„სოხუმმა“ ბრძოლაში „დინამოს“ აჯობა
დღეს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები შედგა.
ყველაზე დიდ ინტერესს ბოლო შეხვედრა იწვევდა, რომელშიც ერთამანეთს „სოხუმი“ და „დინამო“ შეხვდნენ. მატჩმა მოლოდინი გაამართლა, რაც ანგარიშზეც აისახა – სოხუმელებმა 4 ქულით – 66:62 გაუიმარჯვეს.
სათქმელია, რომ მატჩი გუნდებმა დაბალი შედეგით დაიწყეს და ქულების დაგროვება მხოლოდ პირველი მეოთხედის შუაში შეძლეს. შედეგად, პირველი ათი წუთი „სოხუმმა“ 23:18 მოიგო. მეორე მეოთხედში ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა თავისი უპირატესობა კიდევ ორი ქულით გაზარდა და დიდი შესვენების შვიდქულიანი უპირატესობით, 38:31 იგებდა. სიტუაცია „დინამოელებმა“ მესამე მეოთხედში გამოასწორეს, რომელშიც სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს, რაც ბოლო ათ წუთში საინტერესო თამაშის წინაპირობა უნდა ყოფილიყო, თუმცა „სოხუმმა“ უპირატესობა შეინარჩნა და „დინამოს“ გამარჯვების საშუალება არ მისცა. სათქმელია, რომ ხოშტარიას გუნდს ბოლო წუთზე ანგარიშს გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ თავისი შანსის გამოყენება ვერ შეძლო.
შეხვედრაში გამორჩეული „სოხუმის“ ლეგიონერი ფილიპ მილერი იყო, რომელმაც 25 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა. „დინამოდან“ 16 ქულით, 5 მოხსნითა და 1 პასით გიორგი შარაბიძე გამოირჩა, მასზე ქულით ნაკლები მიხეილ ბერიშვილმა დააგროვა, რომელმაც, სამაგიეროდ, 10 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
იხილეთ მატჩის სრული სტატისტიკა
სხვა მატჩების შედეგები:
„აკადემია“ – „ბათუმი“ 56:72
„მგზავრები“ – „რუსთავი“ 76:85
„ქუთაისი“ – „ოლიმპი“ 71:64