ფოთის “კოლხეთს” იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში

გუშინ მილანში ფოთის ,,კოლხეთი 1913”-ის ხელმძღვანელები ცნობილ იტალიელ მწვრთნელს რობერტო ლანდის შეუთანხმდნენ, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოფრინდება და ფოთელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება.

აქტიური ფეხბურთელობისას იგი მეკარე იყო და მშობლიური “პიაჩენცას”, “მოდენას”, “რიმინისა” და “სიენას” გუნდებში უთამაშია. ასევე დაუცავს სამხრეთ აფრიკული ,,კაიზერ ჩიფსის”, კანადური ,,ვანკუვერ უაიტკეპსის” და აშშ-ს გუნდების ჩიკაგოს ,,სტინგის” და ნიუ-იორკის ,,კოსმოსის” ღირსება.

მწვრთნელობისას იგი 1998-2000 წლებში იგი სათავეში ედგა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს. ასევე, ხელმძღვანელობდა ანალოგიური ასაკის ლიტვისა და კატარის ნაკრებ გუნდებს. საკლუბო დონეზე უმუშავია უნგრეთში რუმინეთში, შოტლანდიასა და ბელგიაში. 1990 და 1994 წლების მსოფლიო ჩემპიონატებისათვის ლანდი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გუნდის მეკარეებს ამზადებდა. 2011 წელს ლიბერიული ფეხბურთის ლეგენდის, ჟორჟ ვეას რეკომდაციით დაინიშნა ამავე ქვეყნის პირველი ნაკრების მთავარ მწვრთნელად სადაც 2 წელი იმუშავა. 2014-2015 წლებში ლანდი ფიფას სამწვრთნელო პროგრამის კონსულტანტად მუშაობდა.

გუნდის ხელმძღვანელობის მიერ ახალი მთავარი მწვრთნელის წარდგენა უახლოეს დღეებშია დაგეგმილი რომლის თარიღიც სავარაუდოდ ხვალ დაზუსტდება.

“ტორპედომ” “კოლხეთს” დამაჯერებლად მოუგო (ვიდეო)

ეროვნლი ლიგის მეთვრამეტე ტურში ქუთაისის “ტორპედომ” საკუთარ მოედანზე ფოთის “კოლხეთი” მიიღო.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატებით წარიმართა. ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა სლოვაკმა ნახევარმცველმა, მარეკ ჰლინკამ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეიძინეს იმერლებმა. მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე გრიგოლ დოლიძემ ორამდე გაზარდა სხვაობა. ხოლო, 66-ეზე გიორგი ქიმაძემ საბოლოოდ ანგარიში, 3-0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ “ტორპედოს” 27 ქულა დაუგროვდა და მეხუთე ადგილზეა. რაც შეეხება “კოლხეთს”, ის 14 ქულით მერვე პოზიციას იკავებს.

 

“დინამომ” “კოლხეთს” დიდი სხვაობით მოუგო (ვიდეო)

დღეს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ფოთის კოლხეთმა დინამო თბილისს უმასპინძლა.

მატჩი ორივე გუნდმა დაბალ რიტმში დაიწყო, ამას ხელი მაღალმა სიცხემაც შეუწყო. პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს. მეშვიდე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა ზუსტი გადაცემით ბუდუ ზივზივაძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, თუმცა ბოლო მომენტში მასპინძელთა მცველმა ითამაშა ზუსტად. საპასუხოდ იაროსლავ კვასოვმა გაისროლა შორი მანძილიდან, მაგრამ არაზუსტად. მატჩის 27- ე წუთზე დინამოელებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს, მარჯვენა ფრთიდან ნიკა ნინუამ ჩააწოდა, გიორგი კუციას კი ცოტა დააკლდა და ბურთს კარგად ვერ შესწვდა. შეხვედრაში ანგარიში 32- ე წუთზე გაიხსნა. ილია მიხალიოვმა სტუმართა მცველების არაზუსტი თამაშით ისარგებლა და კოლხეთი დააწინაურა. დინამოელებმა უმატეს შეტევებს და ორიოდე წუთში ოთარ კიტეიშვილის ტექნიკურად დარტყმული სანტიმეტრებში აცდა კოლხთა კარს. თბილისელთა მასირებულ შეტევებს შედეგი საბოლოოდ 42- ე წუთზე მოჰყვა. ლაშა თოთაძემ დაახლოებით 30 მეტრიდან თავისი საფირმო საჯარიმო დარტყმით აღადგინა სტატუს ქვო და ტაიმიც 1:1 მორჩა.

მეორე ტაიმი გუნდებმა აქტიურად განაახლეს. ჯერ მასპინძლებს ჰქონდათ სწრაფი და სხიფათო შეტევა, საპასუხოდ კი ბუდუ ზივზივაძეს მართებდა ხელსაყრელი პოზიციიდან გატანა, მაგრამ ოდნავ არაზუსტად ითამაშა დინამოელთა შემტევმა. დედაქალაქელებმა სრულად მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და მორიგი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს, დასწრებაზე ზივზივაძის დარტყმული გამოდგა არაზუსტი. 59- ე წუთზე კი ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა მარცხენა ფლანგზე ტექნიკურად, მიუახლოვდა საჯარიმოს ხაზს და ძლიერი ტარყმით დინამო დააწინაურა. გოლიდან ერთ წუთში ბუდუ ზივზივაძე გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ბოლო მომენტში ვეღარ აჯობა მეტოქეს. 69- ე წუთზე დინამომ კიდევ ერთხელ აიღო მასპინძელთა კარი. ლაშა თოთაძემ ტავის ნახევრიდან ზუსტი გადაცემით ლევან ხარაბაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა, ხარაბაძემაც ზუსტად ითამაშა და დინამო კიდევ უფრო დააწინაურა. 76- ე წუთზე მასპინძლებმა შეძლეს ერთი ბურთის გაქვითვა. ზუსტად იაროსლავ კვასოვმა ითამაშა. დინამოელების შეტევები გაგრძელდა და ორი რეალური საგოლე მომენტი ვერ იქნა გამოყენებული. 3 წუთში ფოთელებმა კიდევ ერთხელ იყოჩაღეს და ლუკა იმნაძის დარტყმულით ანგარიში 3:3 გახდა. დინამოელები მასიურ შეტევებზე გადავიდნენ და ორი გოლიც გაიტანეს. 82- ე წუთზე თავი შეცვლაზე შემოსულმა მიხეილ ერგემლიძემ გამოიჩინა. სამიოდე წუთში კი ოთარ კიტეიშვილმა ლამაზი გოლით დუბლი მიითვალა 3:5. 89-ე წუთზე ნიკა ნინუამ ზუსტი დარტყმით მეექვსედ აიღო მასპინძელთა კარი.

ამ გამარჯვების შემდეგ მეგრულ კლუბს 14 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა. ხოლო, დინამო 35 ქულით მეორეა.

კოლხეთი 3:6 დინამო

გოლი: 1:0 მიხალიოვი 32’ 1:1 თოთაძე 42’ 1:2 ო. კიტეიშვილი 59’ 1:3 ხარაბაძე 69’ 2:3 კვასოვი 76’ 3:3 იმნაძე 79’ 3:4 ერგემლიძე 82’ 3:5 ო. კიტეიშვილი 85’ 3:6 ნინუა 89’

გაფრთხილება: პანამარიოვი 17’ კვასოვი 34’ მიხალიოვი 37’ ივანიშილი 50’ გოგბერაშვილი 68’

კოლხეთი: გურგენიძე, მახარაძე, გოგონაია, პონომარიოვი, დანილოვი, მიხალიოვი (არზიანი 77), კაბორე, იმნაძე, ჭეიშვილი (ჯიმშელეიშვილი 80), კვასოვი, გოგბერაშვილი (კაკულია 91)

დინამო: ბულისკერია, რუხაია, კობოური, თოთაძე, ხარაბაძე, ნინუა, დარცმელია(პ. კიტეიშვილი 89), ივანიშვილი (ბაბუნაძე 82), ო. კიტეიშვილი, კუცია (ერგემლიძე 67), ზივზივაძე

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

“ლოკომოტივმა” “კოლხეთი” დაამარცხა და ცხრილში წინ წაიწია (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურში “მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკომოტივი” “კოლხეთს” დაუპირისპირდა.

ანგარიში დედაქლაქელებმა გახსნეს. მე-17 წუთზე ოთარ კობახიძემ გამოიჩინა თავი. თუმცა, 32-ეზე ილია მიხაილოვმა გაათანაბრა. “რკინიგზელებმა” მაინც შეძლეს გამარჯვების გოლის გატანა: 37-ზე ოთარ კობახიძემ შეაგდო და საბოლოო ანგარიში, 2-1 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ “ლოკო” 18 ქულით მეექვსე ადგილზეა. ხოლო, ფოთელებს 14 ქულა აქვთ და მერვე საფეხურზე იმყოფებიან.

 

“დილამ” “კოლხეთი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში გორის “დილამ” საკუთარ მოედანზე ფოთის “კოლხეთი” მიიღო.

მეათე წუთზე მეგრელებს ლაშა გოგონია გაუგდეს. 54-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა ლევან ნონიკაშვილის პასის შემდეგ გორელები წინ გაიყვანა. ხოლო, მატჩის მეოთხე დამატებით წუთზე გიორგი კორიფაძემ საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ “დილა” 27 ქულით მეორე ადგილზეა. ხოლო, “კოლხეთს” 13 ქულა დაუგროვდა და მერვე ადგილს იკავებს.

 

“კოლხეთმა” “სიონი” ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის მატჩები იმართება.

ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” “კოლხეთმა” “სიონი” მიიღო. ანგარიში მეექვსე წუთზე გიორგი კახელიშვილმა გახსნა. მან საჯარიმო დარტყმიდან მოახერხა მიხეილ მუჯრიშვილის კარის აღება. მეორე ნახევარში, უკვე მატჩის მეხუთე დამატებით წუთზე ლუკა იმნაძე გავიდა მეკარესთან პირისპირ. მან ცრუმოძრაობით ჩამოიცილა კარისდარაჯი და საბოლოო ანგარიში, 2-0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ მეგრული გუნდი 12 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა. ხოლო, “სიონს” რვა ქულა აქვს და ცხრილში მეცხრეა.

 

ვიდეო: Eliga.Ge

გოლების წვიმა თბილისში: “საბურთალომ” “კოლხეთი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის სადებიუტო შეხვედრაში თბილისის “საბურთალომ” “მიხეილ მესხზე” ფოთის “კოლხეთი” მიიღო.

ანგარიში 23-ე წუთზე ბექა გვარაძემ გახსნა. ზუსტად რვა წუთში თორნიკე გორგიაშვილმა დედაქალაქელების უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ნახევრის დაწყებიდან სამ წუთში ვაგნერ გონსალვეშმაც შეაგდო თავისი ბურთი. 64-ე წუთზე თორნიკე ჯიმშელეიშვილმა საკუთარ კარში გაიტანა. მეხუთე გოლის ავტორი კი დიმიტრი ტატანაშვილი გახდა. საბოლოოდ, 5-0 თბილისელთა სასარგებლოდ.

ამ გამარჯვების შემდეგ “საბურთალო” 27 ქულით პირველია. ხოლო, მეგრულ გუნდს ცხრა ქულა აქვს და მეშვიდე საფეხურზეა.

 

დრამა ზესტაფონში: “კოლხეთისა” და “ჩიხურას” შედეგიანი ფრე (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეათე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ფოთის “კოლხეთი” საჩხერის “ჩიხურას” ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” დაუხვდა.

23-ე წუთზე ვლადიმერ პანამარიოვმა სახიფათო თამაშის გამო წითელი ბარათი მიიღო და ფოთელები ათი კაცით დარჩნენ. თუმცა, ზუსტად ექვს წუთში ლაშა გოგონაიამ “კოლხეთის” დაწინაურება მოახერხა. მეორე ნახევარში მოედანზე დავით იონანიძე გამოვიდა, რომელმაც შესვლიდან შვიდ წუთში, 64-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში. 69-ეზე გიორგი ბუხაიძემ თავური დატყმით მეგრელთა კარი აიღო და წინ გაიყვანა იმერული კლუბი. ამის შემდეგ “ჩიხურას” რამდენიმე კარგი მომეტი ჰქონდა, თუმცა მთავარმა გოლეადორმა, გიორგი გაბედავა ვერ ივარგა. სამაგიეროდ, არ დანებდა “კოლხეთი” და 79-ე წუთზე პეტერსონ კაბორეს ლამაზი, გამჭოლი გადაცემის შემდეგ, ილია მიხაილოვმა შეაგდო. საბოლოოდ, ეს დაძაბული მატჩი ანგარიშით, 2-2 დასრულდა.

ამ ფრის შემდეგ “კოლხეთს” ცხრა ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. ხოლო, “ჩიხურა” 19 ქულით მესამე საფეურზე იმყოფება.

&nbsp

თბილისის “დინამომ” ფოთის “კოლხეთს” მარტივად სძლია (ვიდეო)

დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მერვე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისელებმა ფოთის კოლხეთი მიიღეს. შეხვედრას დარასელიას თასზე მონაწილე გუნდები სრული შემადგენლობებით დაესწრნენ. დინამომ სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვა და სტუმართა კარის მიმართულებით არაერთი შეტევა განახორციელა. მეცამეტე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშიც გახსნეს. ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა კარგად, გაცდა მეტოქეს, ძლიერადაც დაარტყა, დამატებაზე კი პირველი ბუდუ ზივზივაძე გაჩნდა და 1:0. მომდევნო შეტევაში აკაკი შულაიას შეეძლო ანგარიშს გაზრდა, მაგრამ ბურთი მეკარეს გაარტყა. მატჩის 35- ე წუთზე ლევან ხარაბაძის ჩაწოდებულის შემდეგ ბუდუ ზივზივაძეს სულ მცირედი დააკლდა. ცოტახანში ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა კარგად, თავად გაცდა რამდენიმე დამცველს და საბოლოოს მასზე საჯარიმოში დაჯარიმდნენ. პენალტი კაპიტანმა ზუსტად შეასრულა და ანგარიშ 2:0 გახადა. ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმის დებიუტში კი ოთარ კიტეიშვილმა კიდევ ერთხელ იყოჩაღა, დასწრებაზე ზუსტად ითამაშა და მესამე გოლი გაიტანა ანდრეი პოლტავცევის კარში. ამის შემდეგ კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა სტუმართა კარში, რომელიც ბუდუ ზივზივაძემ ვერ გამოიყენა. საერთოდ მთელი მატჩი დინამოელთა კოლოსალური უპირატესობით წარიმართა, თუმცა წუთიერი მოდუნება დედაქალაქელებს გაშვებულ გოლად დაუჯდათ. 81- ე წუთზე ლაშა გოგონაიამ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი თავით გაიტანა. იმავე სიტუაციიდან რამდენიმე წუთში უკვე ლევან ხარაბაძემ იყოჩაღა და 4:1 დააფიქსირა. ბოლო წუთებში დინამოელებმა კიდევ რამდენჯერმე შეუტიეს, მარა ანგარიში აღარ შეცვლილა. დინამოელებმა ამ მოგებით 18 ქულა დააგროვეს და საბურთალოსთან ერთად სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იყოფენ.

დინამო 4:1 კოლხეთი

გოლი: 1:0 ზივზივაძე 13’ 2:0 კიტეიშვილი (პენ) 39’ 3:0 კიტეიშვილი 47’ 3:1 გოგონაია 81’ 4:1 ხარაბაძე 85’

გაფრთხილება: გოგბერაშვილი 28’ ნინუა 32’ გოგონაია 47’ დანილოვი 53’

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, ნინუა (დარცმელია 87), ივანისენია (ქოჩლაძე 76), შულაია, ო. კიტეიშვილი, ივანიშვილი, ზივზივაძე (ბაბუნაძე 81)

კოლხეთი: პოლტავცევი, გოგონაია, პონომარევი, დანილოვი, მიხალოვი, ჯიმშელეიშვილი, კაბორე, ჭეიშვილი, ტყემალაძე, კვასოვი (იმნაძე 53), გოგბერაშვილი (კვერნაძე 86)

მსაჯი: გ. ავაზაშვილი

ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური: “კოლხეთმა” “ლოკომოტივს” მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურმა აიღო სტარტი. “დავით აბაშიძეზე” ფოთის “კოლხეთმა” თბილისის “ლოკომოტივი” მიიღო.

მატჩის მეშვიდე ანგარიში თეიმურაზ შონიამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გახსნა და “ლოკომოტივი” წინ გავიდა. ზუსტად ცხრა წუთში, უკვე დედაქალაქელების კართან დაინიშნა პენალტი, რომელიც იაროსლავ კვასოვმა გამოიყენა – 1-1. 25-ე წუთზე გიორგი კილასონიამ საერთოდ წინ გაიყვანა “კოლხეთი”. მეორე ნახევარში “რკინიგზელებმა” კიდევ ერთი გოლი გაუშვეს – მისი ავტორი ილია მიხაილოვი გახდა (67 წთ.). საბოლოოდ, “კოლხეთმა” ანგარიშით, 3-1 იმარჯვა.

ამ მოგების შემდეგ ფოთური გუნდი შვიდი ქულით მერვე პოზიციაზეა. ხოლო, “ლოკოს” ოთხი ქულა აქვს და მეათე ადგილს იკავებს.

 

 

ეროვნული ლიგის მეხუთე ტური: პრევიუ

დღეს ეროვნული ლიგის მეხუთე ტური აიღებს სტარტს. Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული ტურის პრევიუს.

ბოლნისის “სიონი” – რუსთავის “რუსთავი”

დაწყების დრო: 4 აპრილი, 16:00 საათი

ბოლნისის “სიონი” “მიხეილ მესხი 2”-ზე რუსთავის “რუსთავს” მიიღებს. წინა ტურში მასპინძლები გორის “დილასთან” დამარცხდნენ. თუმცა, ამ სეზონში მათ უკვე მოახერხეს ერთი მოგებისა და ფრის მიღწევა. შესაბამისად, ოთხი ქულა აქვთ და მეექვსე ადგილს იკავებენ. რაც შეეხება “რუსთავს”, ამ გუნდმა პირველ ტურში “დინამოსთან” სტუმრად მოგების შემდეგ, გოლიც კი ვერ გაიტანა და სამ მატჩში ოთხი გოლი გაუშვა. ერთი მოგებითა და სამი წაგებით, რუსთაველები მერვე საფეხურზე იმყოფებიან.

თბილისის “საბურთალო” – თბილისის “ლოკომოტივი”

დაწყების დრო: 4 აპრილი, 21:00 საათი

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც დღეს შედგება თბილისური დერბია. მზიანი დღის დასასრულს, “მიხეილ მესხზე” დედაქალაქელებს მშვენიერი მატჩი ელით – “საბურთალო” “ლოკომოტივის” წინააღმდეგ. პირველი მათგანი შეუჩერებელია, რადგან ოთხივე შეხვედრა მოიგო. რაც შეეხებათ “რკინიგზელებს”, ეროვნულ ლიგაში მათზე მეტად მოგება ახლა არავის სჭირდება – “ლოკო” ერთადერთი გუნდია, რომელმაც ამ სეზონში ვერცერთხელ ვერ მოახერხა სამი ქულის მოპოვება. ლოგიკურია, რომ ის ერთი ქულით ათში ბოლოა.

საჩხერის “ჩიხურა” – თბილისის “დინამო”

დაწყების დრო: 5 აპრილი, 16:00 საათი

უკვე ხვალ საჩხერის “ჩიხურა” თბილისის “დინამოს” “დავით პეტრიაშვილი არენაზე” მიიღებს. იმერულ კლუბს “საბურთალოსთან” ერთად ამ სეზონში არცერთი მატჩი არ წაუგია: ორი ფრე, ორი მოგება, რვა ქულა და მესამე ადგილი. მასზე ერთი ქულითა და ადგილით წინ სწორედ “დინამოა”, რომელმაც ბოლო სამი დაპირისპირება ისე მოიგო, რომ ცხრა გოლი გაიტანა და მხოლოდ ორი გაუშვა. შესაბამისად, აქაც საინტერესო და დაძაბულ ჯახს უნდა ველოდოთ.

ფოთის “კოლხეთი” – გორის “დილა”

დაწყების დრო: 5 აპრილი, 18:00 საათი

“კოლხეთის” ამჟამინდელი მეტოქე “დილაა”. მეგრელებმა წინა ტურში პატარა სენსაცია გამოაცხვეს და “სამტრედიას” სტუმრად ანგარიშით, 2-0 მოუგეს. ეს გუნდი ერთ-ერთი ყვლაზე სუსტია ჩემპიონატში და, ვინ იცის, სად გამოადგება აღნიშნული სამი ქულა. ამჟამად, “კოლხეთი” ოთხი ქულით მეშვიდე ადგილზეა. გორელებს რაც შეეხებათ, ბოლოს ისინი “სიონს” დაუპირისპირდნენ და პირველი ტაიმი 3:0 მოუგეს. მიუხედავად, ბოლნისლების მიერ გაქვითული ორი გოლისა, მათ მეტი ვეღარაფერი შეძლეს და “დილამაც” სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ის შვიდი ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

ქუთაისის “ტორპედო” – სამტრედიის “სამტრედია”

დაწყების დრო: 5 აპრილი, 21:00 საათი

ეროვნული ლიგის გულშემატკივარი იმერული დერბის მოლოდინშია: “ტორპედო” “სამტრედიის” წინააღმდეგ. სხვათა შორის, ვერც ერთი გუნდი ვერ ბრწყინავს: “ტორპედომ” პირველ ტურში წაგების შემდეგ, ორჯერ კი მოიგო, თუმცა “დინამოსთან” უშანსოდ დამარცხდა. “სამტრედიამ” კი ბოლო სამი დაპირისპირება დათმო და სამი ქულით მეცხრე ადგილზეა. ორივე გუნდს სჭირდება გამარჯვება წინ სვლისა და თავდაჯერებისთვის – ვნახოთ, რა იქნება.

 

ფოთის “კოლხეთის” პირველი ქულა ეროვნულ ლიგაში (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ დაპირისპირებაში ბოლნისის “სიონმა” ფოთის “კოლხეთი” მიიღო.

“მიხეილ მესხზე” გამართული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდმა შექმნა მომენტები, თუმცა გოლი არ გავიდა. შესაბამისად, მატჩი უგოლო ფრით დასრულდა. ამ თამაშის შემდეგ ბოლნისური გუნდი ოთხი ქულით მეექვსე პოზიციაზეა. ხოლო, “კოლხეთს” ერთი ქულა აქვს და მეცხრე ადგილს იკავებს.