ბილბაოს “ატლეტიკის” მცველმა, აიმერიკ ლაპორტემ “ეიბართან” გამართული მატჩი (1:1) გამოტოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბასკური კლუბის თავკაცმა, ხოსე ანხელს სიგანდამ ლაპორტეს მდგომარეობაზე ისაუბრა.
“თამაშის წინ ლაპორტეს ვესაუბრე. ვხვდებოდი, რომ ის საუკეთესო მდგომარეობაში ნამდვილად არ იყო, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ სათადარიგოთა სკამზე განმეწესებინა.
მას თავადაც ვკითხე, გრძნობდა თუ არა თავს კარგად და მითხრა, რომ ნორმალურად დაძინებასაც ვერ ახერხებდა დატვირთული კვირის გამო,” -აცხადებს სიგანდა.
როგორც იცით, ლაპორტე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას – მან არჩევანი “ატლეტიკსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის უნდა გააკეთოს, რომელიც მზადაა, 65 მილიონი ევრო გადაიხადოს ტრანსფერში.