დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (26 იანვარი)


ნიანგი პრემიერ ლიგაში გააგრძელებს კარიერას


როგორც ცნობილი ხდება, ინგლისური “უოტფორდის” ხელმძღვანელებმა “მილანის” ფორვარდი, მ’ბაიე ნიანგი დაიმატეს. ახალგაზრდა ფეხბურთელი უოლტერ მაცარის გუნდს სეზონის ბოლომდე დაეხმარება.

22 წლის ნიანგმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 18-ჯერ მოირგო “როსონერის” მაისური, თუმცა, ამ დროის მანძილზე მან მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა. ამ შედეგმა კი იტალიური კლუბის უფროსები ვერ დააკმაყოფილა და მისი ტრანსფერზე დაყენება გადაწყვიტეს.


ჰალილოვიჩი “ლას პალმასში” ითამაშებს


საქართველო

“ლას პალმასის” ხელმძღვანელები ოფიციალურად ადასტურებენ ალენ ჰალილოვიჩის ტრანსფერის განხორციელებას. ხორვატი ფეხბურთელი გრან კანარიარულ კლუბში მომდევნო 18 თვის მანძილზე, იჯარის წესით ითამაშებს.

როგორც იცით, 20 წლის ფეხბურთელი გასულ ზაფხულს “ბარსელონადან” “ჰამბურგში” გადაბარგდა, თუმცა გერმანულ ბუნდესლიგაში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და უკან, ესპანეთში დაბრუნდა.


ადრიან რამოსი ზაფხულში “ბორუსიას” დატოვებს


დორტმუნდელების ოფიციალური გევრდი იტყობინება, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი, არენდის პერიოდის დასრულების შემდეგ, ივნისში ჩინურ “ჩონგქინგ ლიფანში” გადავა. 31 წლის სპორტსმენი ხელფასის სახით წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს.

მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ადრიან რამოსს დორტმუნდის “ბორუსიაში” არც ისე დიდი სათამაშო დრო ეძლეოდა. იგი იშვიათად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში. სწორედ ამიტომ, რამოსი ნახევარწლიანი იჯარით “გრანადაში” გადავიდა.


ეტო’ო შესაძლოა, რუსეთში დაბრუნდეს


საქართველო

ძალიან დიდია შანსი იმისა, რომ 35 წლის კამერუნელმა ფეხბურთელმა, სამუელ ეტო’ო საფეხბურთო კარიერა რუსულ პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი “ამკარის” რიგებში გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ ეტო’ო ამჟამად თურქული “ანტალიასპორის” ღირსებას იცავს, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს კამერუნელის შენარჩუნებას. თუმცა, ეტო’ოს მიერ გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი პოსტი, სადაც მას ხელში მისი სახელი და გვარით გაფორმებული “ამკარის” მაისური უჭირავს, თურქებისთვის ყველაფერს თავდაყირა აყენებს.


“ჩელსი” ახალი მეკარის დამატებას აპირებს


The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს მეკარის პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრი.

ბრიტანული პრესის ცნობით, ანტონიო კონტე ბეგოვიჩისა და ტიბო კურტუას პოტენციურ შემცვლელებად კრეიგ გორდონს (“სელტიკი”), დიეგო ლოპესსა (“ესპანიოლი”) და ფერნანდო მუსლერას (“გალათასარაი”) განიხილავს.


რანოკიამ ინგლისური გუნდები დააიგნორა


La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებულ ბოლოდროინდელ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, პრემიერ ლიგური გუნდების სამიზნე, ანდრეა რანოკია “ინტერის” დატოვებას არ აპირებს.

როგორც იცით, რანოკიას გადაბირების სურვილი ღიად ორმა ინგლისურმა კლუბმა, “სუონსიმ” და “ჰალ სიტიმ” გამოთქვეს. თუმცა, როგორც ჩანს, 28 წლის მცველი ზამთარში სერია ა-ს არ დატოვებს.

დორტმუნდის „ბორუსია“ ოც მილიონს ითხოვს

„კრისტალ პალასი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელით ადრიან რამოსით დაინტერესდა.

როგორც ცნობილია, ორივე კლუბის წარმომადგენლები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და შესაძლო ტრანსფერის დეტალები განიხილეს. გერმანელებმა რამოსის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მოითხოვეს (16 მილიონი ფუნტი). ინგლისური კლუბი ნაკლები თანხის გადახდას იმედოვნებს, რის გამოც მხარეები მოლაპარაკებას აგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ რამოსი დორტმუნდელებს გასულ ზაფხულში შეუერთდა – აქამდე ის ბერლინის „ჰერტას“ ფერებს იცავდა..

ადრიან რამოსს ბრაზილიის არ ეშინია

როგორც მოგეხსენებათ, წინა დაპირისპირებაში კოლუმბიამ ურუგვაის 2-0 სძლია.  ამ თამაშიდან გამომდინარე, კოლუმბიელთა ფორვარდს, ადრიან რამოსს სავსებით არ ეშინია ბრაზილიის. მისი თქმით, მათ შეუძლიათ, დაამარცხონ ჩემპიონატის მასპინძელი და ფავორიტი ბრაზილიის ნაკრები.

ადრიან რამოსი ჟურნალისტებთან აცხადებს:

“ჩვენ სავსებით არ გვეშინია ბრაზილიის. მეტიც, ჩვენ გამარჯვებაზე ვითამაშებთ, რადგან  გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ხამეს როდრიგესი და კუადრადო.  უნდა გავაგრძელოთ მუშაობა რათა წარმატებას მივაღწიოთ”.

 

კლობი: “რამოსს დორტმუნდში განვითარების საშუალება ექნება”

დორტმუნდის “ბორუსიას” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თავისი კლუბის ახალ შენაძენზე, ადრიან რამოსზე ისაუბრა.

28 წლის კოლუმბიელი, რომელიც მიმდინარე სეზონში “ჰერტას” მაისურით წარამტებულად ასპარეზობს, “ბორუსიას” ზაფხულში შეუერთდება.

“რამოსი ძალიან კარგი მოთამაშეა, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს. მოედანზე ის ბევრს მუშაობს და გადამწყვეტ მომენტში ყოველტვის ინარჩუნებს სიმშვიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ დორტმუნდში მას განვითარების საშუალება ექნება” – განაცხადა კლოპმა.

“ბორუსიამ” რამოსის ტრანსფერი ოფიციალურა დაადასტურა

ბერლინის “ჰერტას” 28 წლის ფორვარდი ადრიან რამოსი კარიერას დორტმუნდის “ბორუსიაში” გააგრძელებს. გერმანიის ვიცე-ჩმპიონის პრესსასმახურის ცნობით ტრასნფერი 1 ივლისს შედგება და ფეხბურთელი ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტრანსფერის დეტალები არ გახმაურდება, თუმცა გერმანული პრესის ცნობით “ბორუსიამ” ბერლინურ კლუბს 11 მილიონი ევრო გადაუხადა.

ადრიან რამოსი დორტმუნდში?

ბერლინის ჰერტას ფეხბურთელი ადრიან რამოსი დიდი ალბათობით დორტმუნდის ბორუსიაში გადავა,მისი სატრანსფერო ღირებულება კი დაახლოებით  € 10 მილიონი იქნება.

შეგახსენებთ რომ დორტმუნდის ბორუსიას ამჟამინდელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მომავალი სეზონიდან მიუნხენის ბაიერნში იასპარეზებს,რამოსს კი მის შემცვლელად მოიაზრებენ.