“რომას” ლაზარეთი წამყვანი მოთამაშეებით შეივსო

“რომას” უახლოეს მატჩებში წამყვანი მოთამაშეები დააკლდება.

გუნდის კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ ბარძაყის ტრავმა მიიღო. ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელსაც დღეს 39 წელი შეუსრულდა, იტალიის სერია A-ს VI ტურში “კარპის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (5:1) მოედანზე მხოლოდ 9 წუთი დაჰყო. ტოტიმ დაზიანება სწორედ იმ არეში მიიღო, რომელზეც ორი წლის წინათ მიღებული ტრავმის შედეგად იარა აქვს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ იტალიელ ფეხბურთელს ლაზარეთში ყოფნა ორი თვით მოუწევდა, თუმცა დაზიანება ამდენად სერიოზული არ გამოდგა.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც “რომას” უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება, ედინ ჯეკო გახლავთ. ბოსნიელმა თავდამსხმელმა მარჯვენა მუხლის მყესი დაიშავა.

გუშინდელ მატჩში ტრავმა მიიღო გუნდის ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამაც, რომელმაც მოედანი შეხვედრის 21-ე წუთზე დატოვა. მალელ ფეხბურთელს ბარძაყის პრობლემა აქვს და ორი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

 

კეტია “ტორინოსთან” ვერ ითამაშებს

“რომას” ნახევარმცველი, სეიდუ კეტია “ტორინოსთან” გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. მოთამაშემ “ფიორენტინასთან” ევროპა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში მიღებული ტრავმის მოშუშება ვერ შეძლო.

მიმდინარე სეზონში კეიტამ სერია ა-ში 21 შეხვედრა ჩაატარა და 2 გატანილ გოლთან ერთად ერთი საგოლე პასის შესრულებაც შეძლო.

 

სეიდუ კეიტას განაჩენი ცნობილია

“რომას” ნახევარმცველი სეიდუ კეიტა “სამპდორიასთან” მიღებული წითელი ბარათის გამო დაისაჯა.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილი მალელი ნახვერამცველი მსაჯმა მის მიმართ სარკასტული ალოდისმენტების გამო გააძევა.

Football Italia-ს ცნობით სერია ა-ს სადისციპლინო კომიტეტმა ხსენებულ ეპიზოდზე იმსაჯელა და 35 წლის კეიტას ერთმატჩიან დისკვალიფიკაციასთან ერთად 1500 ევროიანი ჯარიმაც დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის შემდეგ მატჩს რომაული კლუბი “ჩეზენასთან” გამართავს.

 

კეიტა: “იუვეს” პატივს ვცემ, მაგრამ “ბარსაში” ერთ დროს მოთამაშე ხალხს მისი არ გვეშინია”

ხვალ იტალიის სერია А-ს 25-ე ტურის დასკვნითი და ცენტრალური მატჩი დედაქალაქში შედგება, სადაც ადგილობრივი “რომა” გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ “იუვენტუსს” მიიღებს. დამდეგი შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა “რომას” ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამ.

“იუვენტუსს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ “ბარსელონაში” ერთ დროს მოთამაშე ხალხს არაფრის არ გვეშინია.

მე ამ მატჩს საჩემპიონო ბრძოლაში გადამწყვეტ შეხვედრად მივიჩნევ. ეს უბრალო სიტყვები არ გეგონოთ. გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონობისთვის შანსს ვინარჩუნებთ.

თუ სტადიონი მხარს დაგვიჭერს, ჩვენ არ გავჩერდებით და გამარჯვების შანსიც გვექნება.

მე ძალზედ მგრძნობიარე ვარ, ზოგჯერ ფანატიზმშიც ვვარდები. უკვე წარმომიდგენია, რა მოხდება ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში”, – ციტირებს კეიტას სიტყვებს Goal.com-ი.

მატჩი “რომასა” და “იუვენტუსს” შორის ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

 

„რომა“, მზადაა, კეიტას ახალი კონტრაქტი შესთავაზოს

„რომას“ ხელმძღვანელობა ნახევარმცველ სეიდუ კეიტასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ფიქრობს. რომაელები სეზონის პოირველ ნახევარში მალიელი უახაზელის თამაშის კმაყოფილები დარჩნენ, რაც მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების ალბათობას ზრდის.

მოქმედი კონტრქტი კეიტასა და „ჯალორისის“ ზაფხულამდე აკავშირებთ.

შეგახსენებთ, რომ კეიტა „რომაში“ 2014 წლის ზაფხულში გადავიდა.

კეიტა: “იბრაჰიმოვიჩი მილანში მეძახდა”

“რომას” ნახევარმცველმა, სეიდუ კეიტამ, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებული საინტერესო ისტორია გაიხსენა.

“2012 წელს “მილანში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი. მანამდ კი ორჯერ შემეძლო “რომაში” გადასვლა, როცა გუდს სპალეტი წვრთნიდა.

იბრაჰიმოვიჩმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან ერთად “მილანში” თამაშის სურვილი აქვს, თუმცა შემდეგ მას პრობლემები შეექმნა და “პსჟ”-ში გადაბარგდა. ეჭვი მეპარება რომ ის პარიზს დატოვებს, მაგრამ ახლა უკვე მე დავურეკავ იტალიაში დაბრუნების წინადადებით” – განაცხადა კეიტამ.

ფრანჩესკო ტოტიმ სეიდუ კეიტას კაპიტნის სამკლაური არ გამოართვა (ვიდეო)

14 დეკემბერს, იტალიის სერია A-ში “ჯენოამ” საკუთარ მოედანზე “რომას” უმასპინძლა. შეხვედრა რომაელთა გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა.

მატჩის 77-ე წუთზე, თამაშში “ჯალოროსის” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი ჩაერთო. სანამ 38 წლის ფეხბურთელი მოედანზე შევიდოდა, კაპიტნის სამკლაური სეიდუ კეიტას ეკეთა, რომელმაც მისი ტოტისთვის გადაცემა მოინდომა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვეტერანმა თანაგუნდელს კაპიტნის სამკლაური არ გამოართვა.

ტოტიმ კეიტას კაპიტნის სამკლვაური არ გამოართვა

,,სერიას ა-ს” მე-15 ტურის შეხვედრაში რომაელებმა გასვლაზე ,,ჯენოას” დამარცხება მოახერხეს. მატჩი 0-1 დამთავრდა. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი ნაინგოლანი გახდა.

რომაელთა სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა ფრანჩესკო ტოტი. ის გუნდს 77-ე წუთზე შეურთდა. აღსანიშნავია, ასევე მატჩის ერთი ეპიზოდი. სეიდუ კეიტამ კაპიტნის სამკლაურის დაბრუნება გადაწყვიტა. ამ ფაქტმა ,,რომაელთა იმპერატორი” ძალიან გააბრაზა.

სეიდუ კეიტა ტრავმირებულია

“რომას” ნახევარმცველი, სეიდუ კეიტა, ნაკრებში თამაშის დროს დაშავდა. 30 წლის მალელი ეთიოპიის ნაკრებთან მატჩის 30-ე წუთზე შეცვალეს. პირველადი გამოკვლევების შემდეგ ექიმებს ეჭვი მენისკზე აქვთ.

შეგახსენებთ, კეიტა “რომას” ზაფხულში შეუერთდა. მის ანგარიშზე სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებული ექვსი შეხვედრაა.

აღსანიშნავია, რომ მალელი ნახევარმცველის გარდა რომაელთა ლაზარეთში კიდევ ორი შუახაზელი – დანიელე დე როსი და კევინ სტროოტმანი იმყოფებიან.

 

სეიდუ კეიტამ პეპეს ბოთლი ესროლა

30 ივლისს, მადრიდის “რეალსა” და “რომას” შორის გამართული მატჩის დაწყების წინ გულშემატკივარმა უსიამოვნო ეპიზოდი იხილა.

არავისთვისაა ახალი ის, რომ პეპესა და “რომას” ახალწვეულ სეიდუ კეიტას შორის კარგი ურთიერთობა არ სუფევს. 2011 წელს, როცა მალელი ნახევარმცველი “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, ერთ-ერთი “ელ კლასიკოს” მიმდინარეობისას, პეპემ მას “მაიმუნი” უწოდა.

დღეს, გამთენიისას, მაშინ როცა “რეალისა” და “რომას” ფეხბურთელები ერთმანეთს ესალმებოდნენ, კეიტამ პეპეს ხელი არ ჩამოართვა. როგორც Fox-ის ჟურნალისტი იტყობინება, პეპემ ამის გამო კეიტას შეაფურთხა. ცხადია, ამან წყობიდან რომაელთა მოთამაშეც გამოიყვანა, რომელმაც პორტუგალიელ მცველს ბოთლი ესროლა.

“ვალენსიამ” სეიდუ კეტია გაიფორმა

“ვალენსიამ” “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი სეიდუ კეიტა შეიძინა. ინფორმაციას ესპანური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს. მალელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2014 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული, ერთწლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით. შეგახსენებთ, რომ 34 წლის კეიტას უკანასკნელი კლუბი ჩინური “დალიან აერბინი” იყო, სადაც ფეხბურთელი 2012 წელს გადავიდა.

პროფესიონალური კარიერა კეიტან საფრანგეთში დაწიყო სადაც ის “მარსელის”, “ლორიანის” და “ლანსის” შემადგენლობაში ასპარეზობდა. “ბარსელონაში” გადაბარგებამდე კი, მალელი “სევილიას” ღირსებას იცავდა. კატალონიური კლუბის შემადგენლობაში კეიტამ 14 ტიტულის მოპოვება შესძლო.