სუპერმატჩი! ორი ოვერტაიმის შემდეგ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და ავსტრალიის ნაკრებების მონაწილეობით წარმოუდგენლად დაძაბული გამოდგა.
სანამ უშუალოდ მატჩს შევეხებოდეთ, შეგახსენებთ, რომ ესპანელებმა მეოთხედფინალში პოლონეთის ნაკრები დაამარცხეს (90-78), ხოლო ავსტრალიელებმა ჩეხეთის რესპუბლიკის გუნდს მოუგეს (82-70).
მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლოსკენ ავსტრალიელებმა მცირე უპირატესობის მოპოვება შეძლეს, რაც 5 ქულაში გამოსახებოდა. მესამე მეოთხედი ესპანელებმა ერთი ქულით მოიგეს, ხოლო ბოლო – 4 ქულით.
შედეგად მივიღეთ ოვერტაიმი, რომელშიც ავსტრალიელების უპირატესობა იგრძნობოდა, თუმცა სერხიო ლულისა და მარკ გასოლის ბრწყინვალე თამაშის წყალობით ანგარიში გათანაბრდა (9-9) და მივიღეთ მეორე ოვერტაიმი, სადაც ავსტრალია ფსიქოლოგიურად გატყდა.
ასე რომ, სკარიოლოს ბიჭებმა 95-88 იმარჯვეს და ფინალში საფრანგეთი-არგენტინის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მარკ გასოლი გახდა 33 ქულით, 6 მოხსნით, 4 პასით და ორი დაფარებით. ავსტრალიელების მხრიდან კი ნიკ კეი გამოირჩა 18 ქულითა და 11 მოხსნით..