სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი ერთი საათით შეწყდა
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი ბოლო ტურის პირველი მატჩი სპორტკომპლექს არენაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. თბილისის “ოლიმპისა” -“ბათუმის” შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, თუმცა შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რისი მიზეზებიც სპორტული არ ყოფილა.
საქმე იმაში, რომ “არენას” ტაბლო პირველივე წუთებიდან გაუმართავად მუშაობდა და ანგარიშთან ერთად ხშირ შემთხვევაში არასწორ დროს აჩვენებდა, რის გამოც მატჩის ნორმალურად წარმართვა შეუაძლებელი იყო, თუმცა პირველი ორი მეოთხედის ჩატარება ასე თუ ისე მოხერხდა.
შესვენების დროს ტაბლოს გასწორების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და ბათუმელებმაც, რომლებიც ამ პერიოდისთვის 50:36 აგებდნენ თამაშზე უარი განაცხადეს. დებულების თანახმად ამ შემთხვეაში მასპინძლებს ტექნიკური მარცხი, 0:20 ჩაეთველბოდათ. ბუნებრივია, რომ “ბათუმელთა” აღნიშნული გადაწვყეტილება “ოლიმპის” მხარემ დააპროტესტა. კამათი დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა რა დროშიც დარბაზში ახალი ტაბლო მოიტანეს და მატჩიც გაგრძელდა.
მესამე პერიოდში “ბათუმელებმა” შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნეს, როდესაც სხვაობა 10 ქულამდე შეამცირეს, თუმცა შემდეგ დაცვაში სუსტად ითამაშეს, ლიდერები პერსონალური ჯარიმების გამო დაკარგეს და საბოლოოდ 98:69 დამარცხდნენ, რამაც “ოლიმპი” სატურნირო ცხრილში “ბათუმი” გადასწრების საშუალება მისცა.