ოფიციალურად: დენის სუარესი “ბარსელონას” ფეხბურთელია

“ბარსელონამ” დენის სუარესისა და “ვილიარეალის” კონტრაქტში არსებული პუნქტის ამოქმედება გადაწყვიტა, რომლის თანახმადაც კატალონიურ კლუბს ესპანელი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვს.

“ბლაუგრანამ” 3,250,000 ევრო გადაურიცხა “ვილიარეალის” ხელმძღვანელობას, რათა ტრანსფერი განეხორციელებინა.

ფეხბურთელის გამოსყიდვა ამიერიდან მხოლოდ 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი.

დენის სუარესს “ბლაუგრანას” მაისურით აქამდეც უასპარეზია – 2013/14 წლების სეზონში ის “ბარსა ბ-ს” რიგებში ირიცხებოდა. “ბარსელონას” შემდეგ სუარესმა თავი “სევილიასა” და “ვილიარეალში” გამოსცადა.

22 წლის ნახევარმცველი ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი კლუბის პირველი შენაძენია 2016/17 წლების სეზონისათვის.

ლოვრენი: “ფინალში გასვლა “ლივერპულის” სეზონს გადაარჩენს”

დეიან ლოვრენს სჯერა, რომ “ვილიარეალის” ბარიერის გადალახვდა და ევროპა ლიგის ფინალში გასვლა “ლივერპულის” სეზონს გადაარჩენს.

“საკმარისად ჭკვიანები უნდა ვიყოთ. ყველაფერი შესაძლებელია. ფანები, ისინი ჩვენგან უკეთესს თამაშს ელიან. უფრო ჭკვიანურად ვითამაშებთ.

თუ ფინალში გასვლასა და ტურნირის მოგებას მოვახერხებთ, ეს სეზონი წარმატებული გამოვა.” – განაცხადა ინგლისური გრანდის მცველმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი, რომელიც ესპანეთში გაიმართა, “ვილიარეალის” გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.

მორენო: “კლოპის წყალობით, მე საუკეთესო ფორმაში ვარ”

“ლივერპულის” ცენტრალური მცველი, ალბერტო მორენო თვლის, რომ ამჟამად ის კარიერის საუკეთესო ფორმაში იმყოფება, რასაც ის იურგენ კლოპის დამსახურებად მიიჩნევს.

“თავდაპირველად, ბრენდანთან ერთად ძალიან მიჭირდა. ის მე არ მენდობოდა. ვვარჯიშობდი, 100%-ით მზად ვიყავი, თუმცა ის ბევრს არ მათამაშებდა.

თუმცა, ბატონ კლოპთან მუშაობით ყველაფერი გამოსწორდა და ახლა საუკეთესო მდგომარეობაში ვარ, როგორშიც შესაძლოა ფეხბურთელი მოხვდეს.”

მორენომ “ვილიარეალთან” გასამართ მატჩზეც ისაუბრა: ” არ მიყვარს, როცა ფავორიტის იარლიყს გვაკრავენ. ნახევარფინალში ოთხივე გუნდი ფავორიტია.

ამ ეტაპზე გასვლა ძალიან რთული იყო. არ ვთვლი, რომ ფავორიტები ვართ.” – დაამატა ესპანელმა.

სოლდადო: “ევროპის ლიგის ფინალზე ვოცნებობთ”

“ვილიარეალის” თავდამსხმელმა, რობერტო სოლდადომ აღიარა, რომ გუნდის თითოეული ფეხბურთელი ახლა ევროპა ლიგის ფინალზე ოცნებობს. როგორც იცით, ამისათვის ესპანურ კლუბს მხოლოდ “ლივერპულის” ბარიერის გადალახვა ესაჭიროება.

“ვილიარეალისთვის” ფინალში გასვლა უდიდესი ჯილდო იქნება. ფინალში გასვლაზე ყველანი ვოცნებობთ. ნამდვილად გვჯერა ჩვენი შანსების, თუმცა ვიცით, რომ რთული იქნება.

ისინი ბურთს ძალიან კარგად ეპყრობიან. “ლივერპულს” დიდებული გუნდი ჰყავს, სწორედ ამიტომაც არიან ისინი ევროპა ლიგის ნახევარფინალში.

ხვალ, თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმმუმი უნდა გააკეთოს, რათა კარგ შედეგზე გავიდეთ. უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშოთ. ზეწოლას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და უბრალოდ უნდა ვისიამოვნოთ თამაშით.”

კლოპი: “ტიტულების მოგების ხასიათზე ვარ”

გამოცდილი სპეციალისტი, იურგენ კლოპი თვლის, რომ “ლივერპულში” არის საკმარისი ძალა, რაც ტიტულის მოგებისთვის არის საკმარისი. ეს განცხადება მან ევროპა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ გააკეთა.

“ვგრძნობ, რომ ამ კლუბში არის რაღაც ძალა. ეს ვიგრძენი მაშინ, როცა “ენფილდზე” “დორტმუნდს” ვეთამაშებოდით და მაშინ, როცა მატჩის წინ ქუჩებს ვაკვირდებოდი.

მჯერა, რომ არიან კლუბები, რომლებიც უფრო იგებენ ტიტულებს, ვიდრე სხვები. არ ვიცი ეს აზრი როგორ ჩამიჯდა გონებაში, თუმცა პირველად ეს “დორტმუნდში” ყოფნისას გავიაზრე. მაიკლ ცორკმა (“ბორუსიას” სპორტულმა დირექტორმა) მითხრა, რომ სანერვიულო არ იყოს ის, რომ “ლევერკუზენი” ჩვენს კისერზე იჯდა.

მან მითხრა, რომ ისინი ვერ მოიგებდნენ, რადგანაც ისინი არასდროს იგებენ და რომ “ბორუსია” იყო ის კლუბი, რომლებიც ტიტულებს იგებს. იგივეს ვგრძნობ “ლივერპულშიც” და ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებიც იგივეს გრძნობენ. ტიტულების მოგების ხასიათზე ვარ.”

ჰალილოვიჩის გადაბირებისთვის 3 ესპანური კლუბი იბრძვის

“ბარსელონას” ხორვატი ფეხბურთელი, ალან ჰალილოვიჩი, რომელიც ამჟამად “ხიხონში” იმყოფება, კლუბის გამოცვლას აპირებს. მისით კი რამოდენიმე დიდი კლუბია დაინტერესებული.

Goal-ის ინფორმაციით, ალანის აზრით “ხიხონი” მისთვის ძალიან პატარა კლუბია, რომელიც მის ამბიციებს არ შეესაბამება. ამიტომაც ის ზაფხულში სხვა კლუბის არჩევას აპირებს.

პერსპექტიული ფეხბურთელის გადაბირებით “სევილია”, “ვალენსია” და “ვილიარეალია” დაინტერესებული, თუმცა თავად ჰალილოვიჩისთვის, ისევე როგორც “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობისათვის, მთავარი არის ის, რომ მას რეგულარული სათამაშო დრო ჰქონდეს.

გარეთ ბეილის თამაში “მანჩესტერ სიტისთან” კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი დარწმუნებული არ არის, შეძლებს თუ არა კლუბის უელსელი ვინგერი “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში “ბლანკოსის” დახმარებას.

ფრანგი სპეციალისტის ცნობით, ბეილი, რომელსაც კუნთი აქვს დაზიანებული, “ვილიარეალთან” მატჩს გამოტოვებს: “გასული კვირიდან მოყოლებული ის დისკომფორტს გრძნობს.

“ვილიარეალთან” მატჩში ის ჩვენ ვერ დაგვეხმარება. იმედი გვაქვს, რომ საქმე მხოლოდ გადაღლილობასთან გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ ის მომდევნო მატჩში ჩვენს დახმარებას შეძლებს.” – განაცხადა ზიდანმა.

მარსელინო: “ზიდანის მოსვლით “რეალში” არაფერი შეცვლილა”

“ვილიარეალის” მთავარი მწვრთნელი, მარსელინიო თვლის, რომ ზიდანის მოსვლის შემდგომ მადრიდის “რეალში” პროგრესი არ შეინიშნება. შეგახსენებთ, რომ ზიდანმა “ბლანკოსი” იანვარში ჩაიბარა.

“ზიდანს კლუბის ჩაბარება ძალიან რთულ სიტუაციაში მოუწია. არამგონია კლუბს ბენიტესის წასვლის შემდეგ რაიმე სახის პროგრესი განეცადოს.

მე ვამბობ მხოლოდ იმას, რაც “რეალის” თამაშის ყურებისას შევნიშნე. “ბერნაბეუ” ულმობელია, რამეთუ კლუბმა ლა ლიგაც დაკარგა და კოპა დელ რეიც.”

ყველაფრის მიუხედავად, მარსელინოს არ სჯერა, რომ “ვილიარეალი” მესამე ადგილზე გასვლას შეძლებს: ” ეს შეუძლებელია. დიდი გუნდები ნახევარი ძალებით ახერხებენ მოგებას, ჩვენ კი ამისთვის 200%-ით დახარჯვა გვიწევს.”

“ვილიარეალის” ფეხბურთელმა ხიხონის “სპორტინგს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

10 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ვილიარეალმა” საკუთარ მოედანზე ხიხონის “სპორტინგი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ორივეჯერ მეტოქის კარი ბაკამბუბ დალაშქრა, თუმცა მისი მეორე გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა.

„ვილიარეალი“ ჩერიშევის დაბრუნებას შეეცდება – „მარკა“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი დენის ჩერიშევი, შესაძლოა, „ვილიარეალში“ დაბრუნდეს.

ესპანური გამოცემა „მარკას“ ინფორმაციით, იანვარში კლუბების ხელმძღვანელები რუსი ფეხბურთელის ტრანსფერს განიხილავენ. თავად მოთამაშეს სამუშაო ადგილის შეცვლა სურს, რადგან მადრიდში მას საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლება.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ ზაფხულში ჩერიშევის გაშვება იუარა, თუმცა ამჯერად, სავარაუდოდ, სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ბონერა კარიერას „ვილიარეალში“ გააგრძელებს

34 წლის იტალიელი მცველი დანიელე ბონერა „ვილიარეალში“ გადავიდა.

ესპანური კლუბის ოფიციალური საიტის დასტურით, მხარეებმა კონტრაქტი მიმდიანრე სეზონის ბოლომდე გააფორმეს.

ბონერამ კარიერაში იტალიის სერია ა-ში „ბრეშას“, „პარმასა“ და „მილანის“ რიგებში ჯამში 300-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ბონერამ 16-ჯერ ითამაშა.

ცნობისთვის, ივლისში ვეტერანი თავისუფალი აგენტი გახდა.

რა დაემართა რობერტო სოლდადოს “ვილიარეალში” პრეზენტაციის დროს (ვიდეო)

30 წლის ესპანელი თავდამსხმელი რობერტო სოლდადო “ვილიარეალში” წარადგინეს, სადაც მას კურიოზული რამ შეემთხვა. “ტოტენჰემის” ყოფილ ფეხბურთელს ბურთი გულშემატკივრებისათვის უნდა გადაეგდო, თუმცა ეს არ გამოუვიდა.