„სიენა მონტეპასკი“ მეოთხე იტალიურ დივიზიონში დაქვეითდა
სიენას სასამართლომ საკალათბურთო კლუბ „მონტეპასკის“ გაკოტრება დაადასტურა.
კლუბის ფინანსური პრობლემების შესახებ აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა ახლა ოიციალურად დადასტურდა, რომ „მონტეპასკი“ შემდეგ სეზონში მეოთხე იტალიურ დივიზიონში ითამაშებს.
არადა, ტოსკანური კლუბი ბოლო 11 სეზონის გათამაშებიდან 8 მოიგო. გარდა ამისა, „მონტეპასკის“ ანგარიშზე იტალიის რამდენიმე თასი და სუპერთასია.
აღსანიშნავია, რომ იტალიის მეოთხე დივიზიონში ამჟამად ასევე რამდენიმე კლუბი ასპარეზობს, რომელიც რამდენიმე წლის წინ იტალიის საკალათბურთო ელიტაში იყო. საუბარია „ორტიტუდოზე“, „ტრევიზოსა“ (ყოფილი „ბენეტონი“) და „უდინეზე“ (ყოფილი „სნაიდერო“).
შეგახსენებთ იმასაც, რომ 2012-2013 წლების სეზონში „მონტეპასკის“ ღირსებას საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე იცავდა, რომელიც შარშან ესპანურ „სარაგოსაში“ გადაბარგდა.