ეროვნული ლიგა: “დინამომ” “კოლხეთს” გადაუარა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მესამე წრემ აიღო სტარტი.

მე-19 ტურის სადებიუტო შეხვედრა თბილისში, “დინამო არენაზე” შედგა: ადგილობრივი “დინამო” ფოთის “კოლხეთის” წინააღმდეგ. დაპირისპირება მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მათ მალევე გახსნეს: მეშვიდე წუთზე ლაშა თოთაძემ გამოიჩინა თავი. ზუსტად 12 წუთში ბექა მიქელთაძემ ორამდე გაზარდა სხვაობა. პირველი ტაიმის მიწურულს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ მესამეჯერ აიღო კონსტანტინე სეფიაშვილის კარი.

მეორე ნახევარში ოთხი გოლი გავიდა. ჯერ 53-ეზე მიქელთაძემ შეასრულა დუბლი, 16 წუთში გიორგი თევზაძემ მეხუთე გოლიც გაუტანა მეგრელებს, ხოლო, იგორ ბროვკომ ნახსენები ბურთიდან ერთ წუთში გაქვითა ერთადერთი გოლი. 87-ე წუთზე ლაშა ქოჩლაძემ კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა ფოთურ კლუბს.

საბოლოოდ, 6-1 დედაქალაქელთა სასარგებლოდ. “დინამო 46 ქულით პირველზეა, “კოლხეთი” 17-ით – მეცხრეზე.

 

ფოთის “კოლხეთმა” კენიის 21-წლამდე ნაკრების კაპიტანი დაიმატა!

ფოთის “კოლხეთი” კენიელების დამატებას განაგრძობს. მეგრელებმა ამჟამად ამოს ნონდი დაიმატეს!

20 წლის მოთამაშე კენიის 21-წლამდე ნაკრების კაპიტანია. იგი ამპლუით ნახევარმცველია. ჯერჯერობით, უცნობია რამდენხნიანია ნდონდისა და “კოლხეთს” შორის გაფორმებული კონტრაქტი.

აქვე გეტყვით, რომ ეს ფოტელების მიერ შეძენილი უკვე მეორე კენიელია. ნონდის გარდა, “კოლხეთში” მარცხენა მცველია – ოტიენო ოუმა.

“ჩიხურამ” “კოლხეთს” მოუგო და ცხრილში “ლოკომოტივს” გადაუსწრო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრები იმართება.

“ეროსი მანჯგალაძეზე” ფოთის “კოლხეთმა” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო. პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა.

მეორე ნახევარში 59-ე წუთზე ცოტნე ქებურიამ საკუთარ ნახევარზე მიიღო ბურთი. მას უკნიდან საჩხერელთა ფეხბურთელი, თორნიკე გორგიაშვილი წამოეპარა და ბურთი აართვა, ქებურია წაიქცა და ბურთი ხელით დაიჭირა, რათა “ჩიხურელი” მეკარესთან პირისპირ არ გასულიყო. მატჩის მთავარმა არბიტრმა ფოთელთა ათ ნომერს წითელი ბარათი უჩვენა. ზუსტად შვიდ წუთში ათი კაცით დარჩენილმა მეგრულმა გუნდმა გოლი გაუშვა: თავი დიმიტრი ტატანაშვილმა გამოიჩანა. თუმცა, “კოლხეთი” არ დანებდა და 75-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა გაათანაბრა.

დიმიტრი ტატანაშვილმა 86-ე წუთზე დუბლი შეასრულა და იმერლები ისევ წინ გაიყვანა. ხოლო, მეორე ტაიმის მეოთხე დამატებით წუთზე ტატანაშვილმა მესამედაც შეაგდო – მისმა ჰეთრიკმა “ჩიხურას” სამი ქულა მოუტანა.

ამ მოგების შემდეგ “ჩიხურა” 26 ქულით მეოთხეზეა. “კოლხეთს” 16 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა.

 

 

“სამტრედიამ” და “კოლხეთმა” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მატჩები იმართება.

ერთ-ერთ თამაშში სამტრედიის “სამტრედიამ” ფოთის “კოლხეთი” საკუთარ მოედანზე მიიღო. მე-7 წუთზე გურამ სამუშიამ იმერლები დააწინაურა. ზუსტად ორ წუთში მეგრელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, მიკოლა კოვტალიუკმა ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა შანსები, თუმცა გოლი აღარ გასულა.

ამ ფრის შემდეგ “სამტრედიას” 27 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა. ფოთელები 16 ქულით ბოლოს წინა ადგილზე არიან.

 

ეროვნული ლიგა: “კოლხეთმა” და “დილამ” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურის სადებიუტო შეხვედრა სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძეზე” გაიმართა. ერთმანეთს ჩემპიონატის მეცხრე- და მეშვიდეადგილოსნები, შესაბამისად, ფოთის “კოლხეთი” და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ.

მატჩი დაძაბული გამოდგა. უპირატესობა “დილას” ჰქონდა, თუმცა “კოლხეთმაც” შექმნა რამდენიმე მომენტი. საბოლოოდ, დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.

ამ ფრის შემდეგ მეგრელებს 15 ქულა აქვთ და მეცხრე ადგილზე არიან. “დილა” 19 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.

 

 

“კოლხეთმა” და “შუქურამ” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრები იმართება.

სადებიუტო მატჩი სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს ფოთის “კოლხეთი” და ქობულეთის “შუქურა” დაუპირისპირდნენ. შეხვერდა არ იყო მომენტებით სავსე და სანახაობრივი. გუნდებს რამდენიმე შანსი კი ჰქონდათ, თუმცა მატჩი უგოლოდ დასრულდა.

ამ ფრის შემდეგ მეგრელებს 11 ქულა დაუგროვდათ და მეცხრე ადგილზე არიან. რაც შეეხება “შუქურას”, აჭარლებს ოთხი ქულა აქვთ და ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან.

 

თბილისის “დინამომ” ფოთის “კოლხეთი” მარტივად დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეათე ტურის მორიგი შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში, ქობულეთში, “ჩელე არენაზე” ფოთის “კოლხეთმა” თბილისის “დინამო” მიიღო. დაპირისპირებაში დედალქალაქელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა. ანგარიშის გახსნა ბექა მიქელთაძემ 35-ე წუთზე მოახერხა. 44-ე წუთზე პაპუნაშვილს არაბული ლამაზი პასით მეკარესთან პირისპირ გაჰყავდა, თუმცა ბაჩანას შეჩერება თამაზ ჯიშკარიანმა ხელით დაჭერით შეძლო. მსაჯმა მეგრელ მოთამაშეს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. ჯარიმა თოთაძემ შეასრულა – დარტყმის შემდეგ გამოვარდნილი ბურთი ზარიამ შეაგდო კარში.

მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ მესამე გოლიც გაიტანა და ყველაფერს წერტილი დაუსვა – 0:3.

ამ გამარჯვებით თბილისლებს 21 ქულა აქვთ და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ. რაც შეეძლება “კოლხეთს”, იგი შვიდი ქულით მეცხრეზეა.

 

ფოტო: Fcdinamo.Ge

“ჩიხურამ” “კოლხეთი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის ორი შეხვედრა გაიმართა.

ერთ-ერთ მათგანში ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის “ჩიხურამ”  ფოთის “კოლხეთი” მიიღო. დაპირისპირება იმერლების უპიტრატესობით წარიმართა. ეს უპირატესობა მალე გოლში გამოვლინდა. მერვე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა “ჩიხურა” დააწინაურა. 21-ე წუთზე მსაჯმა მასპიძლების ბოსნიელი მეკარე, დინო ჰამზიჩი გააფრთხილა და მის კარში თერთმემეტრიანი დანიშნა. დავით ბოლქვაძემ პენალტი ვერ გამოიყენა და ანგარიშიც იგივე დარჩა. ზუსტად ათ წუთში საჩხერლებს მიეცათ შანსი, რომ ტერთმეტმეტრიანიდან გაეზარდათ ორამდე სხვაობა. ტატანაშვილმაც ვერ გამოიყენა ეს შანსი და დუბლიც ვერ შეასრულა, თუმცა დამატებაზე ზუსტი იყო ირაკლი ლექვთაძე: მან ფეხებს შორის გაუძვრინა სიკაჩის ბურთი.

მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი გავიდა. 47-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა სამამდე გაზარდა სხვაობა. ხოლო, 65-ე წუთზე ლევან კაკულიამ ერთი ბურთი გაქვითა.

საბოლოოდ, 3-1.

ამ გამარჯვებით “ჩიხურა” 13 ქულით მესამე ადგილზეა. რაც შეეხება “კოხლეთს”, მას შვიდი ქულა აქვს და ბოლოს წინა ადგილზეა.

 

 

ეროვნული ლიგა: საქართველოს ჩემპიონმა “კოლხეთი” სანდოხაძის გოლით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში ქობულეთში “ჩელე არენაზე” ფოთის “კოლხეთმა” “სამტრედია” მიიღო. დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა მეშვიდე წუთზე დავით ჩაგელიშვილმა გახსნა. პირველ ტაიმში მეტი გოოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში მეგრელები გააქტიურდნენ, რამაც შედეგი გამოიღო. 50-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა ანგარიში გაათანაბრა. გია ცეცაძის შეგირდები ფრეს არ დასჯერდნენ. 87-ე წუთზე მსაჯმა მათ სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა. “სამტრედიადან” პენალტი ნიკოლოზ სანდოხაძემ შეასრულა ზუსტად შეასრულა!

საბოლოოდ, 2-1.

ამ წაგების შემდეგ “კოლხეთი” შვიდი ქულით მეცხრე ადგილზეა. “სამტრედიას” ათი ქულა აქვს და მეოთხეზეა.

 

“დილამ” და “კოლხეთმა” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მატჩები იმართება.

ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გორის “დილამ” ფოთის “კოლხეთი” მიიღო. სწორედ ამ უკანასკენელის ფეხბურთელმა, მიკიტა კოვტალიუკმა მე-20 წუთზე გახსნა ანგარიში. ზუსტად ოთხ წუთში სალიეუ ტარავალიემ გაათანაბრა. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები. განსაკუთრებით, გამოსარჩევია, 83-ე წუთზე ფოთელთა ფეხბურთელის, გიორგი ჯანელიძის მიერ გაცუდებული თერთმეტმეტრიანი. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა – 1-1.

ამ ფრით “დილას” ექვსი ქულა დაუგროვდა და ბოლოს წინა ადგილს იკავებს. ხოლო, “კოლხეთს” შვიდი ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზეა.

 

“ლოკომოტივმა” “კოლხეთს” გადაუარა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთი მატჩი ქობულეთში “ჩელე არენაზე” შედგა. ერთმანეთს ფოთის “კოლხეთი” და თბილისის “ლოკომოტივი” დაუპიურისპირდნენ. თამაში მთლიანად დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა. მათი მხრიდან ანგარიშის გახნსა მე-16 წუთზე მამია გავაშელიშვილმა მოახერხა.

მეორე ნახევარში, მე-60 წუთზე გავაშელიშვილმა დუბლი შეასრულა, ხოლო ოთხ წუთში ირაკლი სიხარულიძემ სამამდე გაზარდა სხვაობა. 81-ე წუთზე უკვე ამ უკანასკნელმა შეასრულა დუბლი. საბოლო წერტილი კი ისევ გავაშელიშვილა 88-ე წუთზე დასვა – 0:5.

ამ გამარჯვებით “ლოკომოტივი” ცხრილში გალიდერდა. მას ათი ქულა აქვს. მეგრელებს კი ექვსი ქულა დარჩათ და მეექვსე ადგილზე იმყოფებიან.

 

ეროვნული ლიგა: “შუქურა” “კოლხეთთან” საკუთარ მოედანზე ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა

დღეს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩები იმართება

ერთ-ერთ შეხვედრაში ქობულეთის “შუქურამ” ფოთის “კოლხეთი” მიიღო. მატჩი ძალიან დაძაბული, უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა. ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა 21-ე წუთზე შეძლეს. ამის გაკეთება ლევან კუტალიამ მოახერხა.ზუსტად თორმეთ წუთში კოვტალიუკმა გაათანაბრა. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე უკრაინელმა ლეგიონერმა დუბლის შესრულება მოახერხა და “კოლხეთი” წინ გაიყვანა. 61-ე წუთზე კუტალიამაც მეორე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. კოვტალიუკმა აჭარლები არ გაახარა! მან 82-ე წუთზე სტუმრები დააწინაურა. ხოლო, 90-ე წუთზე გიორგი ბუხაიძემ საერთოდ 2-4 გახადა ანგარიში. საბოლოდ, შეხვედრა სწორედ ასე დასრულდა.

ამ მარცხის შემდეგ, “შუქურა” ორი ქულით ბოლო ადგილზეა. ხოლო, “კოლხეთმა” სამი საფეხურით წინ წაიწია და ექვის ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.