ისკო: “შეცდომები? კონცენტრაციის ნაკლებობა და პოზიციების დაკარგვა”

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ესპანეთმა მაროკოსთან ფრე, 2-2 ითამაშა. “ფურია როხას” მხრიდან პირველი გოლის ავტორი ისკო ალარკონი გახდა, რომელმაც, ასევე, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს ჯილდო მოიპოვა. მან დაპირისპირების შემდეგ, კომენტარი გააკეთა.

“საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ. ბედნიერად ვგრძნობ თავს, რადგან ჯგუფში პირველ ადგილზე დავასრულეთ თამაში. სწორედ ეს გვინდოდა. შესაძლოა, სხვა, მატჩისშემდგომი გრძნობები უფრო გვესიამოვნებოდა, თუმცა დაპირისპირების შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ფაზაში გადავედით. ეს ძალიან გასახარია. სიმართლე რომ გითხრათ, ნაკრებში თამაშის რწმენა განმიმტკიცდა. თუმცა, ჯერ არაფერი მოგივიგია; სულ ცოტა ხნის წინ კი, ურთულესი შეხვედრა გვქონდა. შესაძლოა, ეს იმის ბრალია, რომ ბოლომდე კონცენტრირებულნი არ ვიყავით. ასევე, პოზიციური შეცდომებიც დავუშვით. სწორედ ესენია ის ასპექტები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ,” – ამბობს ალარკონი.

ფერნანდუ სანტუშის კომენტარი ირანთან მატჩის შემდეგ

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პორტუგალიამ ირანთა ფრე გააგორა, ხუთი ქულა მოაგროვა და მეორე ადგილით მერვედფინალში გავიდა, სადაც ურუგვაის დაუპირისპირდება.

მატჩის შემდეგ ევროპის მოქმედი ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ახლა ყველაზე მთავარი რამ მერვედფინალზე ფიქრია. აუცილებელია, კარგად შევისწავლოთ ჩვენი მოწინააღმდეგე, ხოლო ამის შემდეგ კი, ფიზიკურად და მენტალურად მომზადებულნი გავიდეთ მოედანზე, მიუხედავად იმისა, ურუგვაია ჩვენი მეტოქე თუ მასპინძელი. ეს ორი სხვადასხვა სიტუაციაა. მასპინძლებს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ თამაშის დროს, მატჩის დროს. მათ ძალიან კარგად იასპარეზეს ჯგუფურ ეტაპზე. რაც შეეხება ურუგვაის, ის შესანიშნავი ნაკრებია, რომელსაც მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს. თუმცა, გვაქვს ჩვენი იარაღი და ვეცდებით მეტოქის დამარცხებას,” – ამბობს სანტუში.

ინიესტა ლოპეტეგის გაგდებაზე: “ეს უსიამოვნო იყო, თუმცა წარსულში დარჩა”

20 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ესპანეთი ირანს დაუპირისპირდება. “ფურია როხას” ასაკოვანმა ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ წინასამატჩოდ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ლოპეტეგის გაგდება? ეს იყო ის მომენტი, რომლის უკან მოტოვებაც გვსურს. ის ხანმოკლე პერიოდი არავისთვის იყო სასიამოვნო. ახლა კი მხოლოდ ჩვენს მიზანზე ვართ კონცენტრირებულნი. ჩვენ გვწამს, რომ მხოლოდ ასე მივაღწევთ წარმატებას. პორტუგალიის წინააღმდეგ შეხვედრა ადვილი არ იყო. თუმცა, იქ ვაჩვენეთ, რომ ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ.

არ მსურს აქ გაჩერება. წინ სვლა მინდა. ირანი ადვილი მეტოქე არ იქნება, თუმცა, თუ მოვიგებთ, კარგ მდგომარეობაში ვიქნებით. დაცვაში მშვენიერ ბარიერს ვქმნით. უნდა დავიცვათ ბალანსი ყველა რგოლში. ეს ნებისმიერ გუნდს სჭირდება. გეტყვით, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებიდან, რამდენიმე გვყავს. ჩვენი ოცონება მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ ერთხელ მოგებაა. ეს რთულია, თუმცა ამისთვის აუცილებელია კონცენტრაცია მცირე ნაბიჯებზე – ამჯერად, ირანზე,” – ამბობს ინიესტა.

ირანის მწვრთნელი: “ესპანეთის მსგავსი სუპერმენები არ გვყავს, თუმცა სუპერსაქმის გაკეთება შეგვიძლია”

20 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ესპანეთის ნაკრები ირანს დაუპირისპირდება. აზიელთა პორტუგალიელმა მწვრთნელმა, კარლუშ კეირუშმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ჩვენ ესპანეთის ფეხბურთელების მსგავსი სუპერმენები არ გვყავს, თუმცა სუპერსაქმის გაკეთება შეგვიძლია. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ ისაა, რომ  ჩემი ფეხბურთელები მიდნორზე მოტივირებულნი და კონცენტრირებულნი შევიდნენ. ისინი პოზიტიურ განწყობაზე უნდა იყვნენ. ვერაფერს ვიტყვი ისეთ ფეხბურთელებზე, როგორებიც ისკო, ასენსიო და ინიესტა არიან. თუ ისინი არ ითამაშებენ, სხვა გამოვა მინდორზე.

რაც ლოპეტეგისთან დაკავშირებით მოხდა,  ძალიან იშვიათია. ეს ჩემთვის ირონიულია. თუმცა, იეროს კარგად ვიცნობ. ის იდეალური პიროვნებაა იმისთვის, რომ გახლეჩილი ესპანეთი გააერთიანოს. მისი გუნდის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნება. ხოლო, თუ გეტყვით, როგორ ვითამაშებთ ხვალ მათ წინააღმდეგ, ეს ჩვენ ნამდვილად არ წაგვადგება. აქ ვართ იმისთვის, რომ სხვებს კონკურენცია გავუწიოთ. ვიცავთ ჩვენი ნაკრების ფერებს!” – ამბობს კეირუში.

ფერნანდო იეროს წინასამატჩო პრესკონფერენცია ირანთან შეხვედრამდე

20 ივნისს მსოფლიოს ჩეპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ესპანეთი ირანს დაუპირისპირდება. “ფურია როხას” მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო იერომ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“კარვახალი კარგად გრძნობს თავს. ის გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. დანიმ რეაბილიტაცია დაასრულა. ახლა მთავარია, პორტუგალია დავივიწყოთ და მხოლოდ ირანზე ვიფიქროთ. ეს ჯგუფის მეორე შეხვედრაა, რომელიც ძალიან სახიფათო იქნება. წარსულით არ ვცხოვრობთ, ვაანალიზებთ, ჩვენს გონებაში ვინახავთ იმას, რაც ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ და ახალი თამაშისთვის ვემზადებით. კარლუშ კეიროშს კარგად ვიცნობთ (ირანის მწვრთნელი მადრიდის “რეალში” თამაშობდა, ავტ.). ის ირანის მწვრთნელად უკვე, შვიდი წელია მუშაობს და, რაც მთავარია, საქმე კარგად გამოსდის. მას ვესაუბრე და ეს ჩემთვის სასიამოვნო იყო. ირანი როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში მაღალ დონეზეა: მათ ბოლო 37 მატჩში ცოტა გოლი გაუშვეს და საკმაოდ ბევრი გაიტანეს,” – ამბობს იერო.

კეიროში: “ფიფამ მესის თამაში უნდა აუკრძალოს, სანამ ამას არ დაადგენენ”

ირანის ეროვნული ნაკრების კარლუშ კეირუშმა “ბარსელონას” სუპერვარსკვლავზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ მესი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. ის ამ ქვეყნიდან არ არის. ადამიანი რომ ყოფილიყო, ფეხბურთის ასე თამაშს ვერ შეძლებდა.

როგორც წესი, წაგება ნამდვილად არ მიყვარს, მაგრამ არგეტნინასთან წაგებულმა მატჩმა ჩემზე სხვანაირად იმქომედა. მაგიური გრძნობაა, ხვდები, რომ ფეხბურთი კვლავ ცოცხალია და უმაღლეს დონეს აღწევს.

ნამდვილად ვფიქრობ, რომ ფიფამ მესის ფეხბურთის თამაშის საშუალება არ უნდა მისცეს, სანამ არ დაადგენს, რომ ნამდვილად ადამიანია – ის ზედმედატ კარგია, ადამიანი რომ იყოს,” – აცხადებს ირანის ნაკრების თავკაცი.

რიო 2016: ნეიმარის სიმულანტობა ერაყის ნაკრებთან მატჩში (ვიდეო)

გუშინ, რიოს ოლიმპიადის მეორე ტურის მატჩები გაიმართა ვაჟთა ფეხბურთში. სამხრეთ აფრიკის ოლიმპიურ გუნდთან საყაიმო ანგარიშით დასრულებული მატჩის შემდეგ, ბრაზილიელთა მეტოქე ირანის ოლიმპიური ნაკრები უნდა ყოფილიყო.

აღნიშნულ მატჩში ნეიმარის გუნდს გამარჯვება ესაჭიროებოდა, რისთვისაც “ბარსელონას” ფორვარდი ყველაფერს აკეთებდა – სიმულანტობდა კიდეც. მაგრამ, საბოლოო ჯამში მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

საქართველოს 17-წლამდელებმა ირანელ თანატოლებს მოუგეს

„განვითარების“ თასის მეშვიდე-მერვე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ირანელ თანატოლებს მოუგო. შეხვედრა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა – ვასილ მაისურაძის გუნდმა მეტოქეს მინიმალური სხვაობით, 1:0 სძლია. ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე თავის ანგარიშზე ლუკა სილაგაძემ ჩაიწერა.

ხვალ 17-წლამდელები ტურნირის ბოლო შეხვედრას გამართავენ, რომელშიც ლიტვის 17-წლამდელთა ნაკრებთან მეშვიდე ადგილს გაათამაშებენ.

ირანელმა მეკარემ სასწაული პასი გააკეთა (ვიდეო)

20 მაისს, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე “ნაფთ თეირანმა” საკუთარ მოედანზე “ალ აჰლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, “ნაფთ თეირანის” მეკარემ, ალირეზა ბეირანვანდმა საოცარი პასი გააკეთა.

კეირუშმა ირანის ნაკრები დატოვა

ირანის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, კარლუშ კეირუში ქვეყნის ერონული ნაკრების დამრიგებელი აღარ არის. პორტუგალიელისთვის შვედეთთან 1:3 წაგებული მატჩი უკანასკნელი აღმოჩნდა. გავრცელებული ინორმაციით კეირუშს ირანის საგადასახადო სისტემასთან შეექმნა პრობლემები.

“ირანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული 4 წლის შემდეგ გუნდით ამაყი ვარ. გული მწყდება, მაგრამ ცხოვრება ასეთია” – განაცხადა კეირუშმა.

პორტუგალიელმა ირანი 2011 წელს ჩაიბარა და გუნდი 2014 წლის მუნდიალზე გაიყვანა. მისი კონტრაქტი 2018 წლის მუნდიალის დასრულებამდე იყო გათვლილი.

 

ერაყელი ფეხბურთელის კურიოზული პენალტი (ვიდეო)

4 იანვარს, ერაყისა და ირანის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ერაყელმა ფეხბურთელმა პენალტი ვერ გამოიყენა.

ირანელი ფეხბურთელის კურიოზული ავტოგოლი

ირანის ჩემპიონატის ერთ-ერთი ტურის შეხვედრაში საკმაოდ კურიოზული ავტოგოლი გავიდა.