საუდის არაბეთის ნაკრების კაპიტანი: “ყველანი კარგად, უსაფრთხოდ ვართ”

რუსეთის ავიაკომპანიის კუთვნილ თვითმფრინავს, რომელშიც საუდის არაბეთის საფეხბურთო ნაკრები წევრები იმყოფებოდნენ, ფრენისას ცეცხლი გაუჩნდა. პრობლემის მიუხედავად, საბედნიეროდ, თვითმფრინავი აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.

“მინდა განვაცხადო, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც ფრენისას თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა, უსაფრთხოდ არის. ყველანი კარგად ვართ. ეს მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ბრალი იყო,” – აცხადებს ჰაუსაუი.

გეტყვით იმასაც, რომ საუდის არაბეთის ნაკრები როსტოვში მიემგზავრებოდა, სადაც მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის მეორე მატჩი უნდა ჩაეტარებინა ურუგვაელთა წინააღმდეგ.

საუდის არაბეთში მოთამაშე ფეხბურთელს “დების” გამო პატიმრობა ემუქრება (ვიდეო)

დებინგი მსოფლიოში გასულ წელს გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია ილეთია, რომელსაც ფეხბურთში ისეთი ვარსკვლავები იყენებენ, როგორიც პოლ პოგბა და ჯესი ლინგარდია.

საბედნიეროდ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები საუდის არაბეთში არ ცხოვრობენ, თორემ ამის გამო დიდი პრობლემები შეექმნებოდათ – მსგავსად “ალ ნოიომის” ფეხბურთელისა, რომელიც “დების” დროს ტელეკამერებმა დააფიქსირეს. ახლა კი ამ უკანასკნელს პატიმრობა ემუქრება.

BBC-ის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, მატჩის მიმდინარეობისას, როდესაც კომენტატორებმა ფეხბურთელის ეს მოძრაობა ნახეს, რამდენიმეჯერ გაიმეორეს: “არა, არა, არა”.

საუდის არაბეთში “დებინგის” კულტურას მკაცრად ებრძვიან, რადგანაც ეს მათთვის ნარკომანიასა და არალეგალურ კულტურას უკავშირდება. ამის გამო კი არაერთი ადამიანი დასჯილა საუდის არაბეთის მთავრობის მიერ.

კარიკატურა: არაბების ცვენა მსოფლიოს ჩემპიონატზე

ეგვიპტემ, მოროკომ, ტუნისმა და საუდის არაბეთმა რუსეთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მუნდიალზე ოთხი არაბული ქვეყანა იასპარეზებს.

ომარ მომანი აღნიშნულ ფაქტს ასე ეხმაურება.

 

საუდის არაბეთში “ბარსელონას” მაისურის ჩაცმის გამო შეიძლება, 15-წლიანი პატიმრობა მოგისაჯონ

საუდის არაბეთში “ბარსელონას” მაისურის ჩაცმის გამო შეიძლება, 15-წლიანი პატიმრობა მოგისაჯონ, თუ მასზე Qatar Airways-ის წარწერა იქნება დატანილი.

როგორც იცით, საუდის არაბეთმა კატართან შესაძლო საფრთხის გამო ყველანაირი კავშირი გაწყვიტა – დაიკეტა საზღვარი, გადაიდო ფრენები და გარდა ამისა, ქვეყანაში აკრძალული გახდა ამ ქვეყნის სახელის ხსენებაც.

როგორც იცით, სწორედ კატარის სახელი ფიგურირებს “ბარსელონას” მაისურებზე (2011 წლიდან). იმ შემთხვევაში კი, თუ რომელიმე ფანი საუდის არაბეთში ასეთ მაისურს ჩაიცვამს, მას შესაძლოა, 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ.

საუდის არაბეთში მატჩი შეაჩერეს, რათა მეკარეს თმა შეეჭრა

აბსოლიტური სიგიჟეა.

საუდის არაბეთში დაუჯერებელი რამ მოხდა უიქენდის მიმდინარეობისას – მატჩი იმის გამო შეჩერდა, რომ მეკარეს თმა შეეჭრა, რამეთუ ჩათვალეს, რომ მისი ვარცხნილობა შეურაცხმყოფელი იყო გარკვეული ჯგუფისათვის.

საუბედუროდ ჩვენთვის ჯერჯერობით არც მეკარის სახელი და არც იმ გუნდის ვინაობაა ცნობილი, რომელიც ამ მატჩში მონაწილეობდა. თუმცა ვიდეო თავის სათქმელს თავად ამბობს.

მატჩი შეჩერდა მაშინ, როცა ერთმა კაცმა მეკარის ვარცხნილობას შეუტია. ძალზედ სულელი უნდა იყო იმის გასაგებად, თუ მეკარის ვარცხნილობის რომელი ნაწილი მიიჩნიეს შეურაცხმყოფელად, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე მოხდა.

მეკარე არჩევანის წინაშე დადგა: ან უნდა გასულიყო მოედნიდან, ან თმა უნდა შეეჭრა. მან მოედანზე დარჩენა გადაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეპიზოდში საუდის არაბეთის ფეხბურთის ასოციაციის ავტორიტეტული პირებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ეს ვარცხნილობა ანტი-ისლამური იყო.

იხილეთ ვიდეო:

რას აკეთებს საუდის არაბეთის ნაკრების ფეხბურთელი, როცა მისი თანაგუნდელი ტრავმირებულია (ვიდეო)

14 იანვარს, აზიის თასზე, საუდის არაბეთისა და კორეის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში კორეელმა ფეხბურთელმა მეტოქე დაამტვრია. ამის შემდეგ კი კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს.

12 წლის ბიჭი ჩინელ მეკარეს პენალტის მოგერიებაში დაეხმარა (ვიდეო)

10 იანვარს, აზიის თასზე, ჩინეთის ნაკრებმა საუდის არაბეთი მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის 62-ე წუთზე საუდის არაბეთის ნაკრების ფეხბურთელს ნაიფ ჰაზაზის პენალტის დარტყმის საშუალება მიეცა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. იქამდე სანამ პენალტს შეასრულებდნენ, ჩინელ მეკარე ვანგ დალეის 12 წლის ბიჭმა უკარნახა, თუ რომელ კუთხეში დაარტყამდე მისი მეტოქე ბურთს.

ოქრიაშვილი: “მიხარია, რომ ამ წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანე”

როგორც იცით, 29 მაისს საქართველოს ნაკრებმა საუდის არაბეთთან ამხანაგური მატჩი გამართა და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა. შეხვედრაში პირველი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა, ხოლო მეორედ საუდის არაბეთის კარი ვლადიმერ დვალიშვილმა აიღო, რომელსაც საგოლე გადაცემა პირველი გოლის ავტორმა გაუკეთა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ის მოპოვებული გამარჯვებით გახარებულია.

“მიხარია,რომ დღეს საქართველოს ნაკრებმა მოიგო. რთული სეზონის მიუხედავად ყველას მიზანია, რომ ეროვნულ გუნდში წარმატებით ითამაშოს. საუდის არაბეთთან იოლი თამაში არ გამოვიდა, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. მიხარია, რომ ამ წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ეს ჩემი მეორე სანაკრებო გოლი იყო,დარწმუნებული ვარ ამხანაგური თამაშები დაგვეხმარება,რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დავიწყოთ. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს,ვინც ყოველთვის გვერდში გვიდგას და გვამხნევებს. დიდი მოლოდინი მაქვს ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპისადმი”, – ამბობს თორნიკე.

GFF.GE

ეროვნულ ნაკრებს კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველო – საუდის არაბეთის ამხანაგურ მატჩამდე ეროვნულ ნაკრებს კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. დავით კვირკველია საქართველოს თასის ფინალში მიღებული მსუბუქი ტრავმის მიუხედავად, 23 მაისიდან ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა. ბოლო ორ საწვრთნელ პროცესში კი, მონაწილეობა არ მიუღია. მედიკოსთა გადაწყვეტილებით, ფეხბურთელმა ესპანეთი დატოვა და თბილისში გაემგზავრა. გუნდთან ერთად აღარ არის ნიკა გელაშვილი, რომელმაც ვარჯიშზე  მიკროტრავმა მიიღო. ამ ცვლილებების შემდეგ, საუდის არაბეთთან ნაკრები 22-კაციანი შემადგენლობით დარჩა.  მცირე ტრავმა აქვს მურთაზ დაუშვილსაც, რომელმაც ვარჯიში გამოტოვა. უკვე ცნობილია, რომ პოლონური “იაგელონიას” ქართველი მცველი – გიორგი ფოფხაძე ნაკრებს მეორე ამხანაგური შეხვედრისთვის შვეიცარიაში შეუერთდება. ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა – გურამ კაშიამ მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

გურამ კაშია: „ყველა ქვეყანაში ახალი დამთავრებულია საფეხბურთო სეზონი და ფეხურთელები რთული სეზონის შემდეგ გადაღლილები ვართ, თუმცა, ნაკრებთან ერთად ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა. ეს ორკვირიანი პერიოდი მწვრთნელთან, ერთმანეთთან ურთიერთობისა და გამოცდილებისთვის უნდა გამოვიყენოთ. რაც შეეხება ჩვენ მეტოქეებს, მათ წინააღმდეგ არასდროს მითამაშია. ასევეა ჩემი  თანაგუნდელების უმრავლესობაც. ვნახეთ ვიდეოები და ვიცით, რა სტილის გუნდს ვეთამაშებით.

როდესაც ნაკრები თამაშობს, გულშემატკივარი ყოველთვის შედეგს ელოდება, თუმცა ჩვენი მიზანი იქნება, შედეგთან ერთად კარგი თამაშიც ვაჩვენოთ. გუნდში არაერთი ახალგაზრდაა და უნდა აღინიშნოს, რომ  მწვრთნელებს და გამოცდილ მოთამაშეებს სწორედ მათი იმედი გვაქვს. კარგი თაობა მოდის და მათთან შეთამაშების შემდეგ, ვფიქრობ, უკეთესი შედეგი გვექნება. მინდა წარმატება მივულოცო საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს.  მოულოდნელობებით სავსე გუნდია! უკვე ორი წელია წარმატებით და   სტაბილურად თამაშობენ. მე ვიცი, რას წარმოადგენს ამ ასაკში ჰოლანდიის ნაკრები. ჩვენმა გუნდმა კი, ის დაამარცხა და ჯგუფში ჩატოვა. ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ საკუთარ ასაკში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. თავდაჯერებულები არიან და იმედი მაქვს, რომ 30 მაისს მათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას კიდევ ერთხელ მივულოცავ”.

საქართველო – საუდის არაბეთის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ქალაქ ხერესში 29 მაისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ტელერეპორტაჟს არცერთი ქართული ტელეარხი არ გეგმავს. მის ჩვენებას SAUDI TV უზრუნველყოფს. ონლაინ ყურებისთვის საჭირო ლინკს კი, მოგვიანებით შეგატყობინებთ.

დაბოლოს, დღევანდელი მატჩის წინ, ეროვნული ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი) გიორგი ნადირაძე („სპარტაკი” ცხინვალი);

მცველები: უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლევან კაკუბავა („სპარტაკი“ ცხინვალი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გიორგი ხიდეშელი („დინამო“ თბილისი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე „დნიპრო“, უკრაინა), ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი), მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („ჩერნომორეცი“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი პაპავა („დინამო” თბილისი), ლევან ხმალაძე („ჩიხურა”,საჩხერე);

თავდამსხმელები: ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), ოთარ მარცვალაძე („დინამო“ თბილისი) ვლადიმერ დვალიშვილი (“ლეგია” ვარშავა).

სფფ-ის პრესსამსახური
ესპანეთი

წლის ყველაზე კურიოზული აცილება?

24 მაისს, საუდის არაბეთისა და მოლდოვის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (0:4), საუდის არაბეთის ფეხბურთელმა ძალიან ხელსაყრელი მომენტის გამოყენება ვერ მოახერხა.

საუდის არაბეთში გატანილი გასაოცარი გოლი

საუდის არაბეთში, ერთ-ერთი მატჩის მიმდინარეობისას, ულამაზესი გოლი გავიდა.