ჰენდერსონი: “ლივერპული დაუნდობელი უნდა გახდეს”

“ლივერპულის” ნახევარმცველის, ჯორდან ჰენდერსონის აზრით, მისმა გუნდმა თამაშის ხასიათი უნდა შეცვალოს, თუ პრემიერ ლიგის საუკეთესო კლუბთა ჩამონათვალში სურთ მოხვედრა.

“სამი გოლის გაშვება ასეთ მოკლე დროში – ძალიან ცუდია. ჩვენ გვჭირდება ბევრად მეტი პასუხისმგებლობა დაცვის ხაზში თამაშისას,”-ციტირებს გუნდის ოფიციალური საიტი ჰენდერსონის სიტყვებს.

“დარწმუნებული ვარ, ვარჯიშებზე ამ საკითხზე აუცილებლად ვიმუშავებთ. ჩვენს თამაშს მეტი აგრესია უნდა დავურთოთ. ასევე, უნდა განვიხილოთ მეტოქის შეტევის სტილი. კარგი შედეგისთვის, აუცილებელია, “ლივერპული” დაუნდობელი გახდეს”.

“დარჩენილია შვიდი თამაში, გვსურს ოთხეულში მოხვედრა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოლო ორ მატჩში დამარცხებამ სიტუაცია გაგვირთულა. ამის მიუხედავად, უნდა მოვიგოთ დარჩენილი ყველა მატჩი და ვნახოთ, რა მოხდება,”-შეაჯამა მერსისაიდელთა შემტევმა.

შეგახსენებთ, რომ “არსენალთან” დამარცხებით(4:1), “ლივერპული” ჩემპიონთა ლგიის ზონას რვა ქულით დაშორდა.

ჰენდერსონი: „არსენალმა“ მატჩი კარგად დაიწყო“

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა „არსენალთან“ წაგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„არსენალმა შეხვედრა კარგად დაიწყო. ამისთვის მზად ვიყავით. მეტოქეს უამრავი მომენტი შეექმნა. ვთვლი, რომ თამაშის სცენარის შეცვლა გამოგვივიდოდა, თუ მეორე ტაიმში სწრაფი გოლის გატანას მოვახერხებდით“, – განაცხადა მერსესაიდელთა შუახაზელმა.

ჰენდერსონი: „ლივეპრულში“ დარჩენა დიდი ხნით მსურს“

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა აღნიშნა, რომ „წითლებთან“ კონტრაქტის დიდი ხნით გახანგრძლივება სურს.

„ლივერპულში“ თამაშისგან სიამოვნებას ვიღებ, აქ დიდ ხანს დარჩენა მსურს. დიახ, ჩემი კონტრაქტის გარშემო ახლა ბევრი საუბარია, მაგრამ მე მშივიდად ვარ, აგენტსა და კლუბს ვენდობი. ნაკრებსა და კლუბში, უბრალოდ, ლამაზი თამაშის ჩვენება მინდა“, – განაცხადა ჰენდერსონმა.

ჰენდერსონი და “ლივერპული” ვერ თანხმდებიან

“ლივერპულის” ვიცე-კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა უარი თქვა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომელშიც ხელფასი კვირაში 80 ათასი ფუნტი გახლდათ.

მოქმედი კონტრაქტი, რომელიც კიდევ 18 თვეზეა გათვლილი, კვირაში 15 ათას ფუნტიან ხელფასს ითვალისწინებს. “ლივერპულს” ახალი შეთანხმების მიღწევის და გუნდში ახალი კაპიტნის შენარჩუნების იმედი აქვს.

მიუხედავად ხელფასის ამხელა ზრდისა, ჯორდანი იმედოვნებს, რომ კვირაში 100 ათასს ფუნტს მიიღებს.

“ბარსელონა” ჰენდერსონით დაინტერესდა

“ბარსელონა” “ლივერპულის” ნახევარმცველ ჯორდან ჰენდერსონით დაინტერესდა. ამის შესახებ კატალონიური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” იუწყება.

“ბლაუგრანას” სპორტულ დირექტორ არიედო ბრაიდას სურს, მერსისაიდულ გუნდთან კონტრაქტის ვადის გასრულებისას ჰენდერსონი “ბარსელონაში” მიიწვიოს.

ჯორდან ჰენდერსონს “ლივერპულთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის ივნისს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” 2016 წლის იანვრამდე ტრანსფერების განხოციელება აკრძალული აქვს.

ჰენდერსონმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 27 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

კოუტინიო და ჰენდერსონი „ბეშიქთაშთან“ ვერ ითამაშებენ

„ლივერპული“ „ბეშიქთაშთან“ ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩს დანაკარგით ხვდება. ხსენებულ შეხვედრაში მერსესაიდელებს ნახევარმცველები ფილიპე კოუტინიო და ჯორდან ჰენდერსონი ვერ დაეხმარებიან. როგორც ცნობილია, ორივე ფეხბურთელი ახლაც ტრავმირებულია.

გარდა ამისა, „წითლების“ შემადგენლობაში ვერც გლენ ჯონსონი და მამადუ სახო ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი „ლივერპულმა“ მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგო, როდესაც დანიშნული პენალტი მარიო ბალოტელიმ გაიტანა

ჰენდერსონი: „ვიცოდით, რომ რთული მატჩი გვექნებოდა“

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა „საუთჰემპტონთან“ მოგებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ეს დიდი გამარჯვებაა. ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გვექნებოდა. კოუტინიოს აღნიშვნა მსურს, მან მართლაც ჩინებული გოლი გაიტანა. საჭიროა, მოგებათა სერია გავაგრძელოთ და ჩვენი მიზნების შესახებ არ დავივიწყოთ“, – განაცხადა მერსესაიდელთა შუახაზელმა.

ბალოტელიმ ჰენდერსონს მადლობა გადაუხადა

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “ლივერპულმა” “ბეშიქთაში” მარიო ბალოტელის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პენალტის დარტყმას თავდაპირველად ჯორდან ჰენდერსონი აპირებდა, რომელსაც სტივენ ჯერარდის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური ჰქონდა მორგებული, თუმცა იტალიელმა თავდამსხმელმა ინგლისელ ნახევარმცველს ბურთი გამოართვა და თერთმეტმეტრიანის შესრულება საკუთარ თავზე აიღო. ბალოტელის ქმედებამ თანაგუნდელების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დანიელ სტარიჯი და ჰენდერსონი მარიოს საქციელით უკმაყოფილონი დარჩნენ, ჯერარდმა კი იტალიელი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ გააკრიტიკა.

თავად ბალოტელიმ შეხვედრის შემდეგ ჰენდერსონს მადლობა გადაუხადა.

“მადლობა ჰენდოს, პენალტის დარტყმის საშუალება რომ მომცა. კმარა ეპიზოდის დრამატიზება. ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ გუნდი და რაც მთავარია, ჩვენ ვართ “ლივერპული”. წინ, ბიჭებო”, – დაწერა სოციალურ ქსელში ბალოტელიმ.

მატჩის დასრულების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში ჰენდერსონმაც სცადა სიტუაციის განმუხტვა და ბალოტელი პენალტების გამოცდილ დამრტყმელად მოიხსენია.

“ბეშიქთაშსა” და “ლივერპულს” შორის განმეორებითი მატჩი სტამბულში, 26 თებერვალს გაიმართება.

 

ჯერარდი: “ბალოტელიმ ჰენდერსონის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა”

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “ლივერპულმა” “ბეშიქთაში” მარიო ბალოტელის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პენალტის დარტყმას თავდაპირველად ჯორდან ჰენდერსონი აპირებდა, რომელსაც სტივენ ჯერარდის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური ჰქონდა მორგებული, თუმცა იტალიელმა თავდამსხმელმა ინგლისელ ნახევარმცველს ბურთი გამოართვა და თერთმეტმეტრიანის შესრულება საკუთარ თავზე აიღო. ბალოტელის ქმედებამ თანაგუნდელების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დანიელ სტარიჯი და ჰენდერსონი მარიოს საქციელით უკმაყოფილონი დარჩნენ, ჯერარდმა კი იტალიელი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ გააკრიტიკა.

Sturridge - Balotelli  - Henderson

“პენალტი ჯორდანს უნდა დაერტყა. წესი წესია. მარიომ ცოტა იცელქა. კარგია, რომ გაიტანა, მაგრამ ლამაზი არ არის, როდესაც ფეხბურთელების კამათს უყურებ. ვფიქრობ, ჯორდანმა სიტუაცია სწორად შეაფასა. მან შეამჩნია, რომ მარიოს ძალიან უნდოდა გატანა. ჯორდანი იმ მომენტში განზე გადგა და მატჩის შემდეგ მიცემულ ინტერვიუშიც კარგად ისაუბრა.
ჯორდანი კაპიტანია, მარიომ კი მის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა. ისიც სათქმელია, რომ ბალოტელიმ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ამ პენალტის დარტყმა ექვს ან შვიდ ფეხბურთელს სურდა და ყველა რომ მისულიყო ბურთთან, რა მოხდებოდა?” – ჯერარდის სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

“ბეშიქთაშსა” და “ლივერპულს” შორის განმეორებითი მატჩი სტამბულში, 26 თებერვალს გაიმართება.

 

ბალოტელიმ ჰენდერსონს პენალტი არ დაარტყმევინა (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “ლივერპულმა” “ბეშიქთაში” მარიო ბალოტელის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პენალტის დარტყმას თავდაპირველად ჯორდან ჰენდერსონი აპირებდა, რომელსაც სტივენ ჯერარდის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური ჰქონდა მორგებული, თუმცა იტალიელმა თავდამსხმელმა ინგლისელ ნახევარმცველს ბურთი გამოართვა და თერთმეტმეტრიანის შესრულება საკუთარ თავზე აიღო. ბალოტელის ქმედებამ თანაგუნდელების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დანიელ სტარიჯი და ჰენდერსონი მარიოს საქციელით უკმაყოფილონი დარჩნენ, ჯერარდმა კი იტალიელი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ გააკრიტიკა.

რაჰიმ სტერლინგი და ჯორდან ჰენდერსონი “ნივეას” ახალ რეკლამაში

“ლივერპულის” ფეხბურთელები – ჯორდან ჰენდერსონი, რაჰიმ სტერლინგი და სიმონ მინიოლე “ნივეას” ახალ რეკლამაში გადაიღეს.

ძალიან უცნაური “საქმის გარჩევა” დიეგო კოშტასა და ჰენდერსონს შორის (ვიდეო)

20 იანვარს, ინგლისის ლიგის თასზე, “ლივერპულსა” და “ჩელსის” შორის გამართულ შეხვედრაში ჯონას ჰენდერსონსა და დიეგო კოშტას შორის სიტუაცია დაიძაბა.