადიკალურად განსხვავებული იქნება.

 

შოთა ჯავახიშვილი(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი): ფინალს ყოველთვის ახლავს დაძაბულობა და ეს მატჩიც ასეთი გამოდგა. ბოლოს მართლაც არ უნდა მომხარიყო ასეთი ფაქტი, თუმცა ბიჭები გამოუცდელები არიან და თავის გაკონტროლება გაუჭირდათ. ,,შსს აკადემიამ’’ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშეს, დამსახურებულად გაიმარჯვეს და მივულოცავ ამ წარმატებას. ჩვენ ცოტა მეტი მობილიზება გვმართებდა, ნაკლები შეცდომა უნდა დაგვეშვა როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში.ეს არ იყო ჩვენი გუნდის თამაში და ვეცდებით, გამოვასწოროთ. შანსი გვაქვს და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

გიორგი ცირეკიძე(,,ქუთაისი’’):  მივულოცავ მეტოქე გუნდს გამარჯვებას, ძალიან ძლიერად ითამაშეს, კარგი დაცვა შემოგვთავაზეს. ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი მინუსი მოკლე სათადარიგო სკამია, მეტოქეს კი ამაშიც დიდი პლიუსი აქვს. ქუთაისში შევეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ და სერია გავათანაბროთ.

 

u-20.ge



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა