„სოხუმის“ პირველი ტიტული

თარიღი: ოქტომბერი 10, 2013

არსებობის მანძილზე “სოხუმმა” პირველი ტიტული – დუდუ დადიანის თასი მოიგო.  ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა დადიანის თასისთვის ფინალური შეხვედრა უპრობლემოდ მოუგო მის მოქმედ მფლობელ “არმიას” – 84:57.

მატჩის ბედი პირველი მეოთხედის შემდეგ გადაწყვეტილი იყო. სოხუმელებმა საწყისი მეოთხედი 27:6 მოუგო “არმიას” და როცა მეორე მეოთხედშიც ვითარება არ შეიცვალა, ცხადი გახდა, რომ დადიანის თასს ახალი მფლობელი ეყოლებოდა.

სოხუმელებმა მიმდინარე სეზონში კარგი გუნდი შეკრეს. უკანახაზში 2 ლეგიონერი – პეტერ ივანიჩი და დადიანის მემორიალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული ჯოშუა ჯექსონი ჰყავთ, ვახტანგ ქადარია, ბექა ბექაური და ნიკა მეტრეველი ფარქვეშ დიდ ძალას წარმოადგენენ, პერიმეტრიდან კი ირაკლი ჩლაიძე, გრიგოლ შვანგირაძე და რატი ბააკაშვილი მეტოქეს მოსვენებას არ აძლევენ. ამ მოთამაშეებმა დღეს “არმიას” ისე მოუგეს, რომ წარმატების მცირე  შანსიც არ მიუციათ.

დიდი შესვენებისთვის სოხუმელთა უპირატესობა 29 ქულამდე გაიზარდა, ხოლო მესამე პერიოდში 30-ს გადააჭარბა. თამაში ისე ჩამთავრდა, სხვაობა 25 ქულას არ ჩამოსცილებია. კვარაცხელიას გუნდმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა და თავის ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესონი ჯოშუა ჯექსონი (16 ქულა, 5 პასი) და ვახტანგ ქადარია (16 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი) გახდნენ. ირაკლი ჩლაიძემ 15 ქულა მოაგროვა, ხოლო ნიკა მეტრეველი მატჩის ერთადერთი დუბლის ავტორი გახდა – 11 ქულა, 10 მოხსნა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ სოხუმელთა ამერიკელი უკანახაზელი ჯოშუა ჯექსონი დასახელდა, რომელსაც საგანგებო პრიზი დუდუს ძმისშვილებმა – ნიტა და სანდრო დადიანებმა გადასცეს. ნიტა და სანდრომ დააჯილდოვეს დადიანის თასით სოხუმელთა კაპიტანი ირაკლი ჩლაიძეც.

სოხუმი – არმია  84:57

 

 

სუპერლიგის ოფიციალური საიტი

 

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

‘ახლა კორპუსში ცხოვრება დიდი გამოწვევაა’ – თორნიკე შენგელიამ მოსკოვში ცხ

მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევროლიგის პოდკასტში კაილ ჰაინსთნ ვიტორიასა და მოსკოვს შორის განსხვავებებზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერიმ კაპიტოლიუმში შეჭრილ აქტივისტებს ტერორისტები უწოდა

ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს “გოლდენ სტეიტ უორიორსის” მთავარი მწვრთნელი, სტივ კერი, გამოეხმაურა. როგორც იცით, დონალდ ტრამპის […]...
წაკითხვა
ბლოგი

2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეული სპორტული ფოტო

ფოტოსააგენტო Getty Images, Reuters-თან და AFP-სთან თანამშრომლობის შედეგად 2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეულ ფოტოს გვთავაზობთ. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ტრავმა “დენვერთან” მატჩში (ვიდეო)

26 დეკემბერს, NBA-ში “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “დენვერ ნაგეთსი” 121:108 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისა “კლიპერსის”...
წაკითხვა
კალათბურთი

ცნობილია – როგორია გოგა ბითაძის ანაზღაურება კონტრაქტის გახანგძლივების შემდეგ?

“ინდიანა პეისერსმა” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგძლივა. 21 წლის ცენტრი ამჟამად ტრავმირებულია, […...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი რეკორდი ამერიკაში (ვიდეო)

სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი პირადი რეკორდი დაამყარა. “სეტონ ჰოლის” ქართველმა ფორვარდმა ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი, მაიკლ დიქსონი კარიერას საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელებს. 30 წლის ამერიკელი სუპერლიგის კლუბ [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ეს გამარჯვება იყო საქართველოსთვის”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ შვეიცარიასთან გამარჯვების (91:84) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ძალიან რთული...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ვამაყობ ჩემი გუნდით”

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ეტაპზე, ფინეთთან გამარჯვების (91:85) შემდეგ კომენტარი გააკეთა. [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

სურპრიზი გიორგი შერმადინს – ქართველი კალათბურთელი კვლავაც საუკეთესოა! (ვიდეო)

“ტენერიფეს” კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველ კალათბურთელს კუთვნი...
წაკითხვა
კალათბურთი

“უსამართლოდ მომექცნენ! ვცდილობ, ვიყო კარგი მამა” – მაიკლ დიქსონის ემოციუ

საქართველოს ნაკრების ნაყურალიზებულმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა POSTV-ის პლატფორმის საშუალებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. 29 წლის კალათბურთელ...
წაკითხვა
კალათბურთი

ლოს-ანჯელესის ქუჩებში კობის სახელს სკანდირებენ (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. “ლეიკერსის” კალათბურთელებმა, ენტონი დეი...
წაკითხვა
კალათბურთი

ენტონი დეივისმა ჩემპიონობა კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, ენტონი დეივისმა ეს გამარჯვება [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” ჩემპიონია, ლებრონ ჯეიმსი – MVP

“ლოს-ანჯეეს ლეიკერსმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020 წლის გათამაშებაში იმარჯვა. ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ყველაფერი დამთავ...
წაკითხვა