სტერლინგმა „კლიპერსის“ გაყიდვა იუარა და სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა
„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მფლობელმა დონალდ სტერლინგმა თავისი გადაწყვიტილება შეცვალა. „ESPN Los Angeles“-ის ცნობით, 80 წლის მილიარდერი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასა და კომისიის ხელმძღვანელ ადამ სილვერს სასამართლოში უჩივლებს. როგორც ცნობილია, სტერლინგი ლიგას ერთ მილიარდ დოლარსა და სტივ ბალმერისთვის კლუბის ორ მილიონად გაყიდვის დოკუმენტის უარყოფას მოსთხოვს.
შეგახსენებთ, რომ ლიგამ „კლიპერსის“ გაყიდვაზე ზრუნვა სტერლინგის მხრიდან რასობრივი დისკრიმინაციის შემდეგ დაიწყო. გასულ კვირას კი, ლიგამ დაადასტურა, რომ სტერლინგის მეუღლე შილიმ ორ მილიარდ დოლარად კლუბი „მაიკროსოფტის“ დირექტორს სტივ ბალმერის მიჰყიდა.
„გადავიწყვიტე, რომ ჩემი უფლებისთვის ვიბრძოლო. მჯერა, რომ პირადი ცხოვრებისა და ჩემს მფლობელობაში მყოფი კლუბის დამოუკიდებლად მართვის უფლება მაქვს.
„კლიპერსის“ გაყიდვა თავიდანვე არ მსურდა. ვფიქრობ, ადამ სილვერი კანონს არღვევდა, როდესაც კლუბის გაყიდვას მაიძულებდა და ამავდროულად დამაჯარიმა და დისკვალიფიკაცია გამომიწერა. ეს ყველაფერი სწრაფად, ყოველგვარი გამოძიების გარეშე მოხდა. სილვერისა და ლიგის მხრიდან მსგავსი მოქმედება ჩემი ულებების დარღვევად მიმაჩნია“, – განაცხადა ბიზნესმენმა.
ალექსანდრე მატევოსოვი