თურქმა ფეხბურთელმა მალდივიზე დასასვენებლად ავადმყოფობა მოიმიზეზა და მატჩი გააცდინა (ფოტო)

თურქი ფეხბურთელი “შატალოზე” წავიდა. “გალათასარაის” მცველმა სერდარ აზიზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და კლუბის ხელმძღვანელობას სატელეფონო კავშირით ამცნო, რომ “სივასპორთან” გასამართ მატჩზე ვერ გამოცხადდებოდა.

სინამდვილეში აზიზი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, თუმცა ფეხბურთელს მეუღლის გაფრთხილება დაავიწყდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

კლუბში სერდარ აზიზის საქციელით ძალზედ აღშფოთებულან და მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მიუღიათ სანქცია – “გალათასარაიმ” 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

უნაი ემერის “არსენალში” ბანეგას ხილვა სურს

ლონდონის “არსენლმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, “სევილიადან” ევერ ბანეგა გადმოიბაროს.

“თოქსპორტის” ცნობით, “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის ძალიან სურს საკუთარ გუნდში არგენტინელი ფეხბურთელის ხილვა, რომელსაც “ვალენსიასა” და “სევილიაში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

ლონდონელები ევერ ბანეგას ტრანსფერის გაჩარხვას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდნენ, თუმცა მაშინ გარიგება ჩაიშალა. 30 წლის ნახევარმცველის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.

ევერ ბანეგამ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინაში დაბრუნდეს

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინის ჩემპიონატში დაბრუნდეს. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელით ჩერნიგოვის “დესნა” გახლავთ დაინტერესებული, რომელიც ზამთარში გუნდის გაძლიერებას აპირებს.

გიორგი არაბიძემ პროფესიული კარიერა თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 33 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და რამდენიმე უცხოური კლუბის ყურადღება მიიპყრო. არაბიძემ 2015 წელს კარიერა დონეცკის “შახტარში” გააგრძელა, თუმცა უკრაინული კლუბის მთავარ გუნდში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. 2017 წელს არაბიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. მას “ჯვაროსანთა” რიგებში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში სამი ბურთი აქვს გატანილი.

2018 წლის ზაფხულში გიორგი არაბიძე “შახტარიდან” პორტუგალიურ “ნასიონალში” გადაბარგდა”, თუმცა პირინეის ნახევარკუნზულზე ქართველმა ფეხბურთელმა ფეხი ვერ მოიკიდა. მას მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

“დესნას” უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიცია უკავია.

მესიმ რონალდუს უპასუხა: “ახალი გამოწვევებისთვის ლიგის შეცვლა არ მჭირდება”

რამდენიმე კვირის წინ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის სერია A-ში ლიონელ მესის გადმოსვლა ისურვა:

“კარგი იქნებოდა, თუ მესი ჩემ მსგავსად მოიქცეოდა და ახალ გამოწვევას მიიღებდა, თუმცა თუ ის “ბარსელონაში” ბედნიერია, მის არჩევანს პატივს ვცემ”.

ლეო მესიმ რონალდუს ამ მოწვევაზე კომენტარი “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:

“არანაირი ცვლილება არ მჭიდება. მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ, სადაც ახალი გამოწვევები ყოველწლიურად ჩნდება. ახალი მიზნებისთვის გუნდის ან ლიგის გამოცვლა არ მჭიდება. სახლში ვარ, საუკეთესო გუნდში ვთამაშობ და რაიმეს შეცვლის სურვილი არ მაქვს.

რონალდუსთან პრიმერადივიზიონში პაექრობა სასიამოვნო იყო. კრიშტიანუს დარი ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა. ჩვენი ორთაბრძოლა საინტერესო იყო, მაგრამ მე მოედანზეც და მოედნის მიღმაც ჩემს გუნდზე ვარ ფოკუსირებული”.

რუმენიგე: “ალონსოსგან კარგი მწვრთნელი დადგება და იმედია, ის “ბაიერნში” დაბრუნდება”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე იმედოვნებს, რომ ჩაბი ალონსო გუნდში მწვრთნელის რანგში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ნახევარმცველმა 2017 წელს პროფესიული კარიერა დაასრულა და ბავარიული გუნდი დატოვა. დღესდღეობით ის მადრიდის “რეალის” ბავშვთა გუნდს წვრთნის.

“მინდა, რომ ოდესღაც ჩაბი ალონსო “ბაიერნში” დაბრუნდეს. დღეს ის მწვრთნელის რანგში ვითარდება. ვფიქრობ, რომ მისგან კარგი სპეციალისტი დადგება. ალონსო ბუნებრივი ავტორიტეტით გამოირჩევა და კარიერის განმავლობაში საუკეთესო მწვრთნელებთან მოუწია მუშაობა”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს “კიკერი”.

ჩაბი ალონსო მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას 2014-დან 2017 წლამდე იცავდა.

ჩაბი ალონსომ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო

ესპანეთის ნაკრების ლეგენდამ, ჩაბი ალონსომ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო.

მადრიდის “რეალის”, “ლივერპულის”, მიუნხენის “ბაიერნის” და “რეალ სოსიედადის” ყოფილმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ ფეხბურთში მწვრთნელის რანგში დაბრუნდეს და მან “ადიდასთან” ერთად მოყვარული ფეხბურთელები შეკრიბა.

მოთამაშეები ინგლისიდან, იტალიიდან, ესპანეთიდა, მექსიკიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან იქნებიან. ამ გუნდის სახელი კი, “ტანგო სქუადი” იქნება.

16 ოქტომბიდან, ჩაბი ალონსოსა და “ადიდასის” დახმარებით, ეს გუნდი შეეცდება მსოფლიო საფებურთო სამყაროში თავიანთი ადგილი დაიმკვიდრონ.

“ლაციოს” ხაბი ალონსო ესაჭიროება

შესაძლოა, ესპანელმა ნახევარმცველმა კარიერა იტალიაში გააგრძელოს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, “ლაციო” განსაკუთრებით აკივრდება 33 წლის გამოცდილ ფეხბურთელს. ისინი თვლიან, რომ მისი გამოცდილება რომაულ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლაში დაეხმარებათ.

ესპანელი გერმანიაში ერთი წლის წინ გადავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ ხაბის “ბაიერნთან” 2016 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ “რეკორდმეისტერებმა” იგი დაიტოვონ.

აღსანიშნავია, რომ “არწივებს” ალონსოს გადაბირება ასევე იმიტომ სურთ, რომ მათ ნახევარმცველებზე, ფილიპე ანდერსონზე და ლუკას ბილიაზე დიდი მოთხოვნაა.

ალონსო: „საკუთარი ძალების გვჯერა“

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ხაბი ალონსომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი გუნდის შანსები შეაფასა.

„ჰოლანდიასთან წაგებული მატჩი ზოგადად გუნდის პრობლემაა. ან ბარგის ჩალაგება მოგვიწევს, ან ბოლომდე ბრძოლა. საკუთარი შეცდომები კარგად გვახსოვს და ვიცით, თუ რა არის საჭირო თამაშის გამოსასწორებლად.

უნდა დაგვავიწყდეს ის, თუ რას მივაღწიეთ ბოლო ექვს წელიწადში. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, როგორშიც წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავით. განსხვავება მხოლოდ იმასი მდმარეობს, რომ ახლა მეტი გოლის გატანა მოგვიწევს.

საკუთარი ძალების გვჯერა. ჩილესთან მატჩში ყველაფრის გამოსწორების შანსი გვეძლევა“, – განაცხადა ალონსომ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხაბი ალონსოს ილარამენდი შეცვლის

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში დისკვალიფიცირებულ ხაბი ალონსოს ილარამენდი შეცვლის.

„ჩვენთვის პრიორიტეტული ვარიანტი ილარამენდია, რადგან იგი იმავე პოზიციაზე თამაშობს, რომელზეც ალონსო.

ჩვენ იგი სწორედ ამისთვის დავიმატეთ. ამ მოთამაშისადმი ჩემი დადებითი დამოკიდებულება არ შეცვლილა“, – განაცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ხაბი ალონსო: „ელ კლასიკო გადამწყვეტი მატჩი არ არის“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ხაბი ალონსომ „მალაგასთან“ მოგებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და „ბარსელონასთან“ მოახლოებულ მატჩსაც შეეხო.

„მალაგას“ წინააღმდეგ თამაში გაგვიჭირდა. მეტოქის ნახევარზე გადასვლა განსაკუთრებით მეორე ტაიმში გვიჭირდა, უნდა გადავსულიყავით იმ ადგილას, სადაც მეტოქე გუნდის მოთამაშეთა მხრიდან მუდმივი პრესინგი იყო.

კარგია, რომ მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ. წინ ელ კლასიკო გველის. ეს მნიშვნელოვანი თამაშია, თუმცა, არაგადამწყვეტი.

ჩვენი გუნდი კარგად მუშაობს და კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელის გამოყოფა ამჟამად რთულია“, – განაცხადა „ბლანკოსის“ შუახაზელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ალონსო „რეალს“ დატოვებს

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ხაბი ალონსო მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

მოქმედი ხელშეკრულება მხარეებს 2014 წლის 30 ივნისამდე აკავშირებთ.

როგორც ჩანს, ესპანეთის ნაკრების შუახაზელს კლუბისა და გარემოს შეცვლა სურს. პირველი იანვრიდან მას სხვა კლუბში გადავლასთან დაკავრებით მოლაპარაკებების დაწყება შეუძლია.

არაოფიციალური ინფორმაციით, მოთამაშის აგენტი ინიაკი იბანიესი „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელებს მისი კლიენტისთვის ხელფასის გაზრდა სთხოვდა, რაზეც უარი მიიღო. რამდენიმე წყარო ცნობით, საუბარი რვა მილიონ ევროზე იყო.

ცნობისთვის, ალონსოს შეძენის სურვილი „ლივერპულის“, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „მანჩესტერ სიტისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ მენეჯერებს აქვთ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ალონსო “რეალში” რჩება

ესპანური პრესის ცნობით ხაბი ალონსო მადრიდის “რეალთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ახალ ხელშეკრულებას მალე მოაწერს ხელს. “რეალში” ფიქრობდნენ, რომ ალონსო პირველ იანვარს ელოდა, როდესაც თავისუფალი აგენტის სტატუსს, რათა სხვა კლუბების შეთავაზებებიც განეხილა. თუმცა, ალონსომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თანაც ისე, რომ ახალი კონტრაქტის ფინანსურ დეტალებზე ხელმძღვანელობასთან არც უსაუბრია.