სუპერლიგის მზარდი არბიტრი და ფიბა-ს კომისრის შეფასება

თარიღი: თებერვალი 18, 2014

საქართველო მსაჯების სიმრავლით განებივრებული ნამდვილად არ არის, თუმცა 5 მათგანი ფიბა-ს ლიცენზიის მქონეა, რომლებსაც სისტემატიურად უწევთ საერთაშორისო ასპარეზზე მსაჯობა. მათ რიცხვს მომავალში სავარაუდოდ კიდევ ერთი არბირტი – მიხეილ ვართანოვი შეემატება, რომელიც 22 წლის დღეს გახდა, თუმცა საქართველოს სუპერლიგაში მსაჯობის საკმარისი გამოცდილება აქვს. ვართანოვი თებერვლის დასაწყისში თურქეთის ქალაქ საქარიაში 16-წამდელთა საერთაშორისო ტურნირზე იმყოფებოდა, რომელშიც 15 ნაკრებთან ერთად საქართველოც მონაწილეობდა. აღნიშნულ ტურნირზე ფიბა-ევროპამ სხვადასხვა ქვეყნებიდან მიიწვია ახალგაზრდა ეროვნული კატეგორიის მსაჯები, რომელთაც აქვთ სამომავლოდ ფიბა-ს არბიტრობის პოტენციალი. როგორ გაემგზავრა თურქეთში და რა გამოცდილება მიიღო საერთაშორისო ტურნირზე – გვესაუბრება მიხეილ ვართანოვი.

 

 თურქულ ტურნირზე გამგზავრება ვისი ინიციატივით მოხდა?

         როგორც იცით, თურქულ ტურნირზე საქართველოც ასპარეზობდა და როგორც წესი, თითოეული მონაწილე ქვეყნიდან პერსპექტიული მსაჯები იყვნენ მიწვეულნი. ჩემი ხელმძღვანელებისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით, აღნიშნულ ტურნირზე გამგზავრება მოვახერხე.

         როგორი იყო თურქეთში მსაჯების განრიგი?

         დილით, 9 საათზე იწყებოდა სემინარები, რომელიც 11-ის ნახევრამდე გრძელდებოდა. შემდეგ იყო 15-წუთიანი შესვენება და უკვე პრაქტიკულ საქმიანობაზე გადავდიოდით და განვიხილავდით კონკრეტულ თემას, მაგალითად, მსაჯთა სამკაციანი ბრიგადის მექანიკას.

         რა დონის არბიტრები იყვნენ, ვისთან ერთად გიწევდა მსაჯობა?

         საკმაოდ გამოცდილი მსაჯები იყვნენ, რომელთა საშუალო ასაკი 30 წელი იყო. ყველაზე ახალგაზრდა მე ვიყავი.

         რამდენი მატჩი იმსაჯე და რამდენად კმაყოფილი ხარ?

         6 მატჩს მოვემსახურე და მთლიანობაში უკმაყოფილო არ ვარ, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ საკუთარ თავზე ბევრი მაქვს სამუშაო.

         ვიცით, რომ ფიბა-ს ლიცენზიის მიღება გსურს. რას აკეთებ საიმისოდ, რომ გახდე ფიბა-ს მსაჯი?

         საკუთარ თავზე ვმუშაობ, ვესწრები საქართველოში გამართულ სემინარებს და თუკი უცხოეთში წასვლის შანსია, ვიყენებ. თურქეთში მიღებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ვეცდები, კიდევ უფრო მეტი ვისწავლო და როგორც მსაჯი, დავიხვეწო.

         რატომ გადაწყვიტე ადრიან ასაკში მსაჯობის დაწყება? 

         კალათბურთი ძალიან მიყვარს და ბავშვობიდან ვთამაშობ. თუმცა კარიერა 20-წლამდელთა ჩემპიონატში დავასრულე, ჯანმრთელობის და სხვდასხვა მიზეზების გამო. ჩემი მწვრთნელი და მეგობარი დავით ბერიშვილი, ასევე “მაკაბის” მწვრთნელი ალექსანდრე ფერიაშვილი რჩვას მაძლევდნენ, რომ დავრჩნილიყავი კალათბურთში, როგორც მსაჯი. ქუთაისში გვქნდა თამაში და იქ გავიცანი ვეტერანი კალათბურთელი, ბატონი ანტონ კაზანჯიანი, რომელთან გასაუბრების შემდეგ, 2 თვეში დავიწყე მსაჯობა და მას შემდეგ ვემსახურები ქართულ კალათბურთს. ასევე დიდი მადლობა ჩემს ინსტრუქტორ მაკა კუპატაძეს, რომელმაც დიდი გამოცდილება გამიზიარა და დღემდე მეხმარება.

         გაიხსენე შენი პირველი სუპერლიგის მატჩი. ხომ არ ნერვიულობდი და როგორ იმსაჯე?

         მსაჯობის დაწყებიდან 5 თვეში ახალი სეზონი იწყებოდა და სუპერლიგის თამაშზე  დამნიშნეს. რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, დრო დაჭირდა ყველაფერს, მაგრამ ჩემი კოლეგების დახმარებით ეს ბარიერი გადავლახე.

         თავიდან ალბათ არაერთი პრობლემა შეგხვდა და ამის გამო მსაჯობისთვის თავის დანებება ხომ არ გიფიქრია?

         მსაჯობა რომ გადავწყვიტე, ვიცოდი, რა საქმესაც ვკიდებდი ხელს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილი მქონდა, ამ პროფესიის ბოლომდე შესწავლა და საკუთარი თავის განვითარება. მსაჯობისთვის თავის დანებებაზე არასდროს მიფიქრია და არც ვიფიქრებ.

         როგორ შეაფასებ საქართელოში მსაჯების მიმართ მოთამაშეების, გულშემატკივრების დამოკიდებულებას?

         მესამე წელია, ვმსაჯობ და მოთამაშეების ცუდი დამოკიდებულება არ მინახავს. ეს სპორტია, სადაც აზარტი და დაძაბულობა ჩვეულებრივი ამბავია და ბუნებრივია, ასეთ დროს პრეტენზიებიც არის ცხელ გულზე. უბრალოდ, საჭიროა, საურთიერთო ენის გამონახვა. გულშემატკივრებს რაც შეეხებათ, ყოველთვის იქნება კმაყოფილი და უკმაყოფილო, ერთი გუნდი იგებს, მეორე აგებს, ეს ლოგიკურია.

         რას გეგმავ მომავალში, რომ სამსაჯო დონე აიმაღლო?

         ფიბა-ს მსაჯებზე ასაკობრივი ცენზი აქვს დაწესებული. შესაბამისად, ზუსტად 3 წელი მაქვს დრო ფიბა-ს გამოცდებამდე და ვეცდები, ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენო, საკუთარ თავზე ვიმუშაო და არ გამოვაკლდე არც ერთ სამსაჯო სემინარს, რომელზე დასწრების შანსიც მომეცემა. გასულ წელს საქართველოში ჩამოსული იყო ფიბა-ს მსაჯთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი რიჩარდ სტოკსი, რომელმაც ძალიან სასარგებლო, 3-დღიანი სემინარი ჩაგვიტარა. იგივე სემინარი თბილისში წელსაც ჩატარდება და ეს ჩემთვის და ზოგადად ქართველი მსაჯებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ფიბა-ევროპის ეროვნული კატეგორიის არბიტრების სემინარის დასკვნით ფაზას დაესწრო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ფიბა-სთან და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის დირექტორი, ფიბა-ს კომისარი მერაბ რატიშვილი:

         ფიბა-ს მიწვევით სემინარის და ტურნირის დასკვნით ეტაპს დავესწარი და ფიბა-ს ინსტრუქტორების ასისტენტის სტატუსით მონაწილეობა მივიღე აღნიშნული სემინარის მუშაობაში…

         წლეულს ფიბა-ევროპამ თავის ეგიდით პირველად გამართა სემინარი ეროვნული კატეგორიის არბიტრებისთვის, რაც მისასალმებელი მოვლენაა. მსაჯები ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ფიბა-ს გამოცდილი და უმაღლესი კლასის ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ და მათი მითითებით ხვეწდნენ ბევრ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან სამსაჯო ელემენტს…

         შემიძლია, ვთქვა, რომ ამ ეტაპზე მე კმაყოფილი ვარ მიხეილ ვართანოვის მომზადების დონით და, რაც ყველაზე მთავარია, მისი საქმისადმი დამოკიდებულებით. ძალიან ახალგაზრდული ასაკის  მიუხედავად, მიშა სწორი მიმართულებით პროგრესირებს. ამ სემინარზე მან მაქსიმალურად გაითვალისწინა ინსტრუქტორთა შენიშვნები და რეკომენდაციები, იყო აქტიური მატჩისშემდგომ დისკუსიებზეც.

         ვართანოვს კიდევ წინ აქვს 3 წელიწადი, სანამ მოუწევს ფიბა-ს არბიტრობაზე გამოცდის ჩაბარება (მსაჯს 25 წლის ასაკამდე არ აქვს უფლება გახდეს ფიბა-ს არბიტრი). მას ბევრი აქვს სასწავლი, მოუწევს მძიმე შრომა, თუმცა, თუკი მან შეინარჩუნა ახლანდელი განვითარების და პროგრესის დონე, დარწმუნებული ვარ, ფიბა-ს არბიტრობის გამოცდებს იგი სრულიად მომზადებული შეხვდება. ამისთვის, კიდევ ვიმეორებ, საჭიროა ყოველდღიური შრომა და უწყვეტი განვითარება.

         ფიბა-ევროპა მომვალშიც გეგმავს მზარდი ეროვნული კატეგორიის არბიტრების სემინარებს. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ქართველ მსაჯებს მუდმივად ექნებათ საერთაშორისო დონეზე სწავლის და გამოცდილების მიღების საშუალება. მთავარია მათი სურვილი და მონდომება, ხოლო დანარჩენი, ფიბა-ევროპის ერთ-ერთი სლოგანისა არ იყოს: “თქვენ გვაჩვენეთ მსაჯობის სურვილი, ხოლო კარგ მსაჯობას ჩვენ გასწავლით”.

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერი: “ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთი უნდა ითამაშონ”

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” მწვთნელი, სტივ კერი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთის სკოლა უნდა გაიარონ, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
კალათბურთი

“სან ხოსეს” მიმართვა “გოლდენ სტეიტს” და ზაზა ფაჩულიას პასუხი (ვიდე

ამერიკული საფეხბურთო კლუბის, “სან ხოსე ერთქვეიქსის” ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

სამწუხარო ამბავი – გოგა ბითაძე “დეტროიტ პისტონსთან” მატჩს გამოტოვებს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე დღეს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ინდიანას” ოფი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის პირადი რეკორდი NBA-ში – 13 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღო და 121:106 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში “ინდიანა...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები გოგა ბითაძის თამაშს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმ

4 ნოემბერს, გოგა ბითაძემ NBA-ს მატჩში, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. გოგას “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რატომ იზრდის გოგა ბითაძე წვერს? – ქართველი კალათბურთელის სახალისო პასუხი ჟურნალისტს

ამერიკელი ჟურნალისტი ტონი ისტი სოციალურ ქსელში გოგა ბითაძესთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. მან “კლივლენდ კავალიერსსა” […...
წაკითხვა
კალათბურთი

“თუ არ სურთ, რომ ვინმეს დავეხმარო, არავის დავეხმარები” – რა უთხრეს ბითაძ

2 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” 102:95 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა წარმატებული ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ ოლადიპოს რეაქცია გოგა ბითაძის სამქულიანზე (ვიდეო)

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი – 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება “კლივლენდის

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სადებიუტო მატჩი და ქულები NBA-ში (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ NBA-ში პირველი მატჩი ჩაატარა. 20 წლის მოთამაშის დებიუტი “კლივლენდ კავალიერსის” […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს სუპერლიგიდან NBA-ში – მარკ ოგდენი “ატლანტაში” გადავიდა

“ატლანტა ჰოუქსმა” საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელი, ფორვარდი მარკ ოგდენი დაიმატა. ოგდენი ბოლო 2 წელიწადი “ოლიმპში”...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე დებიუტი “ინდიანა პეისერსში” (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსში” გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. ქართველმა ცენტრმა მოსამზადებელ ეტაპზე “მინესოტას” წინააღმდეგ პარკეტზე 24 წუთი ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სიმღერამ თანაგუნდელები და ქომაგები გაახალისა (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს გუნდის Rookie Challenge-ში მოუწია მონაწილეობის მიღება. გოგამ კრისტინა აგილერას [&he...
წაკითხვა