შსს აკადემიამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა
საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში ,,შსს აკადემიამ’’ მე-3 ადგილი დაიკავა. საპრიზო ადგილისთვის ბრძოლაში აკადემიელებმა ,,ქუთაისი’’ 10 ქულის სხვაობით 73:63 დაამარცხეს.
,,შსს აკადემიამ’’ ლიდერობა პირველ მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 18:8 მოიგო. მთელი დარჩენილი თამაში შედარებით თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა ქუთაისლებმა სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს.
გამარჯვებულებს ლევან ბაბილოძემ 31 ქულით ულიდერა, ნიკა ლოლიშვილმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 23 ქულა, 11მოხსნა.
ქუთაისელთა რიგებში საუკეთესო ლადო ფურცხვანიძე იყო 28 ქულა-10 მოხსნით, ანრი რუხაძის ანგარიშზე 13 ქულამ დაგროვდა.
,,შსს აკადემიის’’ გუნდი ვერცხლის მედლებითა და სიგელებით ,,ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის’’ პრეზიდენტმა, ვალერი ლომაძემ დააჯილდოვა.
დღეს აკადემიის დარბაზი 19:00 საათზე 16-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერიის მე-2 მატჩს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, სერიაში ,,აკადემია’’ ,,დინამოს’’ 1:0 ამარცხებს.
u-16.ge