პოლონეთის თასზე “კორონამ” “არკა” 2:1 დაამარცხა: სამივე გოლი ქართველებმა გაიტანეს

პოლონეთის თასის ნახევარფინალის მატჩი ერთმანეთს კიელცეს “კორონა” და გდინიას “არკა” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ანგარიშით, 2-1 დასრულდა. საგულისხმოა, რომ სამივე გოლი ქართველებმა გაიტანეს.

“კორონას” შემადგენლობაში იმყოფებოდა ნიკა კაჭარავა, რომელმაც დუბლი შეასრულა: მან მე-14 და 69-ე წუთებზე აიღო გდინიელების კარი. ხოლო, “არკადან” ერთი ბურთი ასევე ქართველმა შემტევმა, ლუკა ზარანდიამ 81-ე წუთზე გაქვითა.

გეტყვით, რომ განმეორებითი შეხვედრა 17 აპრილს უკვე ბალტიის ზღვისპირა ქალაქ, გდინიაში გაიმართება.

მოდრიჩი: “გვინდა, ლა ლიგაში გულშემატკივარს ქამბექი შევთავაზოთ”

23 დეკემბერს მადრიდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” ლა ლიგის მეცხრამეტე ტურში დაუპირისპირდება.

წიანსამატჩოდ ჟურნალისტებს ლუკა მოდრიჩი ესაუბრა.

“გვინდა, ლა ლიგაშიც დავიწყოთ კარგად თამაში. ვაპირებთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ქამბექი შევთავაზოთ ჩვენს გულშემატკივარს. დამატებით, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგისთვისა და კოპა დელ რეისთვისაც ვიბრძოლებთ. ახლა კარგ ფორმაში ვართ. გვიხარია, რომ ასეთი დიდი მატჩი შობამდეა.  მზად ვართ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ.”

“ერთიანობა  აღნიშნულ მატჩში მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ, აუცილებელია, შევიკრათ და “ბარსელონას” დიდი სივრცეები არ მივცეთ. ხოლო, თუ საწინააღმდეგო მოხდება, ისინი აუცილებლად დაგვსჯიან,” – აცხადებს მოდრიჩი.

“არკამ” “სლასკს” სტუმრად მოუგო – ზარანდია სათადარიგოზე დარჩა

დღეს პოლონეთში, ექსტრაკლასას მე-16 ტურის მატჩები გაიმართა.

ვროცლავში, “სტადიონ მიეისკიზე” ადგილობრივი “სლასკი” გდინიას “არკას” დაუხვდა. დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში 45-ე წუთზე ლუკაშევიჩმა გახსნა და “არკა” დააწინაურა. მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე ზბოზიენმა გამოიჩნა თავი და “ყვითელ-ლურჯების” უპირატესობა ორბურთიანი გახდა. თუმცა, 67-ე წუთზე ტარასოვმა მინიმუმამდე შემაცირა ჩამორჩენა. ამის შემდეგ აღარაფერი შეცვლილა და გდინიას გუნდმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვა.

მოგეხსენებათ, “არკას” ღირსებას იცავს საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემტევი, ლუკა ზარანდია. სამწუხაროდ, იგი დღეს სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ისე კი, გეტყვით, რომ 21 წლის ფეხბურთელს, ამ სეზონში, ქვეყნის ჩემპიონატში სულ ხუთი შეხვედრა (75 წუთი ჯამში) აქვს ნათამაშები.

“არკა” ამჟამად 22 ქულით მერვე პოზციას იკავებს.

“რეალს” “ეიბართან” შეხვედრაში არც ნავასი და ვარანი ეყოლება

მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის მეცხრე ტურის შეხვედრას “ეიბართან” ჩაატარებს. აღნიშნულ დაპირისპირებაში “ბლანკოსს” კეილორ ნავასი და რაფაელ ვარანი ვერ დაეხმარებიან. ეს ფეხბურთელები ხუთშაბათს გამართულ ვარჯიშზე განმარტოვებით ირჯებოდნენ.

გარეთ ბეილი, მატეო კოვაჩიჩი და დანიელ კარვახალი ისევ ლაზარეთში იმყოფებიან.

ხუთშაბათს განცალკევებით ვარჯიშობდა და შემდეგ გუნდს შეუერთდა მთავარი მწვრთნელის შვილი, ლუკა ზიდანი. მეკარემ, როგორც ჩანს, დაზიანება მოიშუშა. ამავე დროს, ძირითად გუნდთან ერთად არის 17 წლის კიპერი, მოჰა რამოსი, რომელიც გასულ ტურში, “ხეტაფესთან” და “ტოტენჰემ ჰოტსპურთან” სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ხორვატიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს

ევრო 2016-ის დასრულების შემდეგ, ხორვატიის კაპიტნმა, დარიო სრნამ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ხორვატების ახალი კაპიტანი მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი იქნება, რომელიც მისი ეროვნული გუნდის მთავარი დირიჟორია.