სოხუმმა რუსთავი ლეგიონერების გარეშე დაამარცხა

თარიღი: თებერვალი 15, 2014

სუპერლიგის მეორე წრის მესამე ტური დასრულდა. დასკვნით მატჩში ერთმანეთს “სოხუმი” და “რუსთავი” დაუპირისპირდნენ. პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრისას ფავორიტი უპირობოდ “სოხუმი” იქნებოდა, თუმცა რაც გუნდში ფინანსური პრობლემებია, სოხუმელები ლეგიონერების გარეშე თამაშობენ და შესაძლებლობებიც შეეკვეცათ.

“რუსთავსაც” დააკლდა 2 ძლიერი მოთამაშე, მაგრამ ოთარ ხმელიძის გუნდი პირველ წრესთან შედარებით გაცილებით უკეთ და გუნდურად თამაშობს. დღევანდელ მატჩში რუსთაველები მესამე პერიოდამდე ლიდერობდნენ – რაც მალხაზ აბაიშვილის სამქულიანებისა და ლევან ხმელიძის სწრაფი გარღვევების დამსახურება იყო.

მეორე ტაიმიდან სოხუმელები ზონურ დაცვაზე გადაერთნენ და შედეგიც მოიმკეს. სტუმრებს ფარზე მისასვლელი გზები შეეეზღუდათ, ხოლო შორიდან წარმატებით ვეღარ ისროდნენ. სოხუმელებმა კი ანგარიში გაათანაბრეს – ირაკლი ჩლაიძე და ვახტანგ ქადარია, რომლებსაც პასებით უხვად ამარაგებდა რატი ბააკაშვილი, რუსთაველთა კალათს შედეგიანად უტევდნენ, რამაც “სოხუმს” პერიოდი 24:11 მოაგებინა და ბოლო ათწუთეულის წინ 8 ქულით დააწინაურა.

გადამწყვეტ მეოთხედში სოხუმელებმა მოპოვებული ლიდერობა აღარ დათმეს. რუსთაველები ეცადნენ, მაგრამ თამაშის ეშხში შესულ სოხუმელებს ვეღარ წამოეწივნენ და მე-8 დამარცხება განიცადეს – 65:79.

“სოხუმში” 25 ქულითა და 7 პასით საუკეთესო შედეგი ირაკლი ჩლაიძემ დააფიქსირა. 18 ქულა-11 მოხსნა ჰქონდა ქადარიას, რატი ბააკაშვილის ანგარიშზე კი 10 ქულასთან ერთად 7 პასიც დაგროვდა. ქვემოქართლელთა გუნდში 18 ქულით ქაქუცა აბაიშვილი გამოირჩა, 17 ქულა დააგროვა ლევან ხმელიძემ, გიორგი ყველაშვილმა კი მწირ 3 ქულას ბლომად მოხსნები (19) მოაყოლა.

სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 21 და 22 თებერვალს, რუსთავში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.

 სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): დიდი მადლობა რუსთავის გუნდს, წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ თანაბარი შანსები გვქონდა. მართლაც საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ჩვენს გუნდს უჭირს იმ პრობლემების გადალახვა, რაც დღეს გუნდშია, მაგრამ იმედია, ყველაფერი გამოსწორდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კლუბის პრეზიდენტს, მინდია გულუას, რომ დროა გუნდს მიხედოს. მადლობას ვეტყვი ჩვენს ბიჭებს, რომლებიც ასეთ პირობებში ბოლომდე იბრძვიან და მაინც თამაშობენ.

ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ ,,სოხუმს’’ გამარჯვებას. მინდა აღვიშნო, რომ ჩვენს გუნდშიც არაერთი პრობლემაა. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ნორმალურად დავიწყეთ, თუმცა ,,სოხუმმა’’ ზონური დაცვის მეშვეობით გვაჯობა, ავირიეთ, სროლები არც გარედან წაგვივიდა და არც შიგნიდან და თამაშის შემობრუნება ვერ მოვახერხეთ.  მინდა გავამხნევო სოხუმი, იყო პერიოდი, როცა ჩვენ 11 თვე არ აგვიღია ხელფასი, თუმცა არ გავტყდით. ისინიც ასე იქცევიან, ბოლომდე სცემენ გუნდს პატივს, უყვართ თავიანთი გუნდი და ის, რასაც ეს ბიჭები აკეთებენ, გმირობის ტოლფასია. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, მათი პრობლემები მოგვარდება და ყველაფერი კარგად იქნება.

რატი ბააკაშვილი(,,სოხუმი’’): მინდა მადლობა ვუთხრა ,,რუსთავს’’ და აღვნიშნო, რომ როგორი შემადგენლობითაც არ უნდა გამოდიოდნენ, ეს გუნდი ყოველთვის მებრძოლი და ანგარიშგასაწევი მეტოქეა. რაც შეგვეხება ჩვენ, ბიჭებს უკვე გვეუხერხეულება ერთსა და იმავეზე ხუთი თვის განმავლობაში საუბარი. უნდა ვთქვა, რომ მწვრთნელიც და თითოეულ მოთამაშეც ბოლომდე ვიბრძვით და სათამაშოდ გამოვდივართ იმის გამო, რომ ფორმაზე იმ ქალაქის სახელი გვაწერია, რომელიც თოთეულ ჩვენგანს სტკივა. ეს გვაერთიანებს და ამ პრობლემების მიუხედავად ვთამაშობთ და გულშემატკივარს ჩვენი გუნდი ახსენებს იმ მხარეს, რომელიც მთელი ქვეყნის ტკივილია. მოვუწოდებ მინდია გულუას, ან მალევე მოაგვაროს არსებული ფინანსური პრობლემები, ან ის მაინც გვითხრას, რომ გუნდს ვეღარ დააფინანსებს და შევეცდებით, ალტერნატიული საშუალებები მოვძებნოთ.  სირცხვილია დღეს ასეთ პირობებში ყოფნა. ბიჭები მაინც გავაგრძელებთ თამაშს და ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ.

superleague.ge



მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან გავარდა

დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – “ტიტები”. ორივეგან […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას აღიარება: “რუსეთში არ უნდა წავსულიყავი”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ Gazzeta.gr-სთან ცსკა-დან წამოსვლის შესახებ ისაუბრა. “ყველა ფიქრობს, რომ რთული გადაწყვეტილება [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბარსელონა” თორნიკე შენგელიას საოცარ პირობებს სთავაზობს

ჯერ კიდევ 9 მარტს დავწერეთ, რომ თორნიკე შენგელია კატალონიის “ბარსელონას” შეუთანხმდა და სწორედ ამიტომ გააფორმა […]...
წაკითხვა