შსს-მ “დინამო” ფინალური სერიის მეორე მატჩი გაანადგურა
სპორტის სასახელში საკალთბურთო სუპერლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩი შედგა, რომელშიც “შსს-აკადემიამ” თბილისის “დინამო” მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.
დღევანდელი მატჩი თანაბრად დაწიყო, თუმცა “აკადემიამ” უპირატესობა პირველივე მეოთხედის ბოლო მოიპოვა, რომელიც 8 ქულიანი უპირატესობით, 25:17 მოიგო. აკადემიელთა დომინირება მეორე მეთოხედშიც საგრძნობი იყო და დიდ შესვენებაზე გუნდები უკვე გაცილებით სოლიდური სხვაობით, 21:45-ზე გავიდნენ. “დინამოს” პრობლემებს კი ლონდარიძის ტრავმაც დაემატა, რომელმაც მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო.
მატჩის ბედი საბოლოო მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელშიც “აკადემიას” უპირატესობა 20 ქულიან ზღვარს გადასცდა, რამაც “დინამო” საბოლოოდ გატეხა და შეხვედრის ბოლოს ფინალისთვის უჩვეულოდ დიდი ანგარიშით, 46:73 დაფიქსირდა.
შსს-ს შემადგენლობაში 14 ქულითა და 11 პასით საუკეთესო გიორგი ცინცაძე იყო. შედეგიანები იყვნენ ჩიკვილაძე, შარაბიძე და მეტრეველიც. რაც შეეხება “დინამოს”, თბილისელთა შორის ყველაზე მეტი, 13 ქულა ბესო ლეჟავამ მოიპოვა.
ფინალური სერიის მესამე და შესაძლოა გადამწყვეტი მატჩი სპორტის სასახლეში ორშაბათს, 18 საათზე დაიწყება.
დინამო თბილისი 46:73 შსს-აკადემია