დანი ალვეში, შესაძლოა, ესპანურ ლა ლიგას დაუბრუნდეს

“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელმა მცველმა, დანი ალვეშმა, შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Sport ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, 35 წლის დანი ალვეში “სევილიას” ხელმძღვანელებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. შეგახსენებთ, რომ “დალაქების” ღირსებას ბრაზილიელი 2003-08 წლებში იცავდა.

ესპანური წყაროს ცნობით, “პარი სენ-ჟერმენის” ახალი მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუჰელი, დანი ალვეშს ძირითადის ფეხბურთელად არ მიიჩნევს და მისი გაყიდვა უნდა. ალვეშის მიმდინარე კონტრაქტს კი ვადა 2019 წლის 30 ივნისს ეწურება.

იტალიური პრესა: დანი ალვესმა „იუვენტუსთან“ სამწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

„ბარსელონას“ მცველმა დანიელ ალვესმა „იუვენტუსთან“ კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, რის შესახებ იტალიურ პრესზე დაყრდნობით „Football Italia“ წერს. მხარეები სამწლიან კონტრაქტს „2+1“ სისტემით გააფორმებენ, ბრაზილიელის ხელფასი კი წელიწადში ხუთ მილიონ ევროს + ბონუსებს შეადგენს.

„ბიანკონერის“ „კატალონიელებისთვის“ 33 წლის ფეხბურთელის დამატებისთვის არაფრის გადახდა მოუწევს, რადგან ხუთ ივნისამდე მის კატალონიელებთან კონტრაქტში შეთანხმების გაწყვეტის პუნქტი არის. იტალიური პრესა წერს, რომ ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდება.

სათქმელია, რომ „იუვენტუსს“ „ბარსელონას“ კიდევ ერთ ფეხბურთელს ხავიერ მასკერანოსაც უკავშირებენ.

დანი ალვესი: „გვარდიოლა ნეიმარს ჰგავს“

„ბარსელონას“ მცველი დანი ალვეში დარწმუნებულია, რომ პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტიში“ წარმატებას მიაღწევს.

„პეპი ნეიმარს ჰგავს. ორივე მათგანს რაღაცის შექმნის თვისება გააჩნია.

ის „ბაეირნს“ ტოვებს, მაგრამ, არამგონია, ეს ამბავი მოსწონდეს. გვარდიოლას ყველაფრის თავიდან გადაკეთება უყვარს. „ბაიერნში“ პეპს ამის საშუალება არ ჰქონდა, ახლა კი ის „სიტიში“ იმუშავებს“, – ციტირებს ბრაზილიელს Goal.com-ი.

დანი ალვესი „ბარსაში“ ახალი ნომრით ითამაშებს (სურათი)

2015/16 წლების სეზონისთვის „ბარსელონამ“ მოთამაშეთა სათამაშო ნომრები ოფიციალურ საიტზე განათავსა.

„ბლაუგრანასის“ ბრაზილიელმა მცველმა დანიელ ალვესმა 22 ნომერი 6-ნომრიანი მაისურით ჩაანაცვლა, რომლითაც აქამდე წლების განმავლბოაში ჩავი ერნანდესი თამაშობდა.

ახალვეულები არდა თურანი და ალეიშ ვიდალი ჯერჯერობით ნომრების გარეშე არიან, რადგან ისინი კლუბის განაცხადში 2016 წლის იანვრამდე ვერ მოხვდებიან. „ბარსას“ სხვა ფეხბურთელები თამაშს ძველი ნომრებით გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ ალვესი 22-ნომრიანი მაისურით ყოფილი თანაგუნდელის ერიკ აბიდალის სამახსოვროდ ატარებდა, რომელმაც კიბოს დამარცხება მოახერხა.

Dorsal_Dani_Alves.v1438768025

ათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი „ბარსელონას“ ისტორიაში

„ბარსელონას“ გულშემატკვირებს საყვარელი კლუბის არაერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი ახსოვს. წარმოგიდგენთ მათ შორის ათ ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენს.

10. დიმიტრი ჩიგრინსკი (დონეცკის „შახტარიდან“ 2009 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 22,5 მილიონი

დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში თამაშის პერიოდში დიმიტრი უკრაინის ჩემპიონი ორჯერ გახდა. გარდა ამისა, კლუბთან ერთად მან ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ასევე უეფა-ს თასის გამარჯვებული გახდა. თავისი გამორჩეული თამაშით უკრაინელი „ბარსას“ ხელმძღვანელობის ყურადღების ცენტრში მოექცა. გვარდიოლას ესმოდა, რომ პუიოლი უკვე ასაკოვანი იყო და ხშირად ტრავმებს იღებდა. ცენტრალური მცველის დაკარგვა მორიგი საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაზე ცუდად იმოქმედებდა. სამწუხაროდ, ჩიგრინსკი „ბარსას“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ვერ ჩამოყალიბდა, რის გამოც ერთ წელიწადში მშობლიურ კლუბში დაბრუნება მოუწია.

image_587054644404415776871496782094442258

9. ალექსის სანჩესი („უდინეზედან“ 2011 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 23 მილიონი

სანჩესი ჩილეს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გამოდა. გარდა ამისა, „ბარსაში“ აქამდე ამ ქვეყნის სხვა წარმომადგენელს არ უთამაშია. კატალონიაში ალექსისს არც თუ ისე ცუდი სამი სეზონი ჰქონდა, რომლის დროსაც ის ეპიზოდურად დამაჯერებელი თამაშითაც გამოირჩეოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, „არსენალში“ გადასვლა მოუწია.

alexis-sanchez

8. დანი ალვესი („სევილიიდან“ 2008 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 23,5 მილიონი

2008 წელს ჯანლუკა ძამბროტა „ბარსელონადან“ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც „მილანში“ ჩაირიცხა, ამიტომაც კატალლოონიელთათვის განაპირა მცველის დამატება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხთი იყო. არჩევანი დანი ალვესის სასარგებლოდ მიიღეს. „ბლაუგრანასში“ ბრაზილიელმა შვილის ჩინებული სეზონი ჩაატარა და ყველაზე შესაძლო ტიტული მიიღო. 2014/15 წლების სეზონის ბოლო დანიმ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

Daniel Alves

7. არდა თურანი („ატლეტიკოდან“ 2015 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 23,80 მილიონი

განვლილი სეზონის შემდეგ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა. იმ შემთხვევაში, თუ მან არდა თურანის დონის ფეხბურთელის დამატება გადაწყვიტა, მაშინ ის მას ნამდვილად სჭირდება. „ატლეტიკოში“ ყოფნის პერიოდში თურქეთის ნაკრების გამორჩეულმა წევრმა არაერთი ტიტული მიითვალა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ARDA

6. მარკ ოვერმარსი („არსენალიდან“ 2000 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 25 მილიონი

ოვერმარსის კატალონიის დედაქალაქში ჩატარებული ყოველი სეზონი სხვა სეზონისგან განსხვავდებოდა. სადებიუტი წელს ჰოლანდიელი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო და 8 გოლიდან 4 გადამწყვეტ შეხვედრებში გაიტანა. ამის შემდეგ ოვერმარსი შემადგენლობაში ტრავმკების გამო ვერ ხვდებოდა, რომელთა გამოც 2004 წელს კარიერის დასრულება მოუწია…

over960_1218417904

5. დავიდ ვილია („ვალენსიიდან“ 2010 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 25 მილიონი

„ბარსას“ ძვირადღირებული ტრანსფერების ხუთეულს დავიდ ვილია ხსნის. „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ შემადგენლობაში გადასვლამდე ხუთი წლის განმავლობაში ის „ვალენსიის“ ფერებს იცავდა და ასზე მეტი გოლი გაიტანა. გოლების გატანა მას არც „ბარსაში“ შეუწყვიტავს, თუმცა ნახევარწლიანმა ტრავმამ მის მომავალზე დიდი გავლენა იქონია. სამწუხაროდ, ამ მიზეზით მან ევროპის 2012 წლის ჩემპიონატიც გამოტოვა, რომელიც „ფურია როხას“ ტრიუმფით დასრულდა.

David-Villa-Set-to-Regain-his-First-team-Place-With-La-Roja

4. სესკ ფაბრეგასი („არსენალიდან“ 2011 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 35 მილიონი

„არსენალში“ ესპანელს აღმერთებდნენ და მისი წასვლა არ სურდათ. თუმცა, სესკმა „მეთოფეთა“ გულშემატკივრებს იმედი გაუცრუა, როდესაც განაცხადა, რომ მშობლიური „ბარსას“ შემადგენლობაში თამაშზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობს. 2011 წელს მან ეს ოცნება აისრულა, მაგრამ გუნდის სრულყოფილ მოთამაშედ ჩამოყალიბება ვერ შეძლო, რის გამო ლონდონში დაბრუნება მოუწია. „არსენალის“ მაისურის ნაცვლად მან ამჯერად „ჩელსის“ სათამაშო ფორმა მოირგო.

Cesc+Fabregas+Barcelona+v+Getafe+CF+bi6y982ieBzx

3. ნეიმარი („სანტოსიდან“ 2013 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 48,5 მილიონი

ბრაზილიელისთვის ბრძოლაში „ბარსამ“ ყველას აჯობდა. ამავდროულად კლუბი დიდი რისკის წინაშე იყო, რადგან ნეიმერის ათამაშების გარანტია არ არსებობდა. ცოტა ხანში ბრაზილიელმა დაამტკიცა, რომ კლუბი არ შემცდარა

Neymar

2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი („ინტერიდან“ 2009 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 40 მილიონი + სამუელ ეტო’ო

ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ბარსაში“ 2009 წელს „ინტერიდან“ გადავიდა. შვედმა, სამწუხაროდ, თავის გამოჩენა დიდად ვერ შეძლო, რის გამოც იტალიაში დაბრუნება მოუწია. რა გახდა ამის მიზეზი? სჯობს, მის შესახებ იბრას ავტობიოგრაფიულ წიგნში შეიტყოთ

Zlatan+Ibrahimovic+Barcelona+v+Sporting+Gijon+YWqHZtRssyJx

1. ლუის სუარესი („ლივერპულიდან“ 2014 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 75 მილიონი

„ლივერპულში“ ბოლო სეზონში ურუგვაელმა 33 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. ამიტომაც, 2014 წელს „ბარსელონას“ მის სანაცვლოდ თავის ისტორიაში სარეკორდო თანხის გადახდა არ დაენანა. დისკვალიფიკაციის გამო ლუისი ოფიციალურ შეხვედრებში ოქტომბრამდე ვერ თამაშობდა, მაგრამ ამან მას გუნდის სეზონის შედეგების მიხედვით, გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად ჩამოყალიბებაში ხელი არ შეუშალა. სუარესის, მესისა და ნეიმარის ტრიომ მთელი ევროპა გააოცა. დიდი ალბათობით, ამ ტრიოს 11 აგვისტოს თბილისში ვიხილავთ.

Messi and Suarez

ვიდალს დანი ალვესთან კონკურენციის არ ეშინია

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ალეიშ ვიდალმა აღნიშნა, რომ მცველ დანი ალვესთან კონკურენციის არ ეშინია. როგორც მოთამაშემ აღნიშნა, კონკურენციის მას მხოლოდ გამოადგება.

„ვფიქრობ, განსაკუთრებით „ბარსელონას“ დონის კლუბში
კონკურენცია ყოველთვის საჭიროა, რადგან სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, მოდუნდე. შეიძლება, ალვესს სწორედ ეს მოუვიდა. ხალხი მას თამაშისთვის აკრიტიკებდა. ახლა კი ამ პოზიციაზე ორი მოთამაშეა, რომელსაც მაქსიმუმის ჩვენება შეუძლია“, – ციტირებს ვიდალს „მარკა“.

ფიფა-ს მიერ დაკისრებული სანქციების გამო, ვიდალი „ბარსას“ მაისურით თამაშს მხოლოდ 2016 წლის პირველი იანვრიდან მოახერხებს.

გვარდიოლას ბრაზილიის ნაკრების ჩაბარება სურდა

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას 2012 წელს ბრაზილიის ნაკრების ჩაბარება შეეძლო. ამის შესახებ “ბარსელონას” ბრაზილიელმა მცველმა დანიელ ალვესმა ისაუბრა, რომელსაც გვარდიოლა კატალონიურ გუნდში თავკაცობდა. საბოლოო ჯამში, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუიშ ფელიპე სკოლარი შეარჩია.

“პეპმა თქვა, რომ სურდა, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოეგო და ამის მისაღწევად სტრატეგიაც ჰქონდა შემუშავებული. ბრაზილიური ფეხბურთის ჩინოსნებს უცხოელი მწვრთნელის დანიშვნა არ სურდათ, რადგან არ იცოდნენ, როგორ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას ბრაზილია.

გვარდიოლა ამაზე ფიქრობდა. მას მართლაც სურდა ნაკრებში მუშაობა. მზად იყო, ხელფასზეც უარი ეთქვა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, მხოლოდ ბონუსი მიეღო. ჩვენ გვქონდა შანსი, გვყოლოდა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ზედმეტი ფინანსური ხარჯის გარეშე”, – დანი ალვესის კომენტარს ESPN-ის ბრაზილიური ბიურო აქვეყნებს.

 

დანი ალვესი: „ნეიმარმა დასკვნა უნდა გამოიტანოს“

ბრაზილიის ნაკრების მცველმა დანი ალვესმა აღნიშნა, რომ მისმა თანაგუნდელმა ნეიმარმა მოედანზე თავის მოქმედებებს ყურადღება უნდა მიაქრიოს. შეგახსენებთ, რომ ჩილეში მიმდინარე სამხრეთ ამერიკის თასზე ნეიმარმა ოთხმატჩანი დისკვლაიფიკაცია მიიღო, რაც ავტომატურად მისთვის ტურნირის დასრულებას ნიშნავს.

„ნეიმარს ვუთხარი, რომ მშვიდად უნდა იყოს და დასკვნა გამოიტანოს.

ყველაფრის მიუხედავად, მგონია, ის ზედმეტად დასაჯეს. იმ შემთხვვეაში, თუ მის ადგილას სხვა ფეხბურთელი იქნებოდა, ასეთი აჟოიტაჟი არ შეიქმნებოდა“, – განაცხადა ალესმა.

იმსაურებდა თუ არა ნეიმარი სასჯელს? – საკითხს მესი გამოეხმაურა

დანი ალვესი არ გამორიცხავს, რომ ბრაზილია სუსტი გუნდია

ბრაზილიის ნაკრების მცველმა დანი ალვესმა საკუთარი გუნდი კოლუმბიასთან მარცხის შემდეგ გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ გუნდები კოპა ამერიკას ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს და დუნგას შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით, 0:1 წააგეს. 

“შესაძლოა, ჩვენ არ ვართ კარგი გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ კლუბებში ვთამაშობთ” – განაცხადა “ბარსელონას” ფეხბურთელმა.

ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ბრაზილია ვენესუელას შეხვდება. მატჩი 22 ივნისს შედგება.

დანი ალვესი „კოპა ამერიკაზე“ დანილოს შესაცვლელად გამოიძახეს

მადრიდის „რეალის“ მცველი დანილო მოახლოებულ სამხრეთ ამერიკის თასზე თამაშს ვერ მოახერხებს. საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელმა მექსიკის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც ტურნირში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დროს გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

როგორც გაირკვა, დანილოს ადგილს „სელესაოს“ შემადგენლობაში „ბარსელონას“ მცველი დანი ალვესი დაიკავებს. ბრაზილიელთა თავკაცმა კარლოს დუნგამ კატალონიელთა მოთამაშე განაცხადში უკვე შეიყვანა.

იხილეთ ასევე: დანი ალვესი: „მესიმ მითხრა, რომ უნდა დავრჩე“

დანი ალვესი: „მესიმ მითხრა, რომ უნდა დავრჩე“

„ბარსელონას“ მცველმა დანი ალვესმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

„როგორც ამბობენ, ჩვენი ადგილი იქ არის, სადაც თავს კარგად ვგრძნობთ. ერთ მომენტში ეჭვი შემეპატარა, თუმცა შემდეგ ყველაფერი ავწონ-დავწონე და გადავწყვიტე, რომ აქ უნდა დავრჩე.

გულმა მიკარნახა, რომ არ უნდა წავიდე და ჩემი პარტნიორების დახმარება ჯერ კიდევ შემიძლია. ასეთი მეგობრული თანაგუნდელები ჯერ არ შემხვედრია. ჩვენ ძალიან მჭირდო კავშირი გვაქვს. ჩემს გადაწყვეტილებაზე ამ ფაქტორმაც იმოქმედა.

ლიონელ მესიმ მითხრა: „დანი, აქ უნდა დარჩე. უკეთესად თავს სად იგრძნობ?“

სეზონის დასაწყისში ლუის ენრიკე იმ მცირერიცხოვან ადამიანებს შორის იყო, რომელთაც ჩემი სჯეროდათ. მაშინ მან მითხრა, რომ სეზონის ბოლოს გამარჯვებას ერთად აღვნიშნავდით. ეს სიტყვები კარგად დამამხსოვრდა“, – განაცხადა ბრაზილიელმა.

დანი ალვესის მორიგი სიგიჟე (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას აკეთებს დანი ალვეში ბერლინში.