ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ნახევარნცველ ერნანესის ტრანსფერი შეაფასა.
„სატრანსფერო კამპანია ადვილი არ გამოსულა, თუმცა ახლა კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს, რომელიც ყველა ფრონტზე ბრძოლისთვის მზადაა.
ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, თუმცა ძლიერი შემსრულებლებიც შემოგვიერთდნენ. სამწუხაროდ, მათ ტრავმები აქვთ.
ერნანესისგან ბევრ გოლს ველი. საუბარი ძალიან ძლიერ მოთამაშეზეა, რომელსაც ბრაზილიის ნაკრებში უთამაშია. „იუვენტუსთან“ ის წარმატებას მაიღწევს.
მისი დამატებით კმაყოფილი ვარ – ამ ფეხბურთელს საკმარისი ტექნიკა და გოლის გატანის უნარი აქვს. ერნანესს ასევე ჯარიმების შესრულება შეუძლია“, – განაცხადა ალეგრიმ.