ბრიტანულმა გამოცემა Mirror-მა საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც ფეხბურთელების უცნაურ ფობიებზე საუბარი.
ფილ ჯონსი – ეშინია უცხო ქვეყნის ლიფტების
გაგიკვირდებათ, მაგრამ ფილ ჯონსი უცხო ქვეყანაში ყოფნისას ლიფტს საერთოდ არ იყენებს. ერთადერთი ქვეყანა, სადაც მას ლიფტში შესვლის არ ეშინია, ინგლისია.
“როდესაც პატარა ვიყავი, არდადეგებზე საბერძნეთში წავედით, სადაც ლიფტში გავიჭედე. იქ რამდენიმე საათით მომიწია ყოფნა, რაც საშინელება იყო”, – ამბობს “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი.
დენის ბერგკამპი – ფრენის შიში
ჰოლანდიელ ფეხბურთელს ფრენის შიში 1994 წელს გაუჩნდა, როცა ის ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად ამერიკაში მიემგზავრებოდა.
“მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავით ბევრჯერ მიმგზავრია, გეტყვით, რომ აღარსოდეს ვიფრენ”, – ამბობს ბერგკამპი.
დევიდ ბექჰემი – ბაყაყების შიში
რამდენიმე თვის წინ, დევიდ ბექჰემმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამაზონში ყოფნისას მომხდარ ამბებზეც ისაუბრა.
“ბაყაყმა შემაშინა. სიმართლეს გეტყვით, ბაყაყები საერთოდ არ მომწონს. ის ნარინჯისფერი იყო და როცა დავინახე, ავნერვიულდი”, – ამბობს ინგლისელი.
მეტ ჰოლანდი – ძაღლებისა და კატების შიში
“ვესტ ჰემის”, “ჩარლტონისა” და ირლანდისი ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ძაღლებისა და კატების ეშინია.
“სიმართლე გითხრათ, ბევრი ცხოველის მეშინია. ძაღლი ან კატა სახლში საერთოდ არ მყავს. რაც შეეხება ცხენს, ის ძალიან მიყვარს”, – ამბობს ჰოლანდი.
პიტერ კრაუჩი – სიმაღლეში მატების შიში
2002 წელს, “ასტონ ვილამ” “პორტსმუთიდან” პიტერ კრაუჩი შეიძინა, რომელსაც ახალ კლუბში საქმეები კარგად არ წაუვიდა, ტანმაღალ თავდამსხმელს გოლების გატანა უჭირდა.
ჟურნალისტებმა ამ საკითხთან დაკავშირებით, “ასტონ ვილას” მაშინდელ მწვრთნელს, ტეილორს მიმართეს, რომელმაც მათ ასეთი პასუხი გასცა: “პიტერ კრაუჩის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მას სიმაღლეში მომატების ეშინია.”