სტივ კერიმ კაპიტოლიუმში შეჭრილ აქტივისტებს ტერორისტები უწოდა
ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს “გოლდენ სტეიტ უორიორსის” მთავარი მწვრთნელი, სტივ კერი, გამოეხმაურა. როგორც იცით, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები, რომლებიც არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებენ, კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.
“დღე იმაზე ფიქრით დავიწყე, თუ როგორ უნდა გვეთამაშა ლუი უილიამსის წინააღმდეგ ისე, რომ ჯარიმები არ აგვეღო. თუმცა, როგორც კი ტელევიზორი ჩავრთე, გავიგე, რომ ამაზე მნიშვნელოვანი რაღაც ხდებოდა.
საზარელი სანახავი იყო ეს სცენები. თუმცაეს გვახსენებდა იმას, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სიმართლეს. ამაზე წლებია ვსაუბრობთ. სიმართლე ჩვენ ქვეყანაში ფასობს. თუ ჩვენ ტყუილს გავრცელებისა და ხალხის მართვის საშუალებას მივცემთ, ასეთი რამ მოხდება.
უცაბედად მილიონობით ადამიანმა დაიწყო არჩევნების შედეგების გაპროტესტება. არჩევნების, რომელიც ყველა შტატმა ლეგიტიმურად სცნო. 7-8 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა ბაიდენს, ვიდრე ტრამპს.
დღეს ამ ქვეყანაში ორი დიდი კითხვაა. რა უნდა გავაკეთოთ პროტესტანტებთან, უკაცრავად, არა პროტესტანტებთან, არამედ ტერორისტებთან მიმართებით და როგორ უნდა დავიცვათ თავი ლუი უილიამსისაგან,” – აცხადებს სტივ კერი.
“This is who we are. You reap what you sow.”
Steve Kerr goes off after the Capitol building riots 🗣
— ClutchPoints (@ClutchPointsApp) January 7, 2021